ანტარქტიდაზე ერთ დროს ბაყაყები დახტოდნენ — 40 მლნ წლის ნამარხი
40 მილიონი წლის წინ ანტარქტიკა ბაყაყების სახეობების სახლს წარმოადგენდა, რაც კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ რეგიონი ოდესღაც ბევრად თბილი ტემპერატურით გამოირჩეოდა.
ნამარხი სამხრეთ ამერიკასთან ახლოს მდებარე სეიმურის კუნძულზე იპოვეს. ბაყაყი ძალიან პატარა, 4-5 სანიტიმეტრი სიგრძის იყო, თუმცა კვლევის მიხედვით, იგი გარეგნობით დღეს არსებულ ხუთ სახეობას ძალიან ჰგავს.
"ისინი დღეს არსებულ ბაყაყებს გავდნენ. ჩვენი ნაპოვნი ბაყაყი პატარა იყო, თუმცა მისი ზომა ამჟამად არსებული რამდენიმე სახეობის ზომებს ემთხვევა", — განაცხადა პროფესორმა ტომას მორსმა.
მისი თქმით, ცივსისხლიანი არსებები გრძელ, ბნელი ზამთრებს, შესაძლოა, ტალახში ზამთრის ძილის მდგომარეობაში ატარებდნენ. ბაყაყი დიდი ალბათობით ზომიერ, ტენიან ჯუნგლებში ცხოვრობდა, რომელიც ძალიან გავს ჩილეს ანდებში არსებულ ტყეებს, სადაც ტემპერატურა სეზონების მიმდინარეობის დროს დიდად არ იცვლება.
აღმოჩენილი ბაყაყი, შესაძლოა, ამჟამად გადაშენებულ წყლის შროშანებზეც დახტოდა. სეიმურის კუნძულზე მკვლევრებმა ასევე წურბელების ჭიის პარკებიც იპოვეს.
"ჩემი აზრით, ანტარქტიკა მდიდარი და მრავალფეროვანი ადგილი იყო. ჩვენ იქ ოდესღაც მცხოვრები არსებების მხოლოდ გარკვეული ნაწილი გვყავს ნაპოვნი. დუმფარები (წყლის შროშანი) რეგიონში მტკნარი წყლის არსებობის პირველი ნიშანი იყო", — თქვა მან.
კვლევის მიხედვით, სამხრეთ ამერიკის ტყეები, შესაძლოა, გაყინვამდე ანტარქტიკის კლიმატის თანამედროვე ანალოგად განვიხილოთ და ასევე, შესაძლოა, ამჟამად იმ სახეობების სახლიც კი იყოს, რომლებიც თავდაპირველად ანტარქტიკის ტერიტორიებზე არსებობდნენ.
"ეს ფაუნა კონტინენტის გამოყოფამდე და მის გაყინვამდე ექვსი მილიონი წლით ადრე არსებობდა", — თქვა მორსმა.
კომენტარები