როგორ ხდება კორონავირუსის დიაგნოსტირება და რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა TV პირველის ეთერში კორონავირუსის დიაგნოსტირების მეთოდები განმარტა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ლაბორატორიული დიაგნოსტირების სამი მეთოდი არსებობს:
- მოლეკულური დიაგნოსტიკა, იგივე PCR დიაგნოსტიკა;
- ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი;
- ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტი.
საქართველო ამ ეტაპზე იყენებს PCR ტექნოლოგიას, რომელსაც, ამირან გამყრელიძის თქმით, ოქროს სტანდარტსაც ეძახიან.
"ოქროს სტანდარტს როცა ვუწოდებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი სპეციფიურობა და მისი დიაგნოსტიკური ღირებულება არის ძალიან მაღალი. ანუ ამ ტესტით თქვენ დიაგნოზს სვამთ უკვე დაავადების დასაწყისის პირველივე დღეს ან ზოგჯერ ინკუბაციური პერიოდის ბოლოსაც კი; ასე ვთქვათ, უსიმპტომო სტადიაშიც კი შეიძლება ნახოთ ცხვირ-ხახის ნაცხში ვირუსი", — ამბობს ამირან გამყრელიძე.
ამ ტიპის ტესტირება თავდაპირველად მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაში იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი არის ბათუმში, ქუთაისში, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში და როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ორშაბათიდან იქნება ერთ-ერთ კერძო ლაბორატორიაში. ამასთან, კიდევ შვიდ ლაბორატორიას მიეცა უფლება, რომ შეიძინონ და კერძოდ გააკეთონ ტესტირება.
მისივე თქმით, თებერვალ-მარტში ქვეყანაში ჯამში 2 000 ტესტირება ჩატარდა, დადასტურებული შემთხვევა კი დაახლოებით 4%-ია. გამყრელიძე ამბობს, რომ არავის, ვისაც ტესტის გაკეთება სჭირდება, ამაზე პრობლემა არ ექმნება და ამას ადასტურებს ეს მაჩვენებელიც.
ამ მეთოდს ყველაზე მეტი დროს სჭირდება — 3-4 საათი. თუმცა, იმ ტექნიკით, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა, შესაძლებელია პასუხის 1.5 საათში დადგენა. გარდა ამისა, არის კიდევ ახალი შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს ჯერ არ აქვს და გამყრელიძის თქმით, ცდილობს მოიპოვოს, რომელიც პასუხს 45 წუთში იძლევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ აქ გამოიყენება იგივე აპარატურა, რაც საქართველოს უკვე რეგიონებშიც აქვს, რადგან C ჰეპატიტის და ტუბერკულოზის გამოსავლენად იყენებდა. გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს ტესტები ქვეყანამ შეიძინა, PCR ტექნოლოგიით კორონავირუსზე შემოწმება შესაძლებელი იქნება ყველა რეგიონში.
რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ანტიგენზე დამყარებულ მეთოდის დროს ცხირის ნაცხი მოწმდება და პასუხი არის 15 წუთში. ამ მეთოდს უარყოფითი მხარეც აქვს — მისი სიზუსტე 80-85%-ს შორის.
ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ სწორედ ესაა ის ტესტი, რომელსაც ბევრ ქვეყანაში მასობრივი ტესტირებისთვის იყენებენ.
ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტები კი სისხლს ამოწმებს. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ტესტი სისხლში ეძებს ორი ტიპის ანტისხეულებს — იმუნოგლობულინი M და იმუნოგლობულინი G.
"თუ გაქვს იმუნოგლობულინი M, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დაავადების მწვავე ფაზაში იმყოფები, თუ არის G, ეს ნიშნავს, რომ გადატანილი გაქვთ რაღაც დროს ისე, რომ ვერც გაიგეთ", — ამბობს გამყრელიძე.
თუმცა, მისი განმარტებით, ამ ტესტის უარყოფითი არის ის, რომ იმუნოგლობულინი M სისხლში ჩნდება დაავადებიდან მე-5, მე-7 დღეს, ანუ ინფექციის დადგენა საწყის ეტაპზე ამით ვერ მოხდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ხშირად, ორივე სწრაფი ტესტი საჭიროებს გადამოწმებას ე.წ. ოქროს სტანდარტით, ამიტომ აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს PCR ტექნოლოგია.
"ჩემი მიდგომაა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სამივე, მაგრამ აუცილებელია პირველი", — ამბობს გამყრელიძე.
მისივე ინფორმაციით, ის ტესტები, რომელიც საქართველოს ჩინური კომპანიისგან უნდა შეესყიდა და რომელიც უხარისხო გამოდგა, ანტიგენზე დამყარებულია. გამყრელიძე ასევე ამბობს, რომ ამ ტიპის ტესტებს ძირითადად ჩინეთი და კორეა აწარმოებენ და კორეას 70-ქვეყნიანი რიგი აქვს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მოლაპარაკებები კორეასთანაც მიმდინარეობს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 90 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 16 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4695 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 231.
"ქვეყანაში არ ყოფილა ტესტირების დეფიციტი ოქროს სტანდარტით. სწრაფი ტესტი სასურველია, რომ იყოს და უნდა იყოს, მაგრამ ეს პანაცეა არ არის", — აღნიშნა გამყრელიძემ.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები