ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია, პარლამენტის ასე შესუსტება ქმნის თვითნებობის რისკს — ბესელია ხუნდაძის კანონპროექტზე
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს ქართული ოცნების დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტს, რომელიც მთავრობას უფლებამოსილებას გაუზრდის. კერძოდ, ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც.
"ძალიან შეშფოთებული ვარ მართლაც და ძალიან ცუდი სიგნალი არის ეს. პირდაპირ ვუწოდე მე ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი ამ კანონპროექტს. მისი მთავარი არსი არის, რომ პარლამენტის წევრები საკუთარი ინიციატივით ამბობენ, პარლამენტი, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის მთავარი ინსტიტუტი დასუსტდეს, იგნორირებული იყოს და მთავრობას გადაეცეს განუსაზღვრელი უფლებამოსილება ისე, რომ საპარლამენტო კონტროლი მას არ სჭირდებოდეს", — განაცხადა ბესელიამ მთავარი არხის ეთერში.
ბესელია განმარტავს, რომ კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, გადაადგილების, შეკრების და საკუთრების უფლება, მხოლოდ საგანგებო მდგომაროების დროს შეიძლება შეიზღუდოს.
"კონსტიტუციის მიხედვით, თუ არის საგანგებო მდგომარეობა, საომარი მდგომარეობა, თუ ქვეყანა იქცევა, თუ საოცრება ხდება, მათ შორის პანდემია, რომელიც არის მასობრივად საფრთხის შემქმენლი; პარლამენტი ამბობს, რომ გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას და მთავრობას გადავცემ გარკვეულ უფლებებს, მაგრამ პარლამენტი ამას გააკონტროლებს. კონსტიტუცია ამბობს, რომ ყველა ეს განსაკუთრებული უფლებაა და თუ იზღუდება, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს. ეს კანონი კი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობა შეიძლება არ იყოს, მაგრამ მაინც შეიძლება შევზღუდოთო", — განაცხადა მან.
გარდა ამისა, ბესელია პრობლემას ხედავას იმაშიც, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით უნდა განიხილონ და განხილვაში არ არის ჩართული იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტი.
"დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა, რომ ხვალ ორი მოსმენით უნდა მიიღოს პარლამენტმა ესოდენ მნიშნველოვანი შეზღუდვების შესახებ ინიციატივა და ზეგ მესამე მოსმენით, ანუ ორ დღეში ყოველგვარი განხილვის, ანალიზის გარეშე.
პირველად ვარ შემსწრე, რომ იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტები, რომლებიც ასეთ კანონპროექტებზე წამყვანი კომიტეტია, საერთოდ არ იხილავენ, ფორმალურადაც კი უარი თქვეს განხილვაზე. იმდენად სწრაფად და ჩქარა უნდათ", — განაცხადა მან.
მისი თქმით, კალენდარი ცხადყოფს, რომ ეს ინიციატივა საარჩევნო პერიოდს უკავშირდება, რაც რისკისშემცველია.
"საარჩევნო ძალიან მოკლე პერიოდში, ასეთი სახიფათო უფლებამოსილების გადაცემა პარლამენტის დასუსტების ხარჯზე, ფორმალურადაც კი არ გინდა, რომ მაკონტროლებელი გყავდეს, იძლევა თვითნებობის და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის რისკს", — განმარტა მან.
- საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები არაკონსტიტუციურია — TI
- საია საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შემოსაღებ რეგულაციებს უარყოფითად აფასებს
- მთავრობის ხელში ეს იქნება რეპრესიების, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი — გოცირიძე ცვლილებებზე
- არათუ "ოცნების", არამედ ნებისმიერი მთავრობისთვის ამ უფლებების მინიჭება დაუშვებელია — რატიანი
- ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება — გახარია ახალ კანონპროექტზე
კანონპროექტი: რა შეეძლება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც. კანონპროექტის ავტორი ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა. მას ორი კანონის შეცვლა სურს — კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
კანონპროექტის იცვლება ტერმინ "საკარანტინო ღონისძიებების" განმარტება. არსებულ კანონში ეს არის იმ ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, ვინც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით კი, საკარანტინო ღონისძიებებში ჩაითვლება ეს:
"ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, აგრეთვე ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად".
გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებაში შემავალი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრირების, ასევე საჯარო სერვისების მიწოდების კანონმდელობისგან განსხვავებულ დროებით წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.
რაც შეეხება ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონს მიიღებს, საგანგებო მდგომარეობის გარეშეც, პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამ წესით სხდომის გამართვის შემთხვევაში, მასში მონაწილე არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე, მასზე უშუალო დასწრების სურვილის მოტივით.
გაიგეთ მეტი:
-
ივლისი-აგვისტოს ცხელ-ცხელი ქვიზები, რომელთა გარეშეც ზაფხული არ უნდა გააცილოთ ივლისი-აგვისტოს ცხელ-ცხელი ქვიზები, რომელთა გარეშეც ზაფხული არ უნდა გააცილოთ
გადახედვა
-
Samsung Galaxy S26 FE — აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია Samsung Galaxy S26 FE — აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
-
სააპელაციო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმა
გადახედვა
-
შსს: 1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება ISO სტანდარტის პორტატიული მოწყობილობით განხორციელდება შსს: 1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება ISO სტანდარტის პორტატიული მოწყობილობით განხორციელდება
გადახედვა
-
დენის კულანინის მესამე ქვეყანაში გაშვების მოთხოვნით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტთან რუსი აქტივისტის მხარდამჭერები მივიდნენ დენის კულანინის მესამე ქვეყანაში გაშვების მოთხოვნით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტთან რუსი აქტივისტის მხარდამჭერები მივიდნენ
გადახედვა
-
მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები — ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზე მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები — ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზე
-
როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს? როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
გადახედვა
-
1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს 1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს
გადახედვა
-
ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს? ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა SCO-ს სამიტზე — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს! საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდშია — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს!
-
ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი" ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი"
გადახედვა
-
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 700-ზე მეტს ეძებენ ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 700-ზე მეტს ეძებენ
გადახედვა
-
ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა
გადახედვა
-
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან
გადახედვა
-
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება
გადახედვა
-
თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები თუ ხარ მოსწავლე, დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის — აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
6 წელიწადია გაყალბებით არიან დაკავებული — ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართა 6 წელიწადია გაყალბებით არიან დაკავებული — ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართა
გადახედვა
-
Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო
-
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს
გადახედვა
-
YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
კომენტარები