სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანები და შშმ პირები 6 თვის განმავლობაში 600 ლარს მიიღებენ — გახარია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანი ოჯახები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.
როგორც გახარიამ განმარტა, დახმარება შეეხება იმ ოჯახებს, რომელთა სოცილური სარეიტინგო ქულა 65 ათასსა და 100 ათასს შორის არის. მისი თქმით საქართველოში ასეთი 70 ათასი ოჯახი და დაახლოებით, 190 ათასი მოქალაქეა.
"სახელმწიფო უკვე ეხმარება ამ მოქალაქეების ჯგუფს 65 ათასს ქულამდე, მაგრამ ყურადღების გარეშე არის დატოვებული 65 ათასიდან 100 ათასამდე ქულის მქონე ოჯახები, რომლებსაც მრავალშვილიანების და არასრულწლოვნების ყოლის პირობებში ვეხმარებით, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ოჯახებს 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით დავეხმაროთ", — განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება, ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 100 ათასამდე და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, რაც ნიშნავს მრავალშვილიან ოჯახებს, გახარიას თქმით, სახელმწიფო მათაც 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით დაეხმარება. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში ასეთი 21 ათასი ოჯახია და ეს მოიცავს 130 ათასს მოქალაქეს.
ამასთან ერთად, გახარიას განმარტებით, მთავრობის დახმარებას მიიღებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშვები. ასევე, ისინიც, 6 თვის განმავლობაში 600 ლარის დახმარებით ისარგებლებენ. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში ასეთი 40 ათასი მოქალაქეა.
დღეს, 24 აპრილს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმა, რომელსაც ოპოზიცია დაგვიანებულს, მთავრობა კი ეფექტურს უწოდებს რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
საწყის ეტაპებში გაერთანებულია ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ გადადგა. სიახლე კი სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ერთჯერადი ან 6-თვიანი დახმარებაა.
პირველი ეტაპი
პირველ ეტაპად მთავრობა 13 მარტიდან პირველ აპრილამდე გადადგმულ ნაბიჯებს განიხილავს და მათ ბიუჯეტზეც ავრცელებს ინფორმაციას:
- კომუნალური გადასახადების ნაწილობრივ დაფინანსება — 150 მლნ;
- სესხების 3 თვით გადავადება მოქალაქეებისთვის;
- სესხების რესტრუქტურიზაცია იურიდიული პირებისთვის;
- 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა — 15 მლნ;
- ტურიზმის სფეროს ბიზნესსუბიექტების საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება — 90 მლნ;
- მცირე სასტუმროების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა — 10 მლნ;
- ავტომობილების განბაჟების გადავადება — 50 მლნ;
- ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამშენებლო მასალების ფასის ზრდი დაზღვევა — 200 მლნ.
მეორე ეტაპი
რაც შეეხება მეორე ეტაპს, მთავრობა აცხადებს, რომ მისი მიზანია პანდემიის ნეგატიური გავლენის შემცირება ეკონომიკაზე.
კრიზისული ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრებით -4%-იან ეკონომიკურ ზრდას და საბიუჯეტო შემოსავლებში 1,8 მილიარდი ლარის დაკარგვას ელიან. პრემიერის თქმით, სხვა ხარჯების გათვალისწინებით, ბიუჯეტის დასაბალანსებლად 3,9 მილიარდია საჭირო.
გახარიას განცახდებით, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან მუშაობის შედეგად $1,5 მილიარდის დახმარების გარანტია მიიღეს. ასევე, განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში კერძო სექტორს დამატებით ექნება წვდომა $1,5 მილიარდზე.
სამსახურის გარეშე დარჩენილთა დაფინანსება და სოციალური დახმარება
მეორე ეტაპში მოექცა სამსახურის გარეშე და უხელფასო შვებულებაში გაშვებული მოქალაქეების დახმარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. მათი თქმით, ეს დახმარება ბიუჯეტს 460 მლნ ლარი უჯდებათ.
რაც შეეხება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს, თუ ისინი წარადგენენ რაიმე სახის დამადასტურებელ დოკუმენტს, ერთჯერადადა 300 ლარს მიიღებენ. ამ აქციის ბიუჯეტი 75 მილიონია.
ამ გეგმის ფარგლებში, მთავრობა ამბობს, რომ დამსაქმებლები ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე მიიღებენ სახელმწიფო სუბსიდიას, რომელიც 250 მილიონი ლარი ჯდება. კერძოდ:
- 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადებისგან;
- 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.
გარდა ამისა, 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600-ლარიან (თვეში 100 ლარი) დახმარებას მიიღებენ:
- ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა — 45 მლნ;
- ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი 16-წლამდე ასაკის შვილი — 13 მლნ;
- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შშმ ბავშვები — 40 მლნ;
პენსიები
ანტიკრიზიეული გეგმის მეორე ეტაპშია გათვალისწინებული პენსიების საკითხი, რომელიც 2021 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. მთავრობა ამას პენსიების ინდექსაციის წესის შემოღებას უწოდებს, რომლის მიხედვითაც:
- ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა. მთავრობის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს პენსიების რეალურ მოცულობაზე;
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერს დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%. მთავრობის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი.
ამის გათვალისწინებით, მთავრობა აცახდებს, რომ 70 წლამდე პირებისთვის პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები 70 წელს ზევით კი — 25 ლარზე ნაკლები.
მთავრობაში აცხადებენ, რომ ისევ ძალაშია პირველი ივლისიდან პენსიების 30 ლარით გაზრდა.
კერძო სექტორი
მთავრობის განცხადებით, მეწარმეების დასახმარებლად რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ:
- ამოქმედდა დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და გაორმაგდება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება — მთავრობის აზრით, ეს ბიზნესს 600 მლნ-ს დაუბრუნებს;
- კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონის გრძელვადიანი რესურსი;
- ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მილიონი ლარი.
მთავრობის განმარტებით, ამ 500 მილიონიდან, 300 არის გათვალისწინებული საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე.
აწარმოე საქართველოში
მთავრობის განცხადებით, აწარმოე საქართველოს ფარგლებში ჩართული სუბიექტების დასახმარებლად ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს:
- სესხის/ლიზინგის თანადაფინანსების პერიოდის 24-დან 36 თვემდე გაზრდას;
- საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მექანიზმის ცვლილებას;
- საქმიანობის სახეობების ზრდას;
- სესხის/ ლიზინგის მინიმალური ზღვრის დაწევას;
- საბრუნავი საშუალებების დაფინანსების ზრდას.
სოფლის მეურნეობა
გახარიამ აღნიშნა, რომ დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფერმერებმა შეძლონ დააკმაყოფილონ ბაზრის მოთხოვნა სასურსათო პროდუქტზე. ამისთვის ხელისუფლება სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებს რამდენიმე შეღავათს სთავაზობს:
- სახელმწიფოს მიკრო საგრანტო სისტემის ზღვარი 30 000 ლარამდე გაიზარდება
პრემიერის განმარტებით, თუ სოფლად მაცხოვრებელი გადაწყვეტს ელემენტარული მცირე ბიზნესის წარმოებას, სახელმწიფო მას გრანტის სახით ფინანსური რესურსით დაეხმარება.
- ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის 50 მილიონი ლარი გამოიყოფა
პრემიერის თქმით, ამ პროდუქტით სარგებლობას 5 ათასი ფერმერი შეძლებს.
- სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერა
- რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი მიწის 3 წლის განმავლობაში სრულად რეგისტრირება
"იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სამი წლის განმავლობაში მოხდეს მილიონ 200 ათასი ჰექტარი მიწის რეგისტრაცია. დღეის მდგომარეობით ეს მიწის ის რესურსია, რომელიც დარჩენილია რეგისტრაციის გარეშე", — თქვა გიორგი გახარიამ.
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი
-
ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას! დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას!
გადახედვა
-
ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს ლელა სეთიელი 12 წლის წინ გაუჩინარებული შვილის, პაატა გელოვანის საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთ სკვერში ტურისტების დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს თბილისის ერთ-ერთ სკვერში ტურისტების დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები