სიმულაციით შექმნილი ფარი ბურთს ყოველთვის კალათისკენ ისხლეტს
კალათბურთი რთული თამაშია და მასში დასახელოვნებლად წლებია საჭირო, ყოველ შემთხვევაში, ასე გვეგონა. როგორც ირკვევა, კარგი შედეგების მიღწევა ფიზიკით და ცოტა კომპიუტერული მოდელირებითაც შეიძლება.
ამ მიზნის მისაღწევად შეინ ვაითონმა კალათბურთის ფარში მცირე ცვლილებები შეიტანა. მისი ქმნილება რაღაცით მარკ რობერის დარტსის დაფას ჰგავს, რომელიც მოძრაობის სენსორების დახმარებით და ისრის მიზანში მოხვედრის გარანტიას იძლევა.
კომპიუტერული მოდელირებით, ვაითონმა ისეთი ზედაპირი შეიმუშავა, რომელიც ბურთს ყოველთვის ისეთი კუთხით ისხლეტს, რომ ის კალათაში ჩავარდეს. კალათის ასეთი ფარის 3D მოდელირება და მისი რეალობაში გაკეთება სხვადასხვა თავსატეხია.
ამიტომ, მეტი სიზუსტისთვის, ვაითონის კალათბურთის ფარი სპეციალური ავტომატიზირებული ხელსაწყოთი შეიქმნა.
ვაითონის შრომის მიუხედავად, კალათბურთის ფარის პირველი პროტოტიპი სასურველ შედეგს არ იძლეოდა. ასხლეტილი ბურთი ყოველ ჯერზე კალათის კიდეს ხვდებოდა. ვაითონმა აღმოაჩინა, რომ ბურთის ზომა არ გაუთვალისწინებია და ამიტომ კალათის რამდენიმე სანტიმეტრით წანაცვლება მოუწია. რის შემდეგაც, ვაითონმა მიზანს მიაღწია.
ხადია მსგავსი ფარი სპორტის რეგულაციის სტანდარტებს არღვევს და მას კალათბურთის დარბაზში ვერ იხილავთ, თუმცა ვაითონს მაინც შეუძლია დაიტრაბახოს, რომ ბურთს ყოველთვის კალათში აგდებს.
კომენტარები