AI კომპანიებში დასაქმების მობილური აპლიკაცია — AITICS
3 მილიარდამდე ადამიანი დღეს სახლშია გამოკეტილი და მათი უმეტესობა მუშაობას ვეღარ ახერხებს. ეკონომიკურად განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ ვლინდება, რის გამოც ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უკან იხევს. ამ დროს, ბუნებრივია, საჭირო ხდება მასობრივი დასაქმების გზის გამონახვა. ზუსტად ამ პრობლემის მოსაგვარებლად გაჩნდა ქართული პროექტი AITICS.
როგორც ყველა საკითხს, ამ გამოწვევასაც აქვს საკუთარი დადებითი მხარე. "სამყაროს ისტორიაში არასდროს არ გვქონია საშუალება ამ მაშტაბის ინტელექტის თავმოყრის და კონკრეტული მიმართულების მიცემისა, რის გამოც მთელი რიგი პრობლემები გადაუჭრელი რჩება. დღეს ციფრული ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას ეს რესურსი ვმართოთ.", —აცხადებს პროექტის თანადამფუძნებელი, გიორგი ცხოვრებაძე.
AITICS
AITICS მიზნად ისახავს შექმნას მობილური აპლიკაცია, რომელზეც სხვადასხვა AI კომპანიების მიერ დაკვეთილი ამოცანების სია განთავსდება. თითოეული ამოცანა ძირითადად წარმოადგენს მარტივ ქვეამოცანათა სიმრავლეს, რომელიც მიზნად ისახავს AI-სთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავებას. ასეთი სახით თვითდასაქმებული თითოეულ შესრულებულ დავალებაში მიიღებს გარკვეულ თანხას. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ამოცანის სირთულისა და მომხმარებლის სიზუსტით, რომელსაც აპლიკაცია ამ საქმისთვის შექმნილი სპეციალური ალგორითმით შეაფასებს.
შესასრულებელი დავალებების და მიღებული ანაზღაურების ოდენობა მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული. დავალებების შესასრულებლად ტელეფონთან საჭირო ინტერაქციის წასახალისებლად მასში პროცესის ერთგვარი გემიფიკაცია მოხდება, რაც საბოლოოდ მომხმარებლის პროდუქტიულობაზე დადებითადისახება.
პროექტის განხორციელებისას დიდი ყურადღება ეთმობა სმარტფონებს და აი რატომ: "საშუალოდ ადამიანები ციფრულ მოწყობილობებთან გატარებული დროის 60%-ს ხარჯავენ ტელეფონებთან და ტაბლეტებთან, კომპიუტერებზე კი ამ დროს მხოლოდ 25% მოდი", — აცხადებს გიორგი.
მსგავსი იდეის განხორციელება მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, მათ შორის Amazon-მაც გადაწყვიტა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მსგავს პროექტებს მსოფლიო ბაზარზე რეგიონალური შეზღუდვები ახასიათებთ. გიორგი მსგავსი პროექტების კიდევ ერთ სუსტ მხარეზე საუბრისას აღნიშნავს: გარდა ამისა რეგისტრაციის პროცესი ძალიან კოპლექსურია და დიდ დროს მოიხმარს, მაგალითად, ამაზონის შემთხვევაში მხოლოდ ვალიდაციას შეიძლება 48 საათზე მეტი დასჭირდეს.“
იდეის ვალიდაციისთვის AITICS-ისთვის შეიქმნა სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც ერთ დღეში 150-მა დაინტერესებულმა პირმა შეავსო.
"ამ ეტაპზე აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე ინვესტორთან და ვეძებთ AI კომპანიებს რომლებიც სურვილს გამოთქვამენ გახდნენ პლატფორმის პირველი გამომყენებლები, რათა აპლიკაციის ფართო გამოყენებაში ჩაშვებისთანავე, მომხმარებელს მრავალფეროვანი დავალებები დახვდეს", — აცხადებს გიორგი საუბრის ბოლოს.
მობილური აპლიკაციის პირველი ვერსიის გამოშვება ივნისის შუა რიცხვებში იგეგმება.
კომენტარები