რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
რუსეთში საწვავის კრიზისის ფონზე, აეროპორტებმა თვითმფრინავების საწვავით შევსებაზე მასშტაბური შეზღუდვების დაწესება დაიწყეს. 7 სექტემბრის მონაცემებით, მსგავსი ზომები რუსეთის სულ მცირე 26 უდიდეს აეროპორტში ამოქმედდა. ამის შესახებ Deutsche Welle რუსულ გამოცემა Verstka-ს და რუსეთის საჰაერო ნავიგაციის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
საწვავზე პირველი შეზღუდვები ჯერ კიდევ ივნისში დაწესდა, ხოლო მეორე ტალღა სექტემბერში დაიწყო. შეზღუდვების ხანგრძლივობა, აეროპორტის მიხედვით, ერთი თვიდან თითქმის შვიდ თვემდე მერყეობს.
DW წერს, რომ მაგალითად, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში, 2026 წლის 2 სექტემბრიდან 2027 წლის 16 მარტამდე, საწვავის შევსება ნებადართულია მხოლოდ ფრენის გეგმის შესაბამისად, დამატებითი მოცულობების გარეშე. ანალოგიური შეზღუდვები მოქმედებს 8 ივნისიდან 6 დეკემბრამდე კალინინგრადის ხრაბროვოს აეროპორტშიც. ეს ზომები ეხება როგორც რუსულ, ისე საერთაშორისო ავიაკომპანიებს.
26-დან 15 აეროპორტში შეზღუდვები მხოლოდ უცხოურ ავიახაზებზე ვრცელდება.
"უცხოური ავიაკომპანიების საჰაერო ხომალდების საწვავით შევსება შეზღუდულია იმ მოცულობით, რაც საჭიროა ერთი ფრენისთვის", — ნათქვამია პილოტებისათვის განკუთვნილ შეტყობინებებში (NOTAM).
კერძოდ, ასეთი ლიმიტები მოქმედებს ყაზანის, უფას, პერმის, ეკატერინბურგის, ჩელიაბინსკის, ტიუმენის, ირკუტსკის, ვლადივოსტოკის, ხაბაროვსკის, იაკუტსკისა და სხვა ქალაქების აეროპორტებში. უფაში საწვავის შევსება შეეზღუდათ იმ ხომალდებსაც, რომლებიც არაგეგმურ (ჩარტერულ) რეისებს ასრულებენ.
ავიაპროდუქტების მხრივ ყველაზე მწვავე სიტუაცია რუსეთის სამხრეთში შეიქმნა, სადაც ზოგიერთი აეროპორტი უკრაინასთან ომის გამო დახურულია. მოქმედი ექვსი აეროპორტიდან საწვავის შევსების შეზღუდვები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გადამყვანებისთვის დაწესებულია სოჭში, ვოლგოგრადსა და ასტრახანში. ხოლო უცხოური ავიახაზების საწვავით შევსება შეზღუდულია კრასნოდარში, მინერალნიე ვოდისა და ვლადიკავკაზში.
ცნობისთვის, რუსეთში საწვავის კრიზისი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად დაიწყო. წლის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს სულ მცირე 70-ჯერ დაარტყეს, რამაც რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობა ბოლო ორი ათწლეულის მინიმუმამდე დაიყვანა. აგვისტოს ბოლოსთვის ქვეყანაში ბენზინის წარმოება შიდა მოხმარების დაახლოებით 70%-ს შეადგენდა, ხოლო დეფიციტმა დღეში 30 000 ტონას მიაღწია. მხოლოდ აგვისტოში, უკრაინული დარტყმების გამო, სულ მცირე შვიდმა რუსულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ სრულად ან ნაწილობრივ შეაჩერა წარმოება, ხოლო ქვეყნის 17 რეგიონში საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა.
-
შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა
გადახედვა
-
ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას ზურაბ ცეცხლაძე: ეს დღე-ღამე შავ ლაქად დარჩება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
კომენტარები