ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, კოსმოსის უსაფრთხოების სამიტზე 3 დეკლარაცია მიიღეს და საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
კობახიძის განმარტებით, "მნიშვნელოვანია, ევროპას ჰქონდეს თავისი ხედვა, თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა კოსმოსის საკითხებთან დაკავშირებით".
"ჩვენი, როგორც პატარა ქვეყნის, რესურსები ამ მიმართულებით შეზღუდულია, თუმცა ჩვენ ვართ გადაწყვეტილებების მიღების ნაწილი. ვმონაწილეობთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაც მნიშვნელოვანია ევროპელი პარტნიორებისთვის. ჩვენ შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომლებიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს. მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, სამიტზე შემდეგი დეკლარაციები მიიღეს:
- კოსმოსური სივრცის უსაფრთხოებისა და მდგრადობის შესახებ დეკლარაცია ითვალისწინებს კოსმოსური მოძრაობის კოორდინაციის სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ოპერატორებს შორის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო მექანიზმის შექმნას. მაკრონის თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოსმოსური ნარჩენებისა და სამომავლო თანამგზავრული თანავარსკვლავედების მართვისთვის.
- Copernicus-ის შესახებ დეკლარაციით, მონაწილეები ევროკავშირის დედამიწის დაკვირვების პროგრამას "გლობალურ საერთო სიკეთედ" აღიარებენ და იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ მისი უწყვეტობა, დაიცვან პროგრამისთვის საჭირო რადიოსიხშირეები და შეინარჩუნონ მასზე ღია წვდომა.
- კოსმოსური სამეცნიერო მონაცემების შესახებ დეკლარაცია კი მონაცემების ხელმისაწვდომობის, ღიაობისა და მთლიანობის პრინციპებს ეფუძნება.
9-10 სექტემბერს ირაკლი კობახიძე, ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ საერთაშორისო სამიტს დაესწრო. სამიტზე კობახიძესთან ერთად მთავრობის დელეგაცია იმყოფებოდა — საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
კოსმოსის პირველ საერთაშორისო სამიტში 90 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის სახელმწიფოთა ლიდერები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტი საფრანგეთის პრეზიდენტმა გახსნა. ემანუელ მაკრონმა ევროპის კოსმოსური ინდუსტრიის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა უზრუნველყოს კოსმოსში საკუთარი სტრატეგიული დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, განსაკუთრებით თანამგზავრული კომუნიკაციების, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.
"ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და შესაბამისი ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას ევროპული ავტონომიის გაძლიერებისთვის, ვინაიდან მისი შეფასებით, სატელიტური კომუნიკაცია, ნავიგაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე ევროპული სუვერენიტეტის ნაწილია.
სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, კოსმოსი მხოლოდ მეცნიერებისა და კვლევის სფერო აღარ არის. ის უკვე ევროპის ეკონომიკური ძალის, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ აუცილებელია, ევროპას ჰქონდეს საკუთარი საიმედო წვდომა კოსმოსზე და საკუთარი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის უსაფრთხო სატელიტური კომუნიკაციები, ნავიგაცია და დედამიწის დაკვირვების შესაძლებლობები," — ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები