სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ, დახმარება კრიმინალების გათავისუფლებას დაუკავშირონ — ოცნების დეპუტატი ბერაია კუბილიუსზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პარლამენტი
ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ სამწუხაროა, ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების მცდელობა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი დახმარება "კონკრეტული კრიმინალების" გათავისუფლებას დაუკავშირონ. მისი თქმით, ამას აღიქვამენ, როგორც მოწოდებას ხელისუფლება ჩაერიოს მართმსაჯულებაში, რაც მათთვის მიუღებელია. ამ ფორმით ის ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს გამოეხმაურა.
"საქართველო არის კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო და შესაბამისად, ნებისმიერი ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში არის უკანონო და ჩვენთვის არის მიუღებელი", — განაცხადა მან.
ბერაიას თქმით, ნაციონალური მოძრაობა "დიდი მონდომებით და სიხარულით" ცდილობს, საქართველოს იმიჯი დააზიანოს, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად. თუმცა, მისი თქმით, ქართულ-ევროპული ურთიერთობები, პარტნიორობა ძალიან მყარია.
"ამას ჩვენ წლებია ძალიან დიდი მონდომებით და ძალისხმევით ვაშენებთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიციური დღის წესრიგი და მიუხედავად ყველანაირი წინააღმდეგობისა, ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ", — განაცხადა მან.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის, განცხადებით, ის დახმარება, რომელსაც საქართველო პანდემიასთან გასამკლავებლად იღებს დაკავშირებულია დემოკრატიულ პროცესებთან, რომელიც მთავრობამ უნდა აჩვენოს. მათ შორის ევროპარლამენტარი აღნიშნავს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
კუბილიუსი წერს, რომ საქართველო ევროკავშირისგან და მისი პარტნიორებისგან დახმარების სახით 500 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დახმარებას აგრძელებ, რომ მათ სოციალური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა მოახერხონ. მისი თქმით, პანდემიისგან ეკონომიკაზე დარტყმის დაძლევის ერთადერთი გზა "ევროპული სოლიდარობაა".
"ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ურთიერთნდობის ატმოსფეროში, რათა დავიცვათ დემოკრატია და მივაღწიოთ ამ მიზნებს. ამ ნდობის მიღწევა მხოლოდ წინამდებარე ვალდებულებისა და დაპირებების შესრულების პროგრესირებას შეუძლია, მათ შორის, 2020 წლის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულებას, რომელიც მიღწეულ იქნა საქართველოს ყველა მთავარ პოლიტიკურ პარტიას შორის", — აღნიშნავს კუბილიუსი.
კუბილიუსი აღნიშნავს, რომ ოპოზიციასთან 8 მარტს მიღებული შეთანხმების შესრულება მნიშვნელოვანია, რათა მთავრობას ჰქონდეს მოახლოებულ არჩევნებზე საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობა.
8 მარტის შეთანხმება: ოპოზიცია VS მთავრობა
ბოლო დღეებში ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ განხილვის საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან.
ოპოზიციის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს პატიმრების გათავისუფლების პირობა არავითარი ფორმით, არავის წინაშე არ დაუდია. თალაკვაძის მტკიცებით, ამას მკაფიოდ ადასტურებს ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი. ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ იმაზეც, რომ ოპოზიციის მოთხოვნა სასამართლოსთვის დავალების მიცემას გულისხმობს, რასაც არ გააკეთებენ.
დისკუსიას გამოეხმაურნენ საელჩოებიც. მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატების ერთობლივ განცხადებაში მითითებულია, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, "რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს". საელჩოებმა მოუწოდეს ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.
8 მარტს, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ, ოპოზიციამ და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სიცილიის მუზეუმიდან €80 მლნ-მდე შეფასებული რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს სიცილიის მუზეუმიდან €80 მლნ-მდე შეფასებული რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს
გადახედვა
-
სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა
გადახედვა
-
მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა: უნივერსიტეტი მომდევნო 2 წელი შიდა და გარე მობილობას 120-ვე პროგრამაზე შეინარჩუნებს
გადახედვა
კომენტარები