არ ვაპირებთ მოვდუნდეთ და შევეგუოთ, რომ დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს — ციხელაშვილი ოთხოზორიას მკვლელობაზე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 4 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ხელისუფლება დამნაშავის დაუსჯელად დარჩენას არ შეეგუება.
მისი თქმით, ითხოზორიას მკვლელის დასჯა არის და იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღის წესრიგში, მოლაპარაკებების ყველა ფორმატში, ვიდრე ეს მიზანი არ იქნება მიღწეული.
"დღეს ოთხი წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, რამაც სრულიად საქართველო, თითოეული ჩვენგანი შეძრა. მისი შემზარავი მკვლელობა და ის ფაქტი, რომ მისი მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე, იმ სისასტიკისა და უსამართლობის, რამაც დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიასა და მანამდე უამრავი ჩვენი რჩეული ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ არ ვაპირებთ მოვდუნდეთ და შევეგუოთ იმას, რომ დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს. ეს არის და იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღის წესრიგში, მოლაპარაკებების ყველა ფორმატში, ვიდრე ეს მიზანი არ იქნება მიღწეული.
გიგა ოთხოზორიას საქმე
გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.აც ის გარდაიცვალა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ფედერაციას დააკისრა. რუსეთის საგარეო უწყებამ კი აფხაზურ მხარეს.
2016 წელს, ქართულმა მხარემ IPRM-ის შეხვედრაზე ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემა მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.
ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა რაშიდ კანჯიოღლის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
ზუგდიდის სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში ბრალდებული, მიმალვაში მყოფი რაშიდ კანჯი-ოღლი დაუსწრებლად სცნოდამნაშავედ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი მსჯავრდებულს სასჯელი დაუმძიმა და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დე-ფაქტო აფხაზეთის სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილობრივი სამხედრო პროკურატურის მოთხოვნა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. სასამართლომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს მხოლოდ შინაპატიმრობა შეუფარდა.
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები