ოკუპირებულ აფხაზეთში ზუსტად ვერ ადგენენ, ვის უდასტურდება და ვის არა კორონავირუსი — აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ზუსტად ვერ ადგენენ, ვის უდასტურდება და ვის არა კორონავირუსი. ამის შესახებ გამახარიამ მედიაჰოლდინგ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ძალიან დაბალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ჰყავთ და შესაბამისი ტექნოლოგიები არ გააჩნიათ, რაც იქაურ მოსახლეობაში შეშფოთებასა და უნდობლობას იწვევს.
"დიდი ხნის განმავლობაში, თითქოს, ოკუპირებულ აფხაზეთში არ გამოვლენილა ინფიცირების შემთხვევები და იყო საუბრები, რომ აფხაზეთში კორონავირუსი არ არსებობს. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ არსებობს. როგორც იქაური სპეციალისტები საუბრობენ, არანაკლებ არის გავრცელებული. დღეისათვის, მათი მონაცემებით, სულ 35 დაინფიცირებულია, აქედან 27 გამოჯანმრთელებულია, 1 კი გარდაცვლილი. გუშინ დაემატა 7 ადამიანი. მათ ტესტირება 56 თუ 57 ადამიანს ჩაუტარეს და იყო ინფორმაცია, რომ არავის დაუდასტურდა კორონავირუსი. საღამოსთვის აღმოჩნდა, რომ თურმე დაუდასტურდა 7 ადამიანს. ეს თითქოსდა უმნიშვნელო ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი არ არინ კარგად მომზადებულები და ვერ ადგენენ ზუსტად, ვის უდასტურდება და ვის არ უდასტურდება ვირუსი. ეს 7 ადამიანი მიათვალეს იმათ, ვისაც არ დაუდასტურდა, მაგრამ აღმოჩნდა შემდეგ, რომ თურმე დაუდასტურდა", — განაცხადა გამახარიამ.
მისივე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში შეზღუდვები 15 ივნისამდეა დაწესებული და შემდეგ შესაძლოა, ტურისტები შემოვიდნენ. რამაც მისი თქმით, შესაძლოა, ძალიან სერიოზული ეპიდემიოლოგიური აფეთქება გამომიწვიოს. როგორც გამახარია ამბობს, აფხაზეთში 15 ივნისს და შეზღუდვების მოხსნას "დიდი შიშით" ელოდებიან.
"როგორც თავად წერენ და ამბობენ, აფხაზეთის სამედიცინო სისტემა ამას ვერანაირად გაუძლებს. თავად აღნიშნავენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც კარანტინში არიან, არ იცავენ კარანტინის წესებს. წარმოიდგენეთ, თავად ექიმებიც კი არ იცავენ დადგენილ წესებს. ალბათ, ეს იმითაა გამოწვეული, რომ მათ შესაბამისი ეკიპირება საკმარისი რაოდენობით არ აქვთ, თავად ექიმებიც კი სპეცეკიპირების გარეშე არიან და თავად შეიძლება, გახდნენ ამ ვირუსის გამავრცელებლები", — განაცხადა გამახარიამ.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის დახმარებას, მისი თქმით, მათ საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით სერიოზული დახმარება გაეწიათ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ აფხაზეთი ინფექციის აფეთქების შემთხვევაში მზად იყოს, რადგან ზუსტად არავინ იცის, რა ვითარებაა.
გამახარიას თქმით, კითხვის ნიშნებს იწვევს ის ფაქტიც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთთან საზღვრები ჩაკეტილი აქვს და მისი ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, რეგიონში რუსეთიდან 6 ათასი ადამიანი შევიდა.
"რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს ზუგდიდთან, ეს საზღვარიც ჩაკეტილია, მაგრამ მიუხედავად ამისა ავადმყოფები სპეციალური ნებართვით გადმოდიან როგორც აფხაზები, ასევე, ქართველები", — განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები