ზუგდიდში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაკავაბულები 2003 დაბადებული პირები არიან, რომლებმაც ზუგდიდში მდებარე ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზიიდან სხვადასხვა მოდელის მობილური ტელეფონები მოიპარეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 13 ნაქურდალი ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.