ელისაშვილმა სექსისტური ფრაზა გამოიყენა და ოპოზიციაზე თქვა: "ორღობის დედაკაცივით ჭორაობ"
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია მთავარის ეთერში სექსისტური ფრაზა გამოიყენა. მან ევროპული საქართველოს წევრების მისამართით თქვა, რომ "ორღობის დედაკაცივით ჭორაობენ".
საუბარი ეხებოდა ოპოზიციაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას თბილისში საერთო მაჟორიტარების თემაზე. ელისაშვილმა თქვა, რომ მას მოლაპარაკებებში ჩართვა დავით ბაქრაძემ სთხოვა.
"სად გაიზარდნენ, სად ისწავლეს ამ უგულავამ და ბოკერიამ ასეთი ქცევა. ერთი კვირა მეხვეწებოდა შევხვდეთო დათო ბაქრაძე. გიგა ბოკერიას რომ მოეწერა, არც შევხვდებოდი. ერთი კვირა ვითრევდი ფეხს და შევხვდი, ვილაპარაკეთ. ამის შემდეგ კიდევ მომწერა და ვუთხარი, არაფერი სალაპარაკო არ მაქვს-მეთქი. ამის მერე დგანან და ასეთ შეხვედრაზე, რომელზეც მეხვეწები, მთხოვ, რომ შევხვდეთ, ერთი კვირა მწერ, მერე გამოდიხარ და ორღობის დედაკაცივით ჭორაობ. ეს სად ისწავლეს, როგორ მაინტერესებს, ასეთი რაღაც როგორ უნდა იკადრო, მერე მე მაბრალებენ, გვევაჭრებოდაო. გიგა ბოკერია სტამბოლის მონათა ბაზრის დირექტორია, მაჟორიტარების პრეზიდენტია, ქურდია და ის ანაწილებს ამ მაჟორიტარებს... უბრალოდ წარმოდგინეთ სცენა, სადაც მე მივდივარ თავდახრილი და გიგა ბოკერიას ვეხვეწები, იქნებ ორი ადგილი დამითმო, თქვენო აღმატებულებავ. ვინ ოხერი... ვინ ტიკი ტომარაა, რატომ ჰგონია, ვიღაცას რაღაცა უნდა დაუთმოს", — თქვა ელისაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვას, რის მიხედვით სურდა ორ ოლქში მაჟორიტარის დასახელება თავისი პარტიიდან, ელისაშვილი პასუხობს, რომ რესურსიდან გამომდინარე.
"რვავეს ვიტყოდი, რომ გვცოდნოდა, რომ რვას მოვიგებდით", — დასძინა მან.
მისივე თქმით, პოლიტიკაზე გული ერევა და აპირებს ეს ყველაფერი "ამოაყირავოს".
"ცხვირს ნუ მიზომავენ და სამგლე გოჭებივით ნუ არიან ატეხილები ბოკერია და მისი რაზმი და მისი მექრთამე ძმაკაცები. პოლიტიკას შორიდან ვუყურებდი და გული მერეოდა, პროცესში რომ შევედი, კიდევ უფრო გული მერევა. ხალხის გარეშე, სადღაც კულისებში რომ რაღაცებს ფუთფუთებენ და თანხმდებიან, გამოდიან და ამბობენ — ეს აქ იქნება, ეს იქ იქნება", — თქვა მან.
-
აირჩიე მეცნიერი ქალი, ჩვენ კი მასზე სტატიას შემოგთავაზებთ აირჩიე მეცნიერი ქალი, ჩვენ კი მასზე სტატიას შემოგთავაზებთ
-
კომპანია SpaceX საკუთარ ნაწილაკთა ამაჩქარებელს შექმნის კომპანია SpaceX საკუთარ ნაწილაკთა ამაჩქარებელს შექმნის
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი 2027 წლისთვის უკრაინის ნაწილობრივ გაწევრიანებისთვის ემზადება POLITICO: ევროკავშირი 2027 წლისთვის უკრაინის ნაწილობრივ გაწევრიანებისთვის ემზადება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ქართველი პოეტის ლექსზეა დაწერილი სიმღერა? ქვიზი: რომელი ქართველი პოეტის ლექსზეა დაწერილი სიმღერა?
-
განათლების ხელშესაწყობად — თეგეტას მხარდაჭერით ონტოფოს ბიბლიოთეკამ ესეების კონკურსი გამართა განათლების ხელშესაწყობად — თეგეტას მხარდაჭერით ონტოფოს ბიბლიოთეკამ ესეების კონკურსი გამართა
-
ქალებზე ძალადობის დაკანონება — რა წერია თალიბანის სისხლის სამართლის ახალ კოდექსში ქალებზე ძალადობის დაკანონება — რა წერია თალიბანის სისხლის სამართლის ახალ კოდექსში
გადახედვა
-
რომის პაპმა უკრაინელებს 80 გენერატორი გაუგზავნა რომის პაპმა უკრაინელებს 80 გენერატორი გაუგზავნა
გადახედვა
-
Radiohead-ის ჯონი გრინვუდი მელანიას დოკუმენტური ფილმიდან მუსიკის ამოღებას ითხოვს Radiohead-ის ჯონი გრინვუდი მელანიას დოკუმენტური ფილმიდან მუსიკის ამოღებას ითხოვს
გადახედვა
-
რა ასაკში აღწევს ადამიანი ფიზიკური შესაძლებლობების პიკს რა ასაკში აღწევს ადამიანი ფიზიკური შესაძლებლობების პიკს
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: ბრიტანეთს აქვს იდენტობის პრობლემა. უნდა მიხედონ თავის თავს და დაუბრუნდნენ იმ ღირებულებებს, რა ღირებულებებზეც ისინი იდგნენ ლევან მაჭავარიანი: ბრიტანეთს აქვს იდენტობის პრობლემა. უნდა მიხედონ თავის თავს და დაუბრუნდნენ იმ ღირებულებებს, რა ღირებულებებზეც ისინი იდგნენ
გადახედვა
-
ექიმი თუ AI ჩატბოტი? — ახალი კვლევის ავტორები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ ექიმი თუ AI ჩატბოტი? — ახალი კვლევის ავტორები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ
გადახედვა
-
თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიას კაცი ემსხვერპლა თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიას კაცი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ნახეთ წყვილი, რომელმაც Super Bowl-ზე Bad Bunny-ის სიმღერისას იქორწინა ნახეთ წყვილი, რომელმაც Super Bowl-ზე Bad Bunny-ის სიმღერისას იქორწინა
გადახედვა
-
იაპონია NATO-ს უკრაინისთვის საბრძოლო აღჭურვილობის მიწოდებაში დაეხმარება იაპონია NATO-ს უკრაინისთვის საბრძოლო აღჭურვილობის მიწოდებაში დაეხმარება
გადახედვა
-
amboli.ge წარმოგიდგენთ პირველ AI მრჩეველს ავტოსფეროში amboli.ge წარმოგიდგენთ პირველ AI მრჩეველს ავტოსფეროში
-
EU ყულევის პორტის დასანქცირებას, რუსული ნავთობის გადაზიდვაში მონაწილეობის გამო, გეგმავს EU ყულევის პორტის დასანქცირებას, რუსული ნავთობის გადაზიდვაში მონაწილეობის გამო, გეგმავს
გადახედვა
-
იური ლუიკი: იმის დანახვა, როგორ იშლება ქართული დემოკრატია და როგორ ძლიერდება რუსული გავლენა ძალიან ცუდია საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის, იური ლუიკი: იმის დანახვა, როგორ იშლება ქართული დემოკრატია და როგორ ძლიერდება რუსული გავლენა ძალიან ცუდია საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის,
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას შესაძლოა, მაკა ბოჭორიშვილი დაესწროს ირაკლი კობახიძე: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას შესაძლოა, მაკა ბოჭორიშვილი დაესწროს
გადახედვა
-
რეკლამებმა ChatGPT-შიც მოგვაგნო? — ჩატბოტში ახალი მიდგომის ტესტირება იწყება რეკლამებმა ChatGPT-შიც მოგვაგნო? — ჩატბოტში ახალი მიდგომის ტესტირება იწყება
გადახედვა
-
"მშვიდობამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა" — სერგეი ლავროვი უკრაინაზე "მშვიდობამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა" — სერგეი ლავროვი უკრაინაზე
გადახედვა
-
აკაკი ახვლედიანი: ეს არის ბიზნესის გადასაწყვეტი რამდენი მაღაზია ექნება აკაკი ახვლედიანი: ეს არის ბიზნესის გადასაწყვეტი რამდენი მაღაზია ექნება
გადახედვა
კომენტარები