კუჭავას მტკიცებით, ევროპარლამენტისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში არ წერია, რომ რურუა კრიმინილია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა ამტკიცებს, რომ გიორგი რურუას შესახებ ევროპარლამენტარებისადმი გაგზავნილ ინფორმაციაში მთავარი არხის მეწილეზე, გიორგი რურუაზე არ წერია, რომ კრიმინალია.
კუჭავას თქმით, აღნიშნული ინფორმაცია, არა წერილი, არამედ საინფორმაციო ბიულეტენი იყო, რომელთან დაკავშირებით ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. მისივე განმარტებით, სიცრუეა ისიც, რომ აღნიშნულ ბიულეტენს ხელს თავად აწერს.
როგორც კუჭავა ამბობს, საერთაშორისო პარტნიორებისგან რურუასთან დაკავშირებით კითხვები ისმებოდა, ეს საინფორმაციო ბიულეტენიც მათთვის დაიწერა, ვისაც რურუას შესახებ კითხვები ჰქონდათ.
"ძალიან ბევრი სიცრუე გავრცელდა დღეს, თუნდაც ის, რომ ჩემს მიერ იყო ბიულეტენი ხელმოწერილი. ეს ხელმოწერილი არ არის, არც ბლანკზე არ არის, უბრალოდ ლოგოა ქართული ოცნების და არ წერია, რომ ვინმე კრიმინალია, მსჯავრდებულია და ა.შ. აქ საუბარია ფაქტებზე, რომელიც ცნობილია, რომ 90-იან წლებში იყო მხედრიონის წევრი, მისი ძმა იყო სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენელი. მითითებულია თორაძეების ოჯახის საქმე, სადაც ჩვენ არ ვამბობთ რომ ვინმემ ვინმე მოკლა. აქ უბრალოდ ფაქტებია მოყვანილი", — განაცხადა კუჭავამ იმედის ეთერში.
ქართულმა ოცნებამ ევროპარლამენტს მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას შესახებ მისწერა. ვრცელ წერილში რურუა კრიმინალადაა მოხსენიებული და საუბარია მხედრიონზე, "ვაკის საძმოზე", თორაძეების საქმეზე. ასევე მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ რურუამ ტელევიზია პოლიტიკური მიზნებისთვის შეიძინა.
კუჭავა ამბობს, რომ ეს წერილი საინფორმაციო ბიულეტენია, რომლითაც გამომწერებს "მათი მხრიდან დანახულ" ინფორმაციას აწვდიან. რურუას ადვოკატები კი აცხადებენ, რომ წერილი ცილისწამებლურ ინფორმაციას შეიცავს.
"გიორგი რურუა ასევე ცნობილი კრიმინალია, რომელსაც სისასტიკით სავსე საქმეებით იცნობენ და უფრთხიან. ამაში შედის გატაცებები და მკვლელობები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში იყო ჩადენილი. ის ე.წ ბოროტების საძმოს დამფუძნებელი და ლიდერია, რომელსაც სხვანაირად ვერის საძმოსაც უწოდებდნენ — ეს კრიმინალური ჯგუფი ჩართული იყო ისეთ მასშტაბურ დანაშაულში, როგორიც იყო 1992 წელს თორაძეების ოჯახის შვიდი წევრის მოკვლა და 1993 წელს ზაზა ვეფხვაძისა და მისი დისშვილის მკვლელობა", — ვკითხულობთ ევროპარლემენტისთვის გაგზავნილ ტექსტში.
წერილთან დაკავშირებით, რურუას ადვოკატებმა დღესვე წარადგინეს დოკუმენტი საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან, რომლის მიხედვითაც, უწყებაში წარსულში გიორგი რურუას სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება. ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, წერილში მითითებულია, რომ რურუას წინააღმდეგ საქმეები მიმდინარეობდა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეწყდა. თუმცა, საძაგლიშვილი აღნიშნავს, რომ მის მიმართ წინა წლებთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა არც ქართული ოცნების პერიოდში.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები