ტელეკომპანია იმედმა კვლევით ორგანიზაცია Gallup International-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევა დაუკვეთა. ამის შესახებ იმედის კვირის წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ განაცხადა. მისი თქმით, კვლევები იმედის ეთერში ეტაპობრივად გავა, იგი მაისიდან დაიწყება, საპარლამენტო არჩევნების დღეს კი ეგზიტპოლით დასრულდება.

იმედის წამყვანის განცხადებით, საქართველოში საველე სამუშაოებს Gallup International-ის წევრი, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის წევრი, გორბი შეასრულებს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ტელეკომპანია იმედი ფსიქოპროექტთან თანამშრომლობდა. მას შემდეგ, რაც მათი ეგზიტპოლის შედეგები ცესკო-ს რეალურ შედეგებს რადიკალურად აცდა, იმედმა კვლევა Gallup International-ს დაუკვეთა.

Gallup International შვეიცარიაში, ციურიხში რეგისტრირებული კვლევითი ორგანიზაციაა. მას ხუთი არჩეული წევრი მართავს, მათ შორის, ჯონი ჰერლდი, მაიკლ ნიცშე, ანდრეი მილეხინი, სტივენ კანგი და კანჩო სტოიჩევი.