დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსით მე-8 ადამიანი გარდაიცვალა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, გარდაცვლილი პაციენტი 72 წლის ქალია, რომელსაც ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდა.

მისი თქმით, ქალი კლინიკაში 14 აპრილს შეიყვანეს. მას გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია და მორბიდული სიმსუქნე ჰქონდა. პაციენტი COVID-19-ის ინფექციით გამოწვეული სუნთქვითი უკმარისობითა და სხვა გართულებებით გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ — 582. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 207 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 8.

კარანტინის რეჟიმში რჩება 5 152 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 551.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: