2020 წლის Galaxy A სერია სამსუნგისგან - ბიუჯეტური სმარტფონები საუკეთესო მახასიათებლებით
Galaxy A სერია Samsung-სთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი სმარტფონების ხაზი იყო, რადგან ის სრულად მორგებულია საშუალო კლასის მომხმარებელზე და ფლაგმანური ტიპის დიზაინსა და შესანიშნავ მახასიათებლებს მისაღებ ფასებში სთავაზობს.
ამიტომაც, A სერია ბიუჯეტურ სმარტფონებში უკვე წლებია, ლიდერის სტატუსით სარგებლობს. 2020 წელს Samsung-მა A სერიის უკვე განახლებული ხაზი წარუდგინა თავის მომხმარებელს.
სერიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი Galaxy A41-ია. ის წარმოდგენილია 6,1-იანი Super AMOLED (რეზოლუცია:1080x2400) უსაზღვრო U-ტიპის ეკრანით, ხოლო პიქსელების სიმჭიდროვე 431 ppi-ია. ეკრანს შესანიშნავი დეტალიზაციით და Samsung-სთვის დამახასიათებელი მკვეთრი ფერებით შეუძლია თქვენთვის სასურველი ფილმის ან ვიდეოს გამოსახულების გადმოცემა. ეკრანი Corning Gorilla Glass 3-ით არის დაცული.
მიუხედავად ზომისა, ის იდეალურად ერგება ხელს და კომფორტული გამოსაყენებელია. Galaxy A41-ში წარმოდგენილია 3 მთავარი კამერა: პირველ კამერას აქვს 48 MP-იანი სენსორი, რომელიც კარგი განათების პირობებში შესანიშნავ ფერებს, დეტალიზაციას და კარგ დინამიკურ დიაპაზონს გვაძლევს.
მეორე კამერას აქვს 5 MP-იანი სიღრმის სენსორი, რომელიც ეხმარება მთავარ 48MP-იან კამერას ცოცხალი ფოკუსით პორტრეტების გადაღებაში, ხოლო მე-3 კამერა უკვე ულტრა განიერი ლინზით (8 MP) იღებს, რაც იდეალურია შენობების, პეიზაჟების ან ჯგუფური ფოტოების გადასაღებად. სმარტფონი შესანიშნავად არის ოპტიმიზებული და ინტერფეისში ხარვეზებს ვერ შეხვდებით. Galaxy A41-ს აქვს 4 GB-იანი ოპერატიული და 64 GB შიდა მეხსიერება, რომლის გაზრდაც 512 GB-მდე მიკრობარათით არის შესაძლებელი. წინა მოდელთან შედარებით გაუმჯობესებულია ბატარეა, რომელიც 3500 mAh-ს შეადგენს და 1 დღეს, საშუალო მოხმარების შემთხვევაში, თავისუფლად გაძლებს. აღსანიშნავია, რომ მისი დამუხტვისას ის სისწრაფე 0-იდან 60%-მდე მხოლოდ 30 წუთს შეადგენს.
Galaxy A31 კიდევ ერთი საინტერესო მოდელია ჩვენთვის ნაცნობი ხაზიდან. მას 6.4’’-იანი უზარმაზარი Super AMOLED ეკრანი (რეზოლუცია:1080x2400) აქვს 411-ppi-ით. ეკრანი საკმაოდ ნათელია და მზის შუქზეც კარგი ფერთა აღქმა აქვს, გვთავაზობს შესანიშნავ ფერებს. აქვე აღსანიშნავია, რომ, როდესაც გაქვს დიდი ეკრანი, ნამდვილად გჭირდება დიდი ზომის ელემენტი. Samsung Galaxy A31 წარმოდგენილია გიგანტური, 5000 mAh ელემენტით და სწრაფი დამუხტვის ფუნქციით. Galaxy A41-ისგან განსხვავებით, აქ გვხვდება 4 მთავარი კამერა. ორივე სმარტფონის კამერები იდენტურია გარდა 5-მეგაპიქსელიანი მაკროკამერისა, რომელიც კარგია ობიექტების ძალიან ახლოდან გადაღებისთვის (მაგალითად, ყვავილები). სმარტფონს აქვს 4 GB ოპერატიული მეხსიერება და 64 ან 128 GB შიდა მეხსიერება, რომლის გაზრდაც 512 GB-მდე შეგიძლიათ.
საინტერესო მოდელია Samsung Galaxy A21s. ის წარმოდგენილია 6.5-იანი LCD უსაზღვრო O ტიპის ეკრანით (რეზოლუცია: HD+). მისი ეკრანის ფერები მაღალი სიმკვეთრით არ გამოირჩევა, მაგრამ ის გვთავაზობს უფრო გამჯდარ თხევადკრისტალური ეკრანისთვის დამახასიათებელ ფერებს, რაც ზოგი მომხმარებლისთვის უფრო მისაღებიც არის. სმარტფონის შეძენა შესაძლებელია ორ ვარიანტში: 3 GB ოპერატიული და 32 GB შიდა მეხსიერებით და რეგულარული 4/64-ზე. სმარტფონი წარმოდგენილია 4 მთავარი კამერით. Galaxy A41-სგან განსხვავებით, აქაც დამატებულია 2 MP მაკროკამერა, რომელიც, როგორც აღვნიშნე, ძალიან ახლო ობიექტების გადასაღებად გამოდგება. Galaxy A31-ის მსგავსად, A21-საც აქვს გიგანტური 5000mAh აკუმულატორი და სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა.
"ჩვენ გვაქვს ბიუჯეტური კლასის 3 სმარტფონი, სამივე მოდელი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია, რაც მომხმარებლის სურვილების მრავალფეროვნებით არის გამოწვეული. ახალი A სერიის ხაზი მომხარებელს დიდ არჩევანს აძლევს. რაც მთავარია, ფლაგმანური ტიპის დიზაინით და დაბალი ფასით, რომლის დაწუნება ძალიან რთულია", — აცხადებენ საქართველოში სამსუნგის პარტნიორი მაღაზიების წარმომადგენლები და დასძენენ, რომ მომხმარებლებმა სამსუნგის პროდუქცია მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით უნდა შეიძინონ:
"აქვე გვინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სმარტფონის შეძენამდე აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ყიდულობთ სამსუნგის პროდუქციას ოფიციალური ჰოლოგრამით, მხოლოდ Samsung-ის პარტნიორ მაღაზიებში. ჰოლოგრამიან სმარტფონს უამრავი უპირატესობა აქვს, მას აქვს ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურება, ასევე, ის სრულიად ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის და თავიდან აგარიდებთ უამრავ პრობლემას. ასე რომ, Samsung-ი მოგიწოდებთ, შეიძინოთ სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით. დაიმახსოვრე, ჰოლოგრამა გიცავს!"
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები