დაიმართებდით კორონავირუსს ვაქცინის გამოსაცდელად? — ეს კვლევას დააჩქარებდა
სამედიცინო წარმომადგენლების თქმით, COVID-19-ის ვაქცინის შესაქმნელად საჭირო დროის შესამცირებლად ასი ახალგაზრდა ადამიანის მოხალისეობა და მათი ხელოვნურად ინფიცირებაა საჭირო. შეიძლება საკამათო იყოს, რამდენად გამართლებულია ასეთი მიდგომა, მაგრამ სამი მეცნიერის თქმით, ეს მეთოდი ვაქცინის მიღებას რამდენიმე თვით დააჩქარებს.
გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნული იდეაა განხილული, ხელს აწერს ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი მაკ ლიფსიჩი, რუტგერის უნივერსიტეტის ბიოეთიკოსი ნირ აიალიდა და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის სტატისტიკოსი პიტერ სმიტი.
"COVID-19-ის დასამარცხებლად ახალი მიდგომები გვჭირდება, რომ ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა ცალ-ცალკე ან ერთდროულად არ ჩამოიშალოს", — განაცხადა მარკ ლიფსიჩმა.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ვაქცინა პანდემიის დასამარცხებლად საუკეთესო გზაა. ერთ-ერთი კანდიდატი Moderna-ს მიერაა შექმნილი და ვაშინგტონის შტატში მისი მოხალისეებზე გამოცდა უკვე მიმდინარეობს.
ვირუსით სპეციალურად ინფიცირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიტუაციის გამწვავებისა და სიკვდილის რისკიც კი არსებობს, ეთიკური დავის საგანია. თუმცა ეს რისკი და მოხალისეების განზრახ დაავადება ვაქცინის შემოწმების უსწრაფესი გზაა.
იდეის ავტორების თქმით, ახალგაზრდებში COVID-19-ის მძიმე შემთხვევები ძალიან იშვიათია, ამიტომ მათ შეუძლიათ ვირუსისგან მსოფლიო იხსნან.
მეცნიერთა გუნდი ამ მეთოდის განხორციელების მონახაზსაც გვთავაზობს.
პირველ რიგში, ახალგაზრდებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ, რათა დარწმუნდნენ, რომ ვირუსით ინფიცირებულები არ არიან. შემდეგ, მათ ექსპერიმენტალურ ვაქცინას გაუკეთებენ, რის შემდეგაც მოხალისეებს ხელოვნურად დააინფიცირებენ.
ამ პერიოდში ისინი იზოლირებულები იქნებიან და ექიმებს დაკვირვებისა და მათი შესწავლის შესაძლებლობა მიეცემათ.
"კვლევისთვის დაახლოებით 100 მოხალისე იქნებოდა საჭირო. ინფიცირების შემდეგ მათ ყველა არსებული მეთოდითა და მიდგომით, უმაღლეს დონეზე ვუმკურნალებდით", — განაცხადა გუნდმა.
ვაქცინასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ტესტირებებსა და მარაგის შექმნას 18 თვე მაინც სჭირდება. გუნდის წევრების, სმიტის, ლიფსიჩისა და ეილის თქმით, მათი მეთოდის გამოყენებით ეს პროცესი ბევრად დაჩქარდება.
ერთ-ერთი ექსპერტი მირონ ლევინი გუნდის იდეას აკრიტიკებს და მიუხედავად იმისა, რომ მეთოდით, შესაძლოა, დრო მოიგონ, თვლის, რომ მსგავსი რამ ეთიკურად გაუმართლებელია.
"საყვარელ ადამიანებს მსგავს ექსპერიმენტში მონაწილეობის უფლებას მისცემდით?", — კითხულობს ლევინი.
ვაქცინის შესამოწმებლად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია, Moderna-მ და აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა ვაქცინის გამოცდა უკვე დაიწყო.
"შესაძლოა, რომ გადაუდებელ და სასწრაფო სიტუაციებში ვაქცინა პაციენტების გარკვეული ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ", — განაცხადა Moderna-ს ხელმძღვანელმა სტეფან ბენკელმა.
კომენტარები