WHO-ს განცხადება შვედეთზე და არასწორი ინტერპრეტაციები — რა მოხდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 29 აპრილს კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი პრესკონფერენცია გამართა. სხვა კითხვებთან ერთად, ჟურნალისტები შვედეთის მაგალითითაც დაინტერესდნენ.
ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელმა WHO-ს გადაუდებელი ოპერაციების აღმასრულებელ დირექტორს, მაიკ რაიანს ჰკითხა, აღმოჩნდებოდა თუ არა ეს ქვეყანა თავისი განსხვავებული მიდგომის გამო, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მეტად მომზადებული კორონავირუსის მომდევნო ტალღებისთვის, ანუ ექნებოდა თუ არა შვედეთის მოსახლეობას კოლექტიური იმუნიტეტი.
რაიანის თქმით, იმას, თუ რამდენად წარმატებული გამოდგა შვედეთის განსხვავებული მიდგომა, მომავალში გავიგებთ. თუმცა, მან აქვე დასძინა, რომ თუ ქვეყნები შეზღუდვებს შეამცირებენ, შვედეთისგან, როგორც ამ კუთხით გამოცდილი ქვეყნისგან, ბევრი რამის სწავლა მოუწევთ.
WHO-ს გადაუდებელი ოპერაციების აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ გავრცელებული მოსაზრება შვედეთის უმოქმედობის შესახებ არასწორია. მისი თქმით, შვედეთმა ძლიერი ჯანდაცვის პოლიტიკა გაატარა, რომელიც დიდწილად ქვეყნის სამედიცინო სისტემის უნარიანობის გაზრდასა და ტესტირებას ეყრდნობოდა. რაიანის განმარტებით, მთავრობა დაეყრდნო და ენდო საკუთარ მოსახლეობას, რომ ისინი იზოლაციისა და ფიზიკური დისტანცირების წესებს შეგნებულად, საკუთარი სურვილით დაიცავდნენ.
მან შემდეგი წინადადება თქვა:
"მე ვფიქრობ, რომ ახალი დღის წესრიგის მიღწევისას, შვედეთი, მრავალი თვალსაზრისით, წარმოადგენს სამომავლო მოდელს, თუ ჩვენ გვინდა დავუბრუნდეთ ისეთ საზოგადოებას, სადაც არ გვაქვს ფიზიკური შეზღუდვები. ამისთვის საზოგადოებამ ფიზიკური და სოციალური ურთიერთობები ვირუსის გათვალისწინებით უნდა შეცვალოს, მეტნაკლებად ან საკმაოდ ხანგრძლივი დროით".
განცხადების შემდეგ უცხოურ პრესაში გავრცელდა სტატიები სათაურებით "შვედეთი, რომელმაც მასობრივი აკრძალვები აირიდა, მსოფლიოსთვის მოდელი უნდა იყოს - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია", "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შვედეთს, რომელმაც აკრძალვები არ შემოიღო, აქებს და მომავლის მოდელად ასახელებს".
სტატია გამოქვეყნდა On.ge-ზეც, შემდეგი სათაურით: "შვედეთის კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია მსოფლიოსთვის მოდელი უნდა იყოს — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია". მას შემდეგ, რაც პრესკონფერენციის შესახებ მეტი დეტალი გახდა ცნობილი, ჩასწორდა On.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიის ტექსტი, ასევე, სათაური.
შეიქმნა არასწორი ინტერპრეტაცია, თითქოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შვედეთს კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებულ მოდელად ასახელებდა და მოუწოდებდა მთელ მსოფლიოს, მისთვის მიებაძათ.
რეალურად, მაიკ რაიანმა საკუთარ პასუხში თქვა, რომ ჯერ უცნობია, რამდენად წარმატებულად შეიძლება შევაფასოთ შვედეთის გადაწყვეტილებები. ის ამბობს, რომ ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობდა კორონავირუსთან ბრძოლას, ოღონდ შეზღუდვების გამოყენების გარეშე. შესაბამისად, როდესაც საუბარია აკრძალვების შემცირებაზე, შვედეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ამ რეჟიმში ფუნქციონირების გამოცდილება აქვს.
ამ საკითხს განხილვა მოჰყვა საერთაშორისო მედიაშიც. დღეს The Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით "არა, შვედეთი კორონავირუსთან გამკლავების სასწაულებრივ მოდელს არ წარმოადგენს".
"ახლა, როდესაც მდგომარეობა იცვლება, ინფექციის გავრცელება შედარებით ნელდება და მკაცრი შეზღუდვები იხსნება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შვედეთის მიდგომას აჟღერებს. მაიკ რაიანი იწონებს, თუ როგორ ენდობა [შვედეთის მთავრობა] მოქალაქეებს თვითრეგულირების განხორციელებაში", — ნათქვამია The Washington Post-ის სტატიაში.
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
კომენტარები