პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია ამბობს, რომ შეზღუდვების შესახებ კანონპროექტში ე.წ. დროის ჩამკეტის შემოღების მიუხედავად, ის მაინც შეუსაბამოა კონსტიტუციასთან.

ბესელიას თქმით, საფრთხე იმისა, რომ კიდევ გაგრძელდეს ვადა, დღეს უმრავლესობის გამოსვლებშიც გაგრძელდა.

"ბევრი რამ შეიცვალა და დარჩა 15 ივლისი. უნდა გადაწყდეს, ეს თვენახევრით იქნება, თუ ერთი თვით, თუმცა ეს პერიოდი იქნება არაკონსტიტუციური. ის ჩანაწერი, რომელიც მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს ზღუდავს ისე, რომ ეს ხდება პარლამენტის გარეშე, ეს რჩება არაკონსტიტუციურად. პრობლემა იმაშია, რომ ვიდრე საკონსტიტუციუ სასამართლო განიხილავს, კანონის ვადა, შესაძლოა, ამოიწუროს, თუმცა პრინციპულია, პრეცენდენტი შედგეს", — ამბობს დეპუტატი.