MDF-ის კვლევა: ვინ არიან სიძულვილის ენის ავტორები და ადრესატები საქართველოში
ქართულ მედიაში სხვადასხვა საჯარო პირებისა და თავად მედიასაშუალებების მიერ გამოყენებულ სიძულვილის ენაში, ყველაზე დიდი წილი ჰომოფობიას უჭირავს, ჰომოფობიის შემდეგ კი ქსენფობია ლიდერობს. ამის შესახებ საუბარია დღეს, მედიის განვითარების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მედიაში სიძულვილის ენის და მისი წყაროების მონიტორინგი ჩაატარა, რომელიც 1 იანვრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა.
გამოკვლევის პროცესში შემდეგი ტენდენციები გამოვლინდა:
- 868 დისკრიმინაციული კომენტარიდან გამოიკვეთა ჰომოფობიის 454 შემთხვევა;
- სხვადასხვა ტიპის ქსენოფობიის 324 (თურქოფობია, არმენოფობია, რასიზმი და ა.შ.);
- პოლიტიკური და სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის 90 შემთხვევა;
- ყველა კატეგორიიის სიძულვილის ენის ყველაზე მეტი შემთხვევის წყარო გაზეთი „ასავალ-
დასავალი“ (101) იყო, რომელსაც Geworld.ge (69) მოსდევდა; - პარტიებიდან კი „პატრიოტთა ალიანსი“ (77), რომელსაც ქართული ოცნება (54) მოსდევდა;
- გამოიკვეთა 2012-2016 წლებში დაფუძნებული ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სიმრავლე (17), ვინც სიძულვილის ენის წახალისებას და ანტიდასავალური განწყობების გაღვივებას ჰომოფობიურ და ეთნონაციონალისტურ მოტივებზე ახდენს;
ჰომოფობია
- 868 დისკრიმინაციული გამოხატვიდან ყველაზე დიდი წილი – 52 პროცენტი (454) ჰომოფობიაზე მოდის.
- ხელისუფლებიდან ყველაზე მეტი (5) ჰომოფიური განცხადება დიასპორების საკითხში სა- ხელმწიფო მინისტრის მოადგილის სახელით გაკეთდა.
- ყველაზე ჰომოფობი მედია საშუალება გაზეთი ასავალ-დასავალია (70).
- ყველაზე ჰომოფობი პოლიტიკური პარტია დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო და მასთან დაკავშირებული სახალხო კრებაა (39), რომელსაც მმართველი პოლიტიკური გუნდი - ქართული ოცნება (34) მოსდევს.
- ყველაზე ჰომოფობი საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოგრაფიული საზოგადო-
ება XXI (6), რომლის დამფუძნებლებიც გავლენიანი ბიზნესკომპანიების და მედია ბიზნესის წარმომადგენლები არიან. - ყველაზე ჰომოფობი სასულიერო პირი ბასილ მკალავიშვილია (6).
- ყველაზე გავრცელებული ჰომოფობიური გზავნილია დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას.
თურქოფობია
- გამოვლენილი სიძულვილის ენის 17% (148) თურქოფობიაზე მოდის.
- ყველაზე მეტი თურქოფობიული სარედაქციო კომენტარი Geworld.ge-მ (22) გამოაქვეყნა,
- ამავე დროს რესპონდენტთა ყველაზე მეტი თურქოფობიული გზავნილი ტვ „ობიექტივის“ (47) ეთერში ყოველგვარი სარედაქციო კომენტარის გარეშე გავიდა.
- ყველაზე თურქოფობი პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსია“ (44).
- ყველაზე გავრცელებული თურქოფობიული გზავნილებია: თურქეთი საქართველოში ექსპანსიას ახორიცელებს (37), ის ოკუპანტი (18) და ისტორიული მტერია (15).
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია
- რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას საერთო მონაცემებში 8% (71) უჭირავს.
- რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი ყველაზე მეტი სარედაქციო კომენტარი
Geworld.ge-მ გამოაქვეყნა (7). - პარტია, რომელმაც ყველაზე მეტჯერ მიმართა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას პატრიოტთა ალიანსია (8), ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი – დავით ისაკაძე (5).
- რელიგიურ მოტივზე ყველაზე მეტი დისკრიმინაციული განცხადება მართლმადიდებელი ეკ- ლესიის სასულიერო პირებმა გააკეთეს (19), საიდანაც ანტიკათოლიციზმი დომინანტი თემა
(12) სექტემბერში საქართველოში რომის პაპის ვიზიტთან მიმართებით გახდა. - საერთო ჯამში ყველაზე მეტი დისკრიმინაციული კომენტარი ისლამოფობიის მოტივით (31) გაკეთდა.
ქსენოფობია სხვადასხვა ჯგუფების მიმართ
- სხვადასხვა ჯგუფების მიმართ ქსენოფობიას საერთო მონაცემებში 8% (64) უჭირავს.
- მედიიდან ამ მხრივ, გაზეთი „ასავალ-დასავალი“ (6),
- პარტიებიდან „პატრიოტთა ალიანსი“ (10) გამოირჩეოდნენ.
- ხელისუფლებიდან უცხოელი სტუდენტების ტერორისტებთან გაიგივება შინაგან საქმეთა მინისტრმა ლევან იზორიამ მოახდინა, რომელიც ამჟამად თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს.
- ერთდროულად რამდენიმე ეროვნებისა და ეთნოსის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის
ყველაზე მეტ შემთხვევას (23) მიწის უცხოელებზე გასხვისების შეზღუდვისკენ მოწოდებები
(13) მოსდევდა.
არმენოფობია
- არმენოფობიას საერთო მონაცემებში 3% (26) უჭირავს.
- არმენოფობიის მხრივ ყველაზე მეტ შემთხვევას „ასავალ-დასავალში“ და „საქინფორმის“ ონლაინ პლატფორმაზე ვხვდებით,
- პარტიების მხრიდან გამოვლენილ ორივე შემთხვევაში კი წყარო მმართველი კოალიცია ქართული ოცნება“ იყო.
- ყველაზე ხშირად დისკრიმინაციულ კონტექსტში სომხურ წარმომავლობაზე დაუსაბუთებელი მითითება (12) და სტერეოტიპიზაცია ხდებოდა, რომ სომხები სხვის სიკეთეებს ითვისებენ (8).
რასიზმი
- რასიზმს საერთო მონაცემებში 2% (15) უჭირავს.
- ხელისუფლების მხრიდან რასისტული სახის 1 განცხადება აშშ-ში საქართველოს ელჩის რანგში გაკეთდა.
- პოლიტიკური პარტიებიდან რასისტულ ენას ეროვნულებმა (3) და პატრიოტთა ალიანსმა (2) მიმართეს.
- მედიიდან რასისტულ კომენტარს Geworld.ge-ზე ვხვდებით.
- პოლიტიკური დу სხვу მოტივით შეუწყნуრებლობу
- პოლიტიკური და სხვა მოტივით შეუწყნარებლობას საერთო მონაცემების 10% (9) უჭირავს.
- მედიიდან „ასავალ-დასავალი“ (10),
- ხოლო პარტიებიდან „ქართული ოცნება“ (15) ყველაზე ხშირად პოლიტიკური ნიშნით შეუწყნარებლობის ენას ნაციონალური მოძრაობის მიმართ იყენებდა, რა დროსაც ძალადობის წამახალისებელი მოწოდებები დომინირებდა.
მეთოდოლოგია
მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩა როგორც მეინსტრიმული, ასევე ტაბლოიდური მედია, რათა სიძულვილის ენის წყაროებსა და ტიპოლოგიაზე სრულფასოვანი წარმოდგენა შეიქმნა.
მონიტორინგი ხორციელდებოდა 8 ტელევიზიის საინფორმაციო-ანალიტიკურ გამოშვებებზე, მათ შორის იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, ტაბულა, GDS, კავკასია, ობიექტივი.
- საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოამბე);
- რუსთავი 2 (კურიერი, P.S.);
- იმედი, (ქრონიკა, იმედის დრო, იმედის კვირა);
- მაესტრო (მაესტროს კონტაქტი 20 სთ-ზე);
- ტაბულა (ფოკუსი);
- GDS (20:30);
- კავკასია (დღეს);
რაც შეეხება ონლაინ გამოცემებს, MDF-მა დაამონიტორინგა საქინფორმი, ნეტგაზეთი, ინტერპრესნიუსი, საქართველო და მსოფლიო, PIA, კვირის პალიტრა. 1 აპრილიდან მათ მარშალპრესი და პირველი რადიო რადიო დაემატა, ასევე გაზეთები: რეზონანსი, პრაიმ თაიმი, ასავალ-დასავალი, ალია.
დაკვირვება ხდებოდა სიძულვილის ენაზე სხვადასხვა ნიშნით (სექსუალური ორინეტაცია, ეთნი-
კური, რელიგიური, ეროვნული კუთვნილება, რასა, პოლიტიკურად მოტივირებული შეუწყნარებ-
ლობის ენა და სხვა). მონიტორინგის მიგნებები შემდეგი წყაროების მიხედვით არის დაჯგუფებუ-
ლი: მედია, პოლიტიკური პარტიები და მათთან აფილირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სასულიერო პირები, საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება. პოლიტიკურ პარტიასთან აფელირებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია შესაბამის პოლიტიკურ ჯგუფს არის მიკუთვნებული. მონიტორინგის პროცესში პოლიტიკური მიგრაციის გათვალისწინებით, დისკრიმინაციული გამოხატვა იმ ჯგუფს არის მიკუთვნებული, რომელსაც განცხადების ავტორი მისი გაკეთების მომენტში მიეკუთვნებოდა. მონიტორინგი როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისებრივ მონაცემებს ასახავს. თვისებრივ ნაწილში მოცემულია როგორც დისკრიმინაციული გამოხატვის გზავნილების ტიპოლოგია, ასევე ცალკეულ შემთხვევებში განხილულია მედია სტანდარტის დარღვევის ფაქტები.
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები