ონლაინ მაღაზიები, რომელთა დახმარებითაც სახლში არაფერი მოგაკლდებათ
უკვე რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთგვარ სოციალურ ექსპერიმენტში ცხოვრობს, რომლითაც დადგინდება, რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია სახლის დატოვების გარეშე, თუმცა სახლში დარჩენა იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ საჭიროებები უბრალოდ ქრება. ამ სტატიაში მოგიყვებით, სად უნდა იყიდოთ ტანსაცმელი, ყურსასმენები, სათამაშოები ბავშვისთვის და კახური ზეთიც კი.
სურსათი
წერტი
მაღაზია წერტი 150-ზე მეტი ფერმიდან მარაგდება, რომლებიც პირუტყვს კომპანიის რეკომენდაციებით, ანტიბიოტიკების გარეშე ზრდიან და საუკეთესო შედეგებს იღებენ. კომპანიას გააჩნია საკუთარი ტბა - ხელოვნური წყალსაცავი, რომელშიც 8 დაახელების თევზი მოიპოვება. რძის პროდუქტების სტაბილურად მაღალ ხარისხს კომპანიის მობილური ლაბორატორია უზრუნველყოფს, რომელიც მერძეული მიმართულების ფერმებზეა მორგებული. გარდა ამისა, მაღაზიაში ქართული ხორბლის ფქვილით გამომცხვარი უგემრიელესი პურის შეძენა შეგიძლიათ.
რა შეგიძლიათ იყიდოთ: კახური ზეთი, გუდის ყველი, სოფლის კარაქი, ნახევარფაბრიკატები, სხვადასხვა სახეობის თევზი, ხორცი, საწებლები და ათასი გემრიელობა
მიტანის პირობები: მიტანის ფასი 3 ლარია, შეკვეთისთვის უნდა დარეკოთ: 2 12 10 55 ან შეავსოთ ეს ფორმა
სამუშაო საათები: 10:30 – 20:30
Soplidan.ge
Soplidan.ge ორმა მეგობარმა გოგომ დააფუძნა 2015 წლის ოქტომბერში. მათი მიზანი იყო, ბიზნესს შეესრულებინა ერთგვარი ხიდის ფუნქცია სოფელსა და ქალაქს შორის და ინოვაციური მეთოდით გაემარტივებინა მომწოდებლისთვისაც და მომხმარებლისთვისაც ნამდვილი სოფლის პროდუქტის გაყიდვა-შეძენის პროცესი. ამჟამად საიტზე 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ, გაიგოთ მისი წარმომავლობა, მომწოდებლის ვინაობა და ამა თუ იმ პროდუქტით კერძის მომზადების რეცეპტიც კი.
რა შეგიძლიათ იყიდოთ: ხილი, ბოსტნეული, მიკრომწვანილი, თაფლი, თხილეული, ჩურჩხელები, ჯემები და მურაბები
მიტანის პირობები: ნებისმიერი თანხის პროდუქციის შეკვეთისას მიტანა უფასოა თბილისსა და მის შემოგარენში. კურიერი შეკვეთიდან მეორე დღეს პროდუქტებს კართან დაგიტოვებთ. არსებულ პირობებში soplidan.ge მომხმარებლებს უკონტაქტო მიტანის სერვისს სთავაზობს. შეკვეთის განთავსებისას ან ბარათით გადაიხდით ონლაინ, ან აირჩევთ "საბანკო გადარიცხვას" და თანხას ინტერნეტ ბანკით გადმოგვირიცხავთ საიტზე მითითებულ რეკვიზიტებზე.
ჯორჯიტა
რა შეგიძლიათ იყიდოთ: ისეთი პროდუქტები, რომელთაც სხვა სუპერმარკეტებში ვერ ან რთულად ნახავთ, სხვადასხვა სახეობის თხილი (პეკანი, მაკადამია, ქეშიუ), ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი, სხვადასხვა სახეობის ყავა, ბიოპროდუქცია, ვეგანური და უგლუტენო პროდუქტები, თმის, სახისა და სხეულის მოვლის საშუალებები,
მიტანის პირობები: 50 ლარამდე შეკვეთის მიწოდების ღირებულება არის 3 ლარი, ხოლო 50 ლარს ზემოთ შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება უფასოა. მოქმედებს მუდმივი 5%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ ონლაინ შეძენილ პროდუქტზე.
მეამა
რა შეგიძლიათ იყიდოთ: ამერიკული და ევროპული ფორმატის ყავის აპარატები, 15 სახეობის კაფსულა და ასევე 4 სხვადახვა გემოს წმინდად დაფქული (თურქული) ყავა. ერთმანეთისგან სიძლიერით და არომატით განსხვავდება კაფსულებიც. მათ შორის არის უკოფეინო, ტყის თხილი, ვანილი და კარამელი.
მიტანის პირობები: თბილისის მასშტაბით მიტანა უფასოა. 15:00 საათამდე მოთხოვნილ შეკვეთას მიიღებთ იმავე დღეს, ხოლო 15:00 საათის შემდეგ შეკვეთილ პროდუქტს - მომდევნო დღეს.
8000 მოსავალი
რა შეგიძლიათ იყიდოთ: 700-მდე დასახლების ღვინო
მიტანის პირობები: პროდუქციის საფასურის გადახდა შესაძლებელია ვიზა და მასტერ ქარდის პლასტიკური ბარათებით, ასევე საბანკო გადარიცხვის საშუალებით. თუ შეკვეთა განხორციელებულია 01:00 საათამდე, პროდუქციის მიწოდება ხდება იმავე დღეს, 1 საათის განმავლობაში. საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ტრანსპორტირება ხდება ღვინის სახლამდე მიწოდების სერვისით, შეკვეთიდან 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში. მიწოდება უფასოა.
ტანსაცმელი და თავის მოვლა
Buyers
რა შეგიძლიათ იყიდოთ: როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დიზაინერების ტანსაცმელი და აქსესუარები, ასევე თავის მოვლისათვის განკუთვნილი პროდუქცია.
მიტანის პირობები: თბილისში მიტანა შეკვეთიდან 24 საათში – 5 ლარი; ექსპრეს მიტანა 2 საათის განმავლობაში – 15 ლარი. რეგიონებში მიტანა (3 სამუშაო დღის განმავლობაში) – 10-13 ლარი.
ტექნიკა
ზუმერი
რა შეგიძლიათ იყიდოთ: მობილურები, აქსესუარები, ციფრული აპარატები, ნოუთბუქები და აუდიო-ვიდეო ტექნიკა
მიტანის პირობები: შეკვეთილ პროდუქციას იმავე დღესვე მიიღებთ უფასოდ. მიტანა რეგიონებშიც უფასოა, უბრალოდ ამ შემთხვევაში მიტანის დრო 2 დღეა.
ალტა
რა შეგიძლიათ იყიდოთ: ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
მიტანის პირობები: ალტა მთელ საქართველოში უფასო მიწოდების სერვისს უზრუნველყოფს. თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში, 19:00 საათამდე შეკვეთის შემთხვევაში შენაძენი მიიღებთ იმავე დღეს, საქართველოს ნებისმიერ სხვა რეგიონში კი - მომდევნო სამუშაო დღეს.
ყველაფერი სახლისთვის
Vendoo
რა შეგიძლიათ იყიდოთ: ტექნიკა, პროდუქცია ბავშვებისთვის, თავის მოვლის საშუალებები, საწმენდი საშუალებები, სასმელები, საკვები პროდუქტები, საკანცელარიო ნივთები, ქართული კომპანიების ნაწარმი და სხვა უამრავი რამ.
მიტანის პირობები: ვენდუს სწრაფი მიწოდების სერვისი აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით; ყველა შეკვეთის მიწოდება უფასოა.
Extra.ge
Extra.ge განახლებული ინტერფეისით 29 თებერვალს გაეშვა. მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე კი საიტს ახალი პროდუქტები და კატეგორიები დაემატა.
რა შეგიძლიათ იყიდოთ: საკვები პროდუქტები (კონსერვები, ორცხობილები და ა.შ), ჰიგიენისა და თავის მოვლის პროდუქტები, წამლები, საკანცელარიო ნივთები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა. საიტზე ცალკეა გამოყოფილი კატეგორია რაც გჭირდება, სადაც თვითიზოლაციის დროს საჭირო პროდუქტებს იპოვით.
მიტანის პირობები: ადგილზე მიტანა თბილისში უფასოა. მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობს.
ყველაზე დიდი ონლაინ პლატფორმაა საქართველოში, სადაც განთავსებულია 120 00-ზე მეტი ნივთი თუ მომსახურება. განთავსებულია როგორც ფიზიკური პირების, ასევე ონლაინ მაღაზიებისა და ჰიპერმარკეტების პროდუქტები.
რა შეგიძლიათ იყიდოთ: ტექნიკა, საკვები პროდუქტები ჰიგიენისა და თავის მოვლის პროდუქტები, საკანცელარიო ნივთები, საბავშვო სათამაშოები, ტანსაცმელი, შინაური ცხოველების საკვები, სპორტული ინვენტარი და საკვებდანამატები, საყოფაცხოვრებო ნივთები, Სადეზინფექციო ხსნარები და პირბადეები. გარდა ამისა, Mymarket-ზე შესაძლებელია ფიზიკური პირის მიერ განთავსებული პროდუქტის ონლიან ყიდვა, რომელსაც სასურველ მისამართზე Mymarket-ის კურიერი მოგიტანთ.
მიტანის პირობები: Mymarket-ს აქვს სწრაფი მიტანა, რაც შეძენიდან მაქსიმუმ 2 საათში პროდუქტის მიტანას ნიშნავს. Რაც შეეხება სტანდარტულ მიწოდებას, თბილისში ერთი სამუშაო დღე სჭირდება და 50 ლარს ზემოთ უფასოა, რეგიონებში მიტანას საშუალოდ 3 სამუშაო დღეში სჭირდება და მიტანის ღირებულება საშუალოდ 6 ლარია, დამოკიდებულია ნივთის წონასა და ადგილმდებარეობაზე.
Nido.ge
რა შეგიძლიათ იყიდოთ: ძალიან ბევრი რამ: ვინილის ფირფიტებით დაწყებული, ბავშვის ტანსაცმლით დამთავრებული.
მიტანის სერვისი: უფასო მთელი საქართველოს მასშტაბით.
ბრიკორამა
რა შეგიძლიათ იყიდოთ: სანტექნიკური მოწყობილობები, ჩამრთველები, ხელსაწყოები, სამშენებლო და სარემონტო მასალები
მიტანის სერვისი:
შეკვეთის მიღების დღეებია ორშაბათი-პარასკევი
შეკვეთის მიღების საათები: 11:00-17:00.
საჭირომანია
რა შეგიძლიათ იყიდოთ: სამზარეულოს ტექნიკა და აქსესუარები, ჭურჭელი, ავტომობილის აქსესუარები, ტაფები და ქვაბები
მიტანის პირობები: თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება ღირს 5 ლარი. რეგიონებში კი - 10 ლარი.
წიგნები
სულაკაურის გამომცემლობა
რა შეგიძლიათ იყიდოთ: ბესტსელერები, კომიქსები, ქართული და ნათარგმნი პროზა, შემეცნებითი წიგნები ბავშვებისთვის...
მიტანის პირობები: მიტანა უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით. თვის ბოლომდე კი, 50 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში მიიღებთ სალმან რუშდის წიგნს "ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე", ხოლო 100 ლარზე მეტის შემთხვევაში - "ხელოვნება - მოსწავლის ენციკლოპედიას"
სხვადასხვა წვრილმანი
მინისო
რა შეგიძლიათ იყიდოთ: სახის ნიღბები, სხვადასხვა სახის სათავსოები, საყოფაცხოვრებო, სამოგზაურო თუ ციფრული აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები, ჩანთები, რბილი სათამაშოები, ფიტნეს ატრიბუტები, თავის მოვლის საშუალებები და საჩუქრები.
მიტანის პირობები: მიტანის საფასური 3,5-ია. შეკვეთის მიწოდების დრო კი - 2-3 დღე.
ცხოველებისათვის
ზოომარტი
რა შეგიძლიათ იყიდოთ: საკვები და სათამაშოები თქვენი შინაური ცხოველებისთვის ან ფრინველებისთვის.
მიტანის პირობები: მიტანის საფასური თბილისის ნებისმიერ წერტილში არის 5 ლარი. ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კურიერი მიტანას მხოლოდ შენობამდე ახორციელებს.
Petfood.ge
რა შეგიძლიათ იყიდოთ: შინაური ცხოველების საკვები და აქსესუარები
მიტანის პირობები: პროდუქციის მიწოდება 49 ლარიდან უფასოა, ხოლო 49 ლარამდე შეკვეთას ემატება 4 ლარი, მიტანის დროს შეკვეთის საათებზეა დამოკიდებული (არა უმეტეს 2 სამუშაო დღისა), რეგიონებში კი მიწოდება ხდება 1-3 სამუშაო დღეში.
ოფთალმოლოგია
Linzebi.ge
რა შეგიძლიათ იყიდოთ: კონტაქტური ლინზები, ხსნარები, ოპტიკური ჩარჩოები, თვალის წვეთები.
მიტანის პირობები: 50 ლარს ზემოთ შენაძენზე თბილისის მასშტაბით ტრანსპორტირება უფასოა, 50 ლარამდე კი - თბილისის მასშტაბით 5 ლარი, რეგიონებში - 10 ლარი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები