სახეობები პოლუსებისკენ მასობრივად მიგრირებენ — გლობალური დათბობის გავლენა
ჩვენ ვიცით, რომ გლობალური დათბობა საკმაოდ ბევრ ცხოველს თავისი საცხოვრებელი გარემოს დატოვებას აიძულებს. ახალი კვლევის მიხედვით კი, გაირკვა, რომ პოლუსებისკენ წყლის ცხოველები ხმელეთის ცხოველებზე ექვსჯერ სწრაფად გადაადგილდებიან.
258 კვლევის ანალიზის დროს, მკვლევრებმა ბაქტერიის, მცენარეების, სოკოებისა და ცხოველების 12 000-ზე მეტ სახეობაში საცხოვრებელი გარემოს ცვლილების 30 000-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს.
შედეგად მიღებული მონაცემთა ბაზა, რომელსაც BioShifts უწოდეს, პირველი სრული ანალიზია, რომელიც ამ საკითხს ეხება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, წყლის ცხოველები გლობალური დათბობის გამო პოლუსებისკენ უფრო სწრაფად მიემართებიან, ვიდრე ხმელეთის ცხოველები. კვლევის ავტორების მიხედვით, ხმელეთის ცხოველები პოლუსებისკენ იმაზე ნელა მიიწევენ, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით კი თბილი კლიმატის მქონე ტერიოტირებიდან.
ანალიზის მიხედვით, ამფიბიები პოლუსებისკენ წელიწადში 12 მეტრით მიიწევენ, რეპტილიები კი 6,5 მეტრით. მწერები კი, რომლებსაც საკმაოდ ბევრი დაავადება გადააქვთ, წელიწადში 18,5 კილომეტრით გადაადგილდებიან. ხოლო ხმელეთის ცხოველები საშუალოდ, წელიწადში 1,8 მეტრით გადაადგილდებიან, წყლის ცხოველები კი 6-ით.
რიცხვებს შორის არსებული განსხვავება რამდენიმე მიზეზით შეიძლება აიხსნას, მაგალითად, ტემპერატურის მიმართ მგრძნობელობით. წყალი სითბოს მიმოქცევაში 25-ჯერ ეფექტურია, ვიდრე ჰაერი, ძალიან ბევრ ხმელეთის ცხოველს კი მათი სხეულის ტემპერატურის კონტროლი მარტივად გამოსდით. ამას ისიც ემატება, რომ წყლის ცხოველები ბევრად მარტივად მიგრირებენ. ასევე, ხმელეთზე ადამიანის საქმიანობა ცხოველებს გადაადგილებაში ხშირად უშლის ხელს.
თუკი კვლევის ავტორები მართლები არიან და წყლის ცხოველები ტემპერატურის ცვლილებებს უფრო ყურადღებით მეთვალყურეობენ, ამას შეიძლება უფრო საშინელი შედეგი მოჰყვეს. ისეთი, როგორიც, შესაძლოა, აქამდეც გვინახავს.
მკვლევართა თქმით, პერმულ-ტრიასული გადაშენების დროს, ჟანგბადის დონის ვარდნისას იმავე საცხოვრებელ გარემოში სულ რამდენიმე წყლის ორგანიზმი დარჩა.
"ეს მოვლენა ერთდროულად თავის დაღწევა და დაღუპვა ერთდროულად იყო", — ოკეანოგრაფმა კურტის დოიჩმა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი მონაცემთა ბაზა შთამბეჭდავი და აუცილებელია, ავტორების თქმით, მას გარკვეული ლიმიტები გააჩნია. BioShifts დედამიწაზე არსებულ ჩვენთვის ცნობილი სახეობების მხოლოდ 0,6 პროცენტს ფარავს. ის ცხოველები კი, რომლებიც გამოკვლეულია, როგორც ჩანს, უმეტესწილად ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ბინადრობენ. თუმცა ამჟამად, მკვლევრებს არსებულ მონაცემებზე მუშაობა უწევთ. BioShifts საშუალებას გვაძლევს, რომ მიმდინარე ცვლილებებს დავაკვირდეთ და განვჭვრიტოთ თუ რა შეიძლება მოხდეს შემდეგ.
კომენტარები