სულელებივით გვექცეოდა — პედრო ალმოდოვარმა მადონასთან სკანდალური ვახშამი გაიხსენა
მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობის მსგავსად, ცნობილი ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარიც იზოლაციაშია, რა დროსაც ამ ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა თანამედროვე კინოხელოვანმა ერთგვარი დღიურების წერა და საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო.
10 აპრილს IndieWire-ზე გამოქვეყნებულ ჯერჯერობით ბოლო ჩანაწერში ალმოდოვარმა პოპვარსკვლავ მადონასთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა: მისი თქმით, მომღერალი 1990 წელს თავად დაუკავშირდა და მადრიდში წვეულებაზე მიიწვია, ოღონდ რეჟისორს მსახიობ ანტონიო ბანდერასის წაყვანაც სთხოვა.
"ჩემ გარდა ამ წვეულებაზე ის მხოლოდ ანტონიო ბანდერასით იყო დაინტერესებული", — წერს ოსკაროსანი რეჟისორი.
ალმოდოვარმა პოპდივასთან შეხვედრა დეტალურად აღწერა:
"მადონამ გადაწყვიტა, მაგიდასთან ვინ სად დაჯდებოდა (იქ იყო რამდენიმე მრგვალი მაგიდა ჩემი მეგობრებისა და მისი მოცეკვავეებისათვის). ბუნებრივია, ის მთავარ მაგიდასთან დაჯდა, გვერდით კი მე და ანტონიო ბანდერასი დაგვსვა. ბანდერასის ცოლი, ანა ლეზა კი ჩვენგან ყველაზე შორს გაამწესა".
ესპანელი რეჟისორის თქმით, მადონა ყურადღებას მხოლოდ მას და ანტონიო ბანდერასს აქცევდა, რომელმაც ამ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ალმოდოვარის ფილმ Tie Me Up! Tie Me Down!-ში ითამაშა:
"ანტონიოს შევიწროება იმ საღამოს ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი იყო. ვახშმის დასრულებისას ანა ლეზა ჩვენს მაგიდასთან ახლოს მოვიდა და ღვთაებრივ ქერათმიანს სარკასტულად უთხრა: "ვხედავ, ჩემი ქმარი მოგწონს. არ მიკვირს, რადგან ყველა ქალს მოსწონს ის, თუმცა ეს არ მადარდებს, რადგან თანამედროვე ქალი ვარ". მას კი მადონამ ასე უპასუხა: "თავიდან მომწყდი".
როგორც ალმოდოვარი იხსენებს, მაშინ ანტონიო ბანდერასი ინგლისურად არ ლაპარაკობდა, ამიტომ მასა და მადონას შორის ერთგვარი თარჯიმნის როლი შეითავსა:
"მადონამ მითხრა ანტონიოსთვის მეკითხა, "თუ მოსწონდა ქალებისთვის დარტყმა" და მეც ვუთარგმნე. ანტონიომ თავიდან არაფერი თქვა, მერე კი ამოილუღლუღა: "ესპანელი ჯენტლმენი ვარ და იმას გავაკეთებ, რასაც ქალბატონი მთხოვს". ჩემთვის ეს სრულიად გასაგები და საკმარისი პასუხი იყო, თუმცა მადონას უფრო მეტი უნდოდა: მთხოვა, ამჯერად მეთარგმნა, ის თუ მოსწონდა, ქალები რომ ურტყამდნენ მას".
მადონამ ამ შეხვედრის ამსახველი კადრები თავისი 1991 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტურ ფილმ Madonna: Truth or Dare-ში გამოიყენა. პედრო ალმოდოვარის თქმით კი, მასზე ამ შეხვედრამ წარუშლელი კვალი დატოვა:
"არ მადარდებს, თუ ეს ძველი ანგარიშის გასწორებას ჰგავს. მადონა სულელებივით მოგვექცა და ამის შესახებ ოდესმე უნდა მომეყოლა. მას ნებართვაც კი არ უთხოვია, ისე გამოიყენა იმ დღეს გადაღებული ფოტოები. ამასთანავე კადრებში ჩემი საუბარი სხვას გაახმოვანებინა, რადგან ჩემი ინგლისური საკმარისად კარგი არ აღმოჩნდა მისთვის".
ცნობილი თანამედროვე ესპანელი რეჟისორის მიერ გამოქვეყნებული მემუარების შესახებ მადონას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
კომენტარები