სასულიერო პირებისა და თეოლოგების ნაწილი საპატრიარქოს პასუხობს
ფოტო: საპატრიარქო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისა და თეოლოგების ნაწილი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს, რომელიც საერთო ბარძიმიდან ზიარაბესა და ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე დასწრებას ეხებოდა. საპასუხო განცხადება დიაკონმა ირაკლი ჯინჯოლავამ გაავრცელა.
გთავაზობთ განცხადებას სრულად
ჩვენ, მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები, შეძრწუნებულნი ვართ მიმდინარე მოვლენებით, რომელიც მსოფლიო პანდემიით არის გამოწვეული. უკვე ასობით ათასი ადამიანია დაავადებული, ხოლო ათობით ათასმა დატოვა წუთისოფელი. ადამიანური ეგოიზმის საცდურია, რომ რიცხვები, რომლებიც არ წყვეტენ ზრდას, მხოლოდ რიცხვებად აღვიქვათ და დავივიწყოთ, რომ მათ უკან ღმრთის უზენაესი ქმნილებები — კონკრეტული ადამიანები დგანან. ადამიანური ეგოიზმი, რომელსაც ალბანეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ანასტასი ერესთა ერესს უწოდებს, არის ის კედელი, რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფს ქრისტეს წმინდა ეკლესიის სხეულთა ნაწილებს, რის გამოც თითქოს ერთ ასოს აღარ ესმის მეორის ტკივილი, მეორეს აღარ აინტერესებს მესამის ტრაგიკული ისტორია.
უკვე არაერთხელ ითქვა, კორონავირუსის დამახასიათებელი სივერაგე ისაა, რომ იგი სწრაფად ვრცელდება და მოსალოდნელია მილიონობით ადამიანის დასნეულება. სამწუხაროდ, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და რადგანაც მდგომარეობა დღითი-დღე რთულდება, საკუთარი რწმენა, ისევე როგორც წმინდა წერილი და ეკლესიის წმინდა გარდამოცემა, გვავალდებულებს, გამოვეხმაუროთ საპატრიარქოს ადმინისტრაციის განცხადებას.
რწმენა, რომელზეც განცხადებაშია საუბარი, ან აბსოლუტურია, ან არ არის. თუ აბსოლუტურია, მაშინ არც ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა არის საჭირო, არც რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისათვის სახლში დარჩენის მოწოდება. ის "ნახევარ-რწმენა", რომელიც ამ თან "კი"-ში და თან "არა"-შია, არარსებულია, რადგან არც აბსოლუტურია და არც ჯანსაღი. ვისაც აბსოლუტური რწმენა აქვს, "გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან" (მკ. 16:18). აბსოლუტური რწმენა კი ჯანსაღია. ვისაც ჯანსაღი რწმენა აქვს, არ გამოსცდის უფლის ყოვლისშემძლეობას (მთ. 4:7), არ ეძიებს სასწაულს (მთ. 16:4), და საკუთარი რწმენის გამო, არ აგდებს მოყვასს განსაცდელსა და საცდურში (რომ. 14:13,22).
ერთი ბარძიმიდან ზიარებას გულისხმობს ზიარების სამივე ტრადიციული ფორმა: კოვზითაც, ხელზე მიღებითაც და ჩალტობითაც. მაშასადამე, "ერთ ბარძიმზე უარის თქმის მოთხოვნა" წმინდა წყლის ინტერპოლაციაა და ამჟღავნებს საკითხის მცდარად წარმოჩენის ტენდენციას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ერთი ბარძიმიდან ზიარება, უპირველეს ყოვლისა, მისტიური მნიშვნელობისაა, რადგანაც ის ქრისტეს გამომსყიდველობითი მსხვერპლისა და საიდუმლო სერობაზე კურთხეული სასმისის სახეა. რა თქმა უნდა "ერთი ბარძიმის" ბუკვალური გაგებაც დაუშვებელია. მსოფლიოს ყველა ადგილას აღვლენილი წმინდა ევქარისტია იმ ერთი ბარძიმის თანაზიარია.
თუ ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა "არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე", როგორც ეს განცხადებაშია ნათქვამი, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში განფენილი მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი ნაწილი გაუმართლებელ დანაშაულს სჩადის, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულისადმი წაყენებული მწვავე ბრალდებაა.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ასეთი განცხადებები, მათი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მეტად თანამიმდევრული და საღმრთისმეტყველო თვალსაზრისით გამართული იქნება. ვლოცულობთ, რომ ყოვლადმოწყალე ღმერთმა დაგვიცვას "უქმობისა და მიმოწვლილველობისაგან, მთავრობისმოყვარებისა და ცუდად მეტყველებისაგან" და მოგვმადლოს "სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა", რათა ერთობით ვადიდებეთ ღმერთსა, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამენ.
სასულიერო პირები:
არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი, იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი, დეკანოზი ზაზა თევზაძე, დეკანოზი ლევან მათეშვილი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი, დეკანოზი ალექსანდრე გიორგაძე, დეკანოზი გიორგი ჯულუხაძე, მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე, მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია, მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე, მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი, მღვდელი ალექსი აბულაშვილი, მღვდელი მირიან მესხაძე, მღვდელი გრიგოლ ჭეჟია, დიაკონი გიორგი ღიბრაძე, დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა.
თეოლოგები:
ნინო საყვარელიძე, თამარ გოგუაძე, ლევან ბუკია, შოთა კინწურაშვილი, გიორგი გეგუჩაძე (აიხშტეტი), გიორგი ხუბულური, მიქაელ ბაქრაძე, საბა კევლიშვილი, ეკა ჭყოიძე, ვლადიმერ წითლიძე, კახა კურტანიძე, ვლადიმერ ნარსია, გურამ ლურსმანაშვილი, ლაშა ჯიხვაშვილი, დავით ჩიკვაიძე, ბექა მინდიაშვილი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აპატრიარქომ 25 მარტს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადა, ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა და ვინც ამაზე ამბობს უარს, "უარს ამბობს მაცხოვარზე!".
კორონავირუსის გავრცელების პირობებში საპატრიარქო წერს, რომ ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი — 1,5 მეტრით. მათივე ინფორმაციით, ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება.
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, 22 მარტის საკვირაო წირვა სამების ტაძარში შეუფერხებლად გაიმართა. წირვას დაესწრო კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც. ტაძარში შეკრებილ მრევლს პერიოდულად აფრთხილებდნენ, დაეცვათ დისტანცია, თუმცა მათი ნაწილი ამას ვერ ახერხებდა. ზოგიერთი მათგანი პირბადის გარეშე იყო მისული. სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს ბავშვები ეკლესიაში და ორსული ქალი. აღსანიშნავია, რომ წირვისას საერთო კოვზით ჩატარდა ზიარების რიტუალიც.
საგანგებო მდგომარეობის დროს ათზე მეტი ადამიანის შეკრება იზღუდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ეს შეზღუდვა ეხება "ყველას და ყველაფერს"
"საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა".
ეკლესია არ არის არც იმ გამონაკლისებს შორის, სადაც, საგანგებო მდგომარეობის შესახებ დეკრეტის მიხედვით, ათ ადამიანზე მეტის შეკრება შეიძლება.
-
სავაჭრო ცენტრის სანტა, რომელიც 40 წელია ამ როლს ასრულებს სავაჭრო ცენტრის სანტა, რომელიც 40 წელია ამ როლს ასრულებს
გადახედვა
-
On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც 2025 წელს ყველაზე მეტჯერ გააკეთეს On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც 2025 წელს ყველაზე მეტჯერ გააკეთეს
გადახედვა
-
"ყველას დავუძახებთ, ყველას დავუსვამთ კითხვებს და ყველამ უნდა გაგვცეს პასუხი" — ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებზე "ყველას დავუძახებთ, ყველას დავუსვამთ კითხვებს და ყველამ უნდა გაგვცეს პასუხი" — ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
-
"საფარმა" სპს-ს განმეორებით მიმართა ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით "საფარმა" სპს-ს განმეორებით მიმართა ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის
-
მეცნიერებმა წყნარი ოკეანის სიღრმეში ასობით ახალი ორგანიზმი აღმოაჩინეს მეცნიერებმა წყნარი ოკეანის სიღრმეში ასობით ახალი ორგანიზმი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
-
მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები — Stranger Things-ის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები — Stranger Things-ის დაწყებიდან დღემდე
გადახედვა
-
STEM ოლიმპიადის მონაწილეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები იწყება – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი STEM ოლიმპიადის მონაწილეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები იწყება – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
ფაშინიანი ეკლესიის მიერ მართული ტელეარხ "შოღაკატს" ხურავს ფაშინიანი ეკლესიის მიერ მართული ტელეარხ "შოღაკატს" ხურავს
გადახედვა
-
ტროტუარზე დგომის საქმეზე სასამართლოში დაბარებული მოქალაქეების ნაწილის სასამართლო პროცესები 2026 წლის იანვარში გადაიდო ტროტუარზე დგომის საქმეზე სასამართლოში დაბარებული მოქალაქეების ნაწილის სასამართლო პროცესები 2026 წლის იანვარში გადაიდო
გადახედვა
-
ყველა საახალწლო ჩანაფიქრი ჯადოსნურია | ჩაიფიქრე და იმოქმედე — მეტროპოლის საახალწლო კამპანია ყველა საახალწლო ჩანაფიქრი ჯადოსნურია | ჩაიფიქრე და იმოქმედე — მეტროპოლის საახალწლო კამპანია
-
ათწლეულები თეგეტასთან ერთად — კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა ათწლეულები თეგეტასთან ერთად — კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
-
სახლი 71 ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია სახლი 71 ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ
გადახედვა
-
სილქ ბანკის საახალწლო შეთავაზება: მერე’ს ახალი წელი სილქ ბანკის საახალწლო შეთავაზება: მერე’ს ახალი წელი
-
როგორ ვმართოთ რისკები ინვესტირებისას — მარტივად როგორ ვმართოთ რისკები ინვესტირებისას — მარტივად
-
პუტინმა თინა კანდელაკი ალექსანდრე ნეველის მედლით დააჯილდოვა პუტინმა თინა კანდელაკი ალექსანდრე ნეველის მედლით დააჯილდოვა
გადახედვა
-
რა იცვლება შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის 2026 წლის იანვრიდან რა იცვლება შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის 2026 წლის იანვრიდან
გადახედვა
-
გადაარჩენს ყურძნის 12 მარცვალი თქვენს ახალ წელს? გადაარჩენს ყურძნის 12 მარცვალი თქვენს ახალ წელს?
გადახედვა
კომენტარები