დღეს, 13 ივნისს თბილისის მერიასთან ანას ბაღის მცველებისა და სხვა გარემოსდამცველთა ინიციატივით "ეკოციდის" შეწყვეტის მოთხოვნით აქცია — "შეაჩერე ბეტონი" გაიმართა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: "მწვანე მხოლოდ დოლარი იცით?" "კორუფცია vs სიმწვანე", "არა ჩაბეტონებულ ქალაქს", "ნუ გვახრჩობ".

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს სამშენებლო ნებართვების გაცემა ვერეს ხეობაში, შეჩერდეს დიღმის ჭალების განადგურება, ანას ბაღის მიმდებარედ კორპუსის მშენებლებს მისცენ ადგილმონაცვლეობის უფლება და შეწყდეს თბილისის ისტორიული იერსახის დაზიანება. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლაშა ჩხარტიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ითხოვენ თბილისის მერის, კახა კალაძის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც.

თბილისის მერიასთან ანას ბაღის მცველების აქცია 23 მაისსაც გაიმართა. "ადგილი მოუნაცვლე", — ამ სიტყვებით მიმართავენ აქტივისტები თბილისის მერს, კახი კალაძეს. ისინი ისევ ბაღის ტერიტორიის დაბრუნებასა და კორპუსის მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ.