როგორ შევიმსუბუქოთ ნაბახუსევი
ლუდის, კოქტეილის, შამპანურის ან სხვა ალკოჰოლური სასმელის დალევა თუ გიყვართ, ხშირ შემთხვევაში მეორე დღეს, ალბათ, ნაბახუსევით გამოწვეული სხვადასხვა ჩივილებით იტანჯებით.
დასამშვიდებლად მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ მდგომარეობაში მარტო არ ხართ: ჟურნალ Addiction-ში 2008 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად ზრდასრული ადამიანების 76%-ს მაინც გამოუცდია სხვადასხვა ფორმით ნაბახუსევი.
ნაბახუსევის სიმპტომები შეიძლება იყოს დაღლილობა, გაუწყლოება, თავის ან კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა, კანკალი და აჩქარებული გულისცემა.
არსებობს თუ არა რაიმე გზა, რაც ნაბახუსევისგან დაგვიცავს? ამ სტატიაში ვეცდებით, სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგეხმაროთ.
რჩევები ნაბახუსევის თავიდან ასარიდებლად
რა თქმა უნდა, ამის საუკეთესო გზა ისაა, რომ უბრალოდ აღარ დალიოთ ან ალკოჰოლი ზომიერად მიიღოთ და მუდმივად გახსოვდეთ ის რისკები, რაც გადაჭარბებულ მოხმარებას შეიძლება ახლდეს თან.
"პაციენტებს, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში სხეულის სერიოზულ დაზიანებებს იღებენ, ხშირ შემთხვევაში არ სმენიათ სანდო რეკომენდაციები დალევასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ", — აცხადებს მედიცინის პროფესორი ლორა ვიჩი.
2009 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ნაბახუსევის სიმძიმე მეტწილად დამოკიდებულია ალკოჰოლის სახეობაზე. ალკოჰოლის ფერმენტაციაში ჩართული ნაერთები, რომლებსაც კონგენერებს უწოდებენ, ნაბახუსევის მომატებულ სიმპტომებთანაა დაკავშირებული. ამ ნაერთებს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეიცავს უფრო მუქი ფერის სასმელები, როგორებიცაა ბურბონი და ვისკი, ვიდრე ღია ფერის სასმელები — მაგალითად, არაყი. შესაბამისად, რაც უფრო მუქი შეფერილობის ალკოჰოლით გადაწყვეტთ თრობას, ალბათ, მით უფრო არასასიამოვნო იქნება თქვენი ნაბახუსევიც მეორე დღეს.
ასევე, ექსპერტები გვირჩევენ, ალკოჰოლი ცარიელ კუჭზე არ მივირთვათ: ამან, შესაძლოა, ნაბახუსევი კიდევ უფრო გააუარესოს.
"საკვები სხეულში ალკოჰოლის ათვისების პროცესს ანელებს. ასევე დალევის დროს ჭამას შეიძლება ის დადებითი შედეგიც ჰქონდეს, რომ საკვები დამატებით სითხეს შეიცავდეს, რაც თქვენს სხეულს გაუწყლოებისგან უფრო დაიცავს. ასევე გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლი ორგანიზმს საჭირო ვიტამინებისგან და მინერალებისგან ფიტავს", — აცხადებს ცნობილი ექიმი არილ ლევიტანი, რომელიც ავტორია წიგნისა The Vitamin Solution.
როგორ ვუმკურნალოთ ნაბახუსევს
პირველ რიგში გეტყვით, რომ ნაბახუსევით მოგვრილ დისკომფორტს მთლიანად ვერ გააქრობთ ან თავიდან აირიდებთ: ეს მდგომარეობა ჩვენი იმუნური სისტემის პასუხია — სხეული ალკოჰოლის გადამუშავებისას გამოყოფილ ტოქსინებს ებრძვის.
ამ პროცესში ორგანიზმი სხვადასხვა საჭირო ნივთიერებებს კარგავს: სხვადასხვა კვლევების თანახმად, ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღება A და B ვიტამინების, თუთიისა და კალიის მაჩვენებელს ორგანიზმში ამცირებს. შესაბამისად, ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორი კვებით ისინი კვლავ აღვიდგინოთ.
მაგალითად, A ვიტამინს დიდი ოდენობით შეიცავს კვერცხი, ხორცი, თევზი და ტკბილი კარტოფილი. თუთიის მიღება შეგიძლიათ როგორც ცხოველური ცხიმებით, ისე მარცვლეულისა და თხილეულის საშუალებით. ავოკადო და ბანანი კი თქვენს ორგანიზმში კალიუმის მაჩვენებლის გაზრდაში დაგეხმარებათ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჭირო ოდენობით მიიღოთ წყალი და ორგანიზმი დეჰიდრატაციისგან დაიცვათ: ექიმები გვირჩევენ, რომ ნაბახუსევზე გაღვიძებისას პირველად სწორედ მინიმუმ ერთი ჭიქა წყალი დავლიოთ.
ამავდროულად ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ნაბახუსევთან ბრძოლა ისევ ალკოჰოლით უშედეგოა:
"ნაბახუსევისას ალკოჰოლის მიღებამ, შესაძლოა, მდგომარეობა მცირედით შეამსუბუქოს, თუმცა როცა ორგანიზმში ალკოჰოლის მაჩვენებელი კვლავ ნულს გაუტოლდება, ნაბახუსევის სიმპტომები ხელახლა დაგვიბრუნდება", — აცხადებს ლორა ვიჩი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები