დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, მტკიცედ იდექით — ილია მეორე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ 22 მარტის საკვირაო წირვისას მრევლს მოუწოდა, შიში დაძლიონ, რადგან ეს "ჯვრის გზაა, გოლგოთას გზაა, რომელიც უნდა გავიაროთ". ილია მეორის თქმით, "დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა", ამიტომაც იგი ხალხს სიმტკიცისკენ მოუწოდებს:
"საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთის განგებითაა ეს ყველაფერი და ჩვენ ვმადლობთ უფალს. ეს რაც ხდება, შორი შორს დადექითო, ეკლესიის გარშემო დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ განვშორდეთ უფალს. უფალთან ვიყოთ. ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი. ჩვენ ვმადლობთ უფალსა, რომ ღირსი გაგვხადა სასუფევლისა".
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად საკვირაო წირვა სამების ტაძარში შეუფერხებლად გაიმართა. იქ შეკრებილ მრევლ პერიოდულად აფრთხილებდნენ, დაეცვათ დისტანცია, თუმცა მათი ნაწილი ამას ვერ ახერხებდა. ზოგიერთი მათგანი პირბადის გარეშე იყო ტაძარში. წირვისას საერთო კოვზით ჩატარდა ზიარების რიტუალიც.
21 მარტს საგანგებო მდგომარეობაზე საუბრის დროს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ათზე მეტი ადამიანის შეკრება იზღუდება.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ათზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალებოდა. ჟურნალისტების კითხვაზე ეხებოდა თუ არა ეს ეკლესიაში შეკრებებს გახარიამ უპასუხა:
"შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა".
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი დაამტკიცა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დოკუმენტში საუბარია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ უფლების შეზღუდვაზე, თუმცა რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის.
პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენჯერმე დაუსვეს კითხვა, რა ხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ტაძარში ათზე მეტი ადამიანი შეიკრიბებოდა და გავრცელდებოდა თუ არა მათზე საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები. არჩილ თალაკვაძე ყოველ ჯერზე პასუხობდა, რომ რწმენისა და აღმსარებლობის უფლების შეზღუდვაზე დეკრეტში საუბარი არაა.
მისივე მოსაზრებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ათი ადამიანის შეკრებაზე საუბრისას, მანიფესტაციასა და შეკრებას გულისხმობდა.
- სახალხო დამცველი: შეკრების უფლების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხება
- ცქიტიშვილი: დაწესებული შეზღუდვა შეკრებაზე ეხება ეკლესიებსაც
- გომელაური: იმედი მაქვს, რომ არ იქნება დიდი შეკრებები და რასაც ვაკეთებთ ხოლმე აღდგომას, შეზღუდულად იქნება
- თალაკვაძე: რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან დაკავშირებით შეზღუდვა მოცემული არაა
საგანგებო მდგომარეობა: რა შეზღუდვები დაწესდება და რა არა
საქართველოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. დღეიდან 21 აპრილამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობისას დაწესდება შემდეგი შეზღუდვები:
- აიკრძალება შეკრება და მანიფესტაცია (პრემიერის განმარტებით, შეიზღუდება ათზე მეტი ადამიანის შეკრება და ეს ეხება ეკლესიასაც);
- სასამართლო სხდომები გაიმართება დისტანციურად;
- შეიზღუდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
- იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში და მის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები;
- საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
პრემიერის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს:
- საკომენდატო საათის შემოღებას;
- მედიის მუშაობის შეზღუდვას;
- სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვას;
- ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებას;
გარდა ამისა, პრემიერის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობისას ზიანი არ მიადგება საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მანდატით ჩატარებას გულისხმობს.
საგანგებო მდგომარეობისას მთავრობას ექნება უფლება:
- აუცილებლობის შემთხვევაში, შეზღუდოს საკუთრების უფლება. კერძოდ, საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
- კერძო სტრუქტურებს, ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
- აუცილებლობის შემთხვევაში, მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დაარეგულიროს ფასები;
- დაადგინოს განათლების შესახებ კანონისგან განსხვავებული წესები;
- დაადგინოს საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები;
- დაადგინოს ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
- საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა მობილიზება;
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც, მთავრობას კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული ჰქონდა არაერთი შეზღუდვა, შედეგად ათეულობით ადამიანი სამსახურისა და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. პრემიერის თქმით, ამ საკითხზე მუშაობენ და უახლოეს დღეებში წარადგენენ გეგმას.
აქამდე შემოღებული წესებით კი შემდეგი შეზღუდვებია დაწესებული:
- მუშაობა შეწყვიტა ყველა სავაჭრო ობიექტმა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო და საფოსტო ქსელების, ბენზინგასამართი სადგურებისა და ბანკების გარდა;
- აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება;
- საზღვარი დაკეტილია ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის;
- საჰაერო მიმოსვლა შეწყდა ყველა კომპანიისთვის საქართველოს ავიახაზების გარდა;
- ყველას, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, კარანტინში გაუშვებენ;
- საჯარო დაწესებულებების ნაწილმა, მათ შორის, შსს-ს მომსახურების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა მომსახურებები შეზღუდა;
გარდა ამისა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტროს მიცემული აქვს რეკომენდაცია დისტანციურ მუშაობაზე. 70 წელზე ზევით მოხუცებს კი თვითიზოლაცია ურჩიეს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 49 პირი, გამოჯანმრთელებულია — 1. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანი.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
კომენტარები