პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის, ემზარ კვიციანის განცხადებით, მას "ორი-სამი ფეისბუქი" აქვს, რადგან ხშირად უბლოკავენ. მისი თქმით, ორ ფეისბუქზე ერთი და იგივე სახელი უწერია, ერთგან ინგლისურად, მეორეზე ქართულად. ხოლო მესამე ფეისბუქზე ბაბაჯო ქვია.

"ეტყობა არ მოსწონთ ჩემი პოსტები. კომენტარებსაც შლიან, ჩემს ლაიქებს შლიან და მერე მეორე გავაკეთე და ხან იქითა ვარ, ხან აქეთა ვარ", — განაცხადა მან POSTV-ის ეთერში.

კვიციანის თქმით, ძირითადად იმ თემებზე პოსტავს, რაზეც "ქართველები დარდობენ" და ხშირად რეკლამას უკეთებს სოფელს.

"ზაფხულში თოხნას ვარეკლამებ, შემოდგომაზე მოსავალს რომ ვიღებ, იმ მოსავალთან ერთადაც ვდებ. უკვე ბევრი წელია ამას ვაკეთებ და სხვათა შორის, ძალიან ბევრი მობრუნდა სოფლისკენ, აი, ამ რეკლამებით", — განაცხადა მან.