ბრიტანეთი ჯოგური იმუნიტეტის ამბიციური გეგმიდან უკან იხევს – 18 მარტის შეჯამება
ფოტო: Guardian Design/EPA/GETTY
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
18 მარტის მდგომარეობით:
- 216 646 დადასტურებული შემთხვევა მსოფლიოში
- 8 908 გარდაცვლილი
- 84 383 გამოჯანმრთელებული
საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 38
- კარანტინის რეჟიმში - 1 344
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216
- გამოჯანმრთელებული - 1
დღის ფაქტი
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს 3 თვესა და 7 დღეში მიაღწია, მომდევნო 100 ათასი შემთხვევა კი 12 დღეში დაფიქსირდა.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 000-ს 6 მარტს მიაღწია.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში:
დიდ ბრიტანეთში სკოლები დაიხურება
ფოტო: Getty
კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ დიდ ბრიტანეთში სკოლები დროებით დაიხურება. სკოლები მხოლოდ სამედიცინო მუშაკების შვილებისთვის და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის იქნება ღია.
გადაიდება დაგეგმილი გამოცდებიც ინგლისსა და უელსში. გადაწყვეტილების მიღებას წინ დამატებით 32 გარდაცვალების შემთხვევა უძღვოდა, რითაც დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილითა რიცხვმა 104-ს მიაღწია.
დიდ ბრიტანეთში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სამშაბათს 1950 იყო, ოთხშაბათს კი - 2626. მთავრობა გეგმავს, რომ ამიერიდან დღეში 25 000 მოქალაქე შეამოწმოს კორონავირუსზე.
ბრიტანეთმა თავდაპირველად გადაწყვიტა, რომ განსხვავებულად მისდგომოდა კორონავირუსთან ბრძოლას. სანამ ევროპაში სკოლები იხურებოდა, ხოლო კარანტინის რეჟიმს ქუჩაში შეიარაღებული ძალები იცავდნენ, ბრიტანეთის მთავრობა მოქალაქეებს ურჩევდა, რომ ჩვეულებრივად გაეგრძელებინათ ცხოვრება. სკოლები, რესტორნები, თეატრები, კლუბები და სპორტული დაწესებულებები ძველებურად ღია იყო, თვითიზოლაციის შესახებ რეკომენდაცია კი მხოლოდ 70+ ადამიანებს და გრიპის სიმპტომების მქონე პირებს შეეხოთ. ბრიტანული სტრატეგია ადგილობრივი მეცნიერების რჩევებზე იყო დამყარებული, რომელთა თქმითაც, კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური ფორმა ვირუსისთვის გავრცელებისთვის ხელის არშეშლა იყო, რის შედეგადაც მოსახლეობა ჯოგურ იმუნიტეტს გამოიმუშავებდა.
ორშაბათს ეს თეორია რეალობას შეეჩეხა. შესაძლო მოვლენების მოდელირებამ აჩვენა, რომ "თავისუფლად მიშვების შემთხვევაში" ჰოსპიტალიზებული პაციენტების 30%-ს დასჭირდებოდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება, რაც ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემას წყობიდან გამოიყვანდა.
რეპორტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ჯოგური იმუნიტეტის გეგმაზე უარს ამბობს. ამიერიდან ბრიტანელები სახლიდან იმუშავებენ და სოციალიზაციისაგან თავს შეიკავებენ.
დღის ფოტო: ბავარიის მინისტრი საჭმლითა და ტუალეტის ქაღალდით სავსე საწყობში პოზირებს, რომ პანიკა ჩააცხროს
დღის დამაიმედებელი ამბები
დღეს ერთდროულად 3 კარგ ამბავს გეტყვით:
1. ნიუ-იორკში მცხოვრებმა ორმა ახალგაზრდამ 72 საათში 1 300 მოხალისე შეკრიბა, რათა მოხუცებისათვის პროდუქტები მიეტანათ. მოხალისეები საკუთარ თავს "უჩინარ ხელებს" უწოდებენ და მათ მოხუცებთან არა მხოლოდ პროდუქტები, არამედ ადამიანური სითბოც მიაქვთ, რა თქმა უნდა, უსაფრთხო დისტანციის დაცვით.
2. 103 წლის ირანელი ქალი კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელდა. ქალი, რომლის ვინაობაც უცნობია, საავადმყოფოდან 1-კვირიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გამოწერეს. ეს ასაკოვანი პაციენტის გამოჯანმრთელების მეორე შემთხვევაა ირანში. პირველი შემთხვევა 91 წლის კაცს ეხებოდა, რომელიც 3 დღეში გამოჯანმრთელდა.
3. იტალის 3 300-ადამიანიანი დასახლების მაგალითი აჩვენებს, რომ მასობრივი ტესტირებები ეფექტურია. ვენეციასთან განლაგებული პატარა ქალაქის უკლებლივ ყველა მაცხოვრებელმა ჩაიტარა ტესტირება, დაინფიცირებულები და მათი კონტაქტები კი მკაცრ კარანტინში მოათავსეს. ამ დასახლებაში პარასკევის შემდეგ ახალი შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა.
"ტესტირება გადამწყვეტი იყო, ამ მეთოდმა უამრავი სიცოცხლე იხსნა", - განაცხადა ქალაქის მერმა, ჯიულიანი მარტინიმ.
რა ხდება მსოფლიოში:
რომში კორონავირუსის მქონე პაციენტი საავადმყოფოში გადაჰყავთ
ფოტო: Alessandra Tarantino/AP
- დღეს ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში (+4,207), ესპანეთსა (+2943) და გერმანიაში (+2960) დაფიქსირდა;
- დანიის მთავრობამ კერძო კომპანიებს უთხრა, რომ ხელფასების 75%-ს სახელმწიფო დაფარავს, თუ ისინი ადამიანებს სამსახურიდან არ გაუშვებენ;
- ჩაიშალა გლასტონბერის ფესტივალი და ევროვიზია;
- კორონავირუსის რისკის მიუხედავად, ინდოეთში 25 მარტს დაწყებულ რელიგიურ ფესტივალში 1 მილიონი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას;
- სუბ-საჰარულ აფრიკაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა;
- ევროპაში პანიკის დასათესად რუსეთი კორონავირუსზე დეზინფორმაციას ავრცელებს — ევროკავშირი.
რა ხდება საქართველოში:
დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ლარი კი ევროსთან და დოლართან 10-10 თეთრით გაუფასურდა.
პროგნოზები:
- შეიძლება საგანგებო მდგომარეობა ისე გამოცხადდეს, რომ საარჩევნო ცვლილება მოვასწროთ — კობახიძე
- ალბათ, კვირის ბოლოს ან მომავალ კვირას მეოთხეული და მეხუთეული გადაცემები იქნება — გამყრელიძე
- ჯერჯერობით, კომუნალურების გადავადებაზე ან არგადახდაზე საუბარი არაა — ნათია თურნავა
- თუ გვექნება ვირუსის მაღალი მატება, სწავლის გადადების რეკომენდაციას ისევ გავცემთ — ტიკარაძე
- იმ რეგიონებში და მონაკვეთებზე, სადაც მგზავრების დიდი ნაკადია, ავტობუსებს დაამატებენ
- შვიდ უმთავრეს პროდუქტზე ფასები არ უნდა გაიზარდოს — გახარიას დავალება მინისტრს
- რომელ პროდუქტებზე ითხოვს ფასების შენარჩუნებას მთავრობა
- თუ რომელიმე წყარო ვერ დავადგინეთ, შეიძლება იყოს პიკი, ანუ 80-100 ინფიცირებული — ტიკარაძე
კარგი ამბები:
- მეოთხე ინფიცირებულ პაციენტთან მძიმე პერიოდი გადავლახეთ, უკვე აღარ გვეშინია — მარინა ენდელაძე
- აზიის განვითარების ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 6,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს
- ყველას, ვინც დაახველებს, გატესტავენ სწრაფი ტესტით — პაატა იმნაძე
- აშშ საქართველოში იმ ორგანიზაციებს დააფინანსებს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან
- ხვალიდან საქართველოში მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების წარმოება დაიწყება
ერთი ამბავი, რომელმაც დღეს გაგვაღიმა
ვიდეოები: როგორ გადაუხადა საქართველოს მოსახლეობამ მადლობა ექიმებს
დღის რჩევა:
რა არ მივიღოთ სიცხის დროს
სამშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გაავრცელა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის სიმპტომების მქონე ადამიანებს იბუპროფენის გამოყენებაზე უარის თქმა ურჩია. განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც საფრანგეთმა განაცხადა, რომ ანთების საწინააღმდეგო წამლებმა კორონავირუსის სიმპტომები, შესაძლოა, უფრო გაამძაფროს.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ გააკეთა, რომლის მიხედვითაც ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები ერთ-ერთი ფერმენტის აქტივობას ზრდის, რომელმაც, შესაძლოა, კორონავირუსის ინფექცია გაამწვავოს. ასე რომ, იბუპროფენისა და მისი შემცველი წამლების, მაგალითად, ნუროფენის მიღება სიცხის დროს რეკომენდებული არაა.
რა მივიღოთ სიცხის დროს
"ჩვენ საკითხს ახლა უფრო დეტალურად ვიკვლევთ. მანამდე კი, საკუთარი გადაწყვეტილებით მედიკამენტის მიღებისას სჯობს იბუპროფენის ნაცვლად პარაცეტამოლი მიიღოთ — ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ქრისტიან ლინდმეიერი.
აქვე გეტყვით, რომ თუ კორონავირუსმა თქვენი ყოველდღიური რეჟიმიც შეცვალა და, ჩვენი რედაქციის მსგავსად, თქვენც სახლიდან გიწევთ მუშაობა, შემოგვიერთდით Facebook ჯგუფში და გავუზიაროთ ერთმანეთს ეს საინტერესო გამოცდილება.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
ნახეთ წინა შეჯამებები:
- შეჩერებული "მარშრუტკები" და ბრაზილიის ციხიდან გაქცეული პატიმრები – რა ხდებოდა 17 მარტს
- კორონავირუსი 16 მარტს: პირველი გამოჯანმრთელებული საქართველოში და ევროპის ჩაკეტვის მოლოდინი
- კორონავირუსი 15 მარტს: გამკაცრებული შეზღუდვები და ფანჯრები, როგორც ერთადერთი გასართობი
- მესამეული გადაცემის ფაქტი საქართველოში და კრიზისი ესპანეთში – 14 მარტის შეჯამება
- კორონავირუსი: სტატისტიკა და ახალი ამბები 13 მარტის მდგომარეობით
- კორონავირუსი: რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში 12 მარტის მდგომარეობით
-
20 წლის ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის მის ბიძაშვილს, ემინ ალიევს ბრალი წარედგინა 20 წლის ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის მის ბიძაშვილს, ემინ ალიევს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალი კიევთან მოკლული იპოვეს მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალი კიევთან მოკლული იპოვეს
გადახედვა
-
სექსუალური ძალადობა, ძარცვა, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა — პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე გამოაძევეს სექსუალური ძალადობა, ძარცვა, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა — პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე გამოაძევეს
გადახედვა
-
ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად — ჩვენი მკითხველის არჩევანი ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად — ჩვენი მკითხველის არჩევანი
გადახედვა
-
ოცნებებით შედგენილი მარშრუტი — 6 სოფელი, 200 ბავშვი და უამრავი ახალი ისტორია ლიბერთისგან ოცნებებით შედგენილი მარშრუტი — 6 სოფელი, 200 ბავშვი და უამრავი ახალი ისტორია ლიბერთისგან
-
შსს: საქართველოდან უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე გააძევეს შსს: საქართველოდან უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
მარჯანიშვილის თეატრი 98-ე სეზონს პრემიერით ხურავს, თეატრის გენერალური მხარდამჭერი ბაზისბანკია მარჯანიშვილის თეატრი 98-ე სეზონს პრემიერით ხურავს, თეატრის გენერალური მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის საქმეზე 4 პირი დააკავა შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის საქმეზე 4 პირი დააკავა
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსმა Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს თეგეტა მოტორსმა Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
-
მთავრობის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია საფუძვლიან ანალიზს საჭიროებს — "სამოქალაქი იდეა" ანაკლიის პორტზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია საფუძვლიან ანალიზს საჭიროებს — "სამოქალაქი იდეა" ანაკლიის პორტზე
გადახედვა
-
ესპანეთი დავამარცხეთ! საქართველო მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე რჩება ესპანეთი დავამარცხეთ! საქართველო მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე რჩება
-
ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელი, შს მინისტრის მოადგილედ დანიშვნიდან 1 თვეში, სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელი, შს მინისტრის მოადგილედ დანიშვნიდან 1 თვეში, სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
გადახედვა
-
გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
გადახედვა
-
სელფის ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა სელფის ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა
-
"რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება" — ლევან მახაშვილი ეუთოს რეზოლუციაზე "რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება" — ლევან მახაშვილი ეუთოს რეზოლუციაზე
გადახედვა
-
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში გაემგზავრა შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში გაემგზავრა
გადახედვა
-
20 წლის ფატიმა კერიმოვა ბიძაშვილმა, სავარაუდოდ, ღირსების აღდგენის მოტივით მოკლა 20 წლის ფატიმა კერიმოვა ბიძაშვილმა, სავარაუდოდ, ღირსების აღდგენის მოტივით მოკლა
გადახედვა
-
10+ ქვიზი, რომლებიც ივნისში მოგიმზადეთ და არ უნდა გამოგრჩეთ 10+ ქვიზი, რომლებიც ივნისში მოგიმზადეთ და არ უნდა გამოგრჩეთ
გადახედვა
-
ინტერვიუ საერთაშორისო ბესტსელერის — გახლეჩილი მიწის ავტორთან — კლერ ლესლი ჰოლისთან ინტერვიუ საერთაშორისო ბესტსელერის — გახლეჩილი მიწის ავტორთან — კლერ ლესლი ჰოლისთან
-
"დროა": ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა საქართველო ჩამოაშორა ევროატლანტიკურ კურსს და მარტო დატოვა რუსეთის, ირანისა და ჩინეთის პირისპირ "დროა": ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა საქართველო ჩამოაშორა ევროატლანტიკურ კურსს და მარტო დატოვა რუსეთის, ირანისა და ჩინეთის პირისპირ
გადახედვა

კომენტარები