თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ის დრო, როდესაც ქალაქში მშენებლობები რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხდებოდა, აღარაა. მისი მტკიცებით, დედაქალაქის ამჟამინდელი მთავრობა არ დაუშვებს, რომ კორპუსების მშენებლობას რეკრაციული სივრცეების შეეწიროს.

როგორც კალაძე ამბობს, ქალაქში საკმარისი სივრცეა იმისთვის, რომ დეველოპერებს განვითარება და პროექტების განხორციელება, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე არ მოხდეს.

"ის დრო, როდესაც სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხდებოდა მშენებებლობების განხორციელება, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში ვერ და არ მოხდება. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები შეეწიროს კორპუსების მშენებლობას თუ სხვადასხვა ოფისების მშენებლობებს", — განაცხადა კალაძემ.