დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05

Wizz Air 2020 წლის 15 მარტიდან პოლონეთის მიმართულებით ყველა რეისს აჩერებს. კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუზ მორავიეკიმ საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვები დააწესა.

"მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხოთ ბილეთის ღირებულების 120%-იანი ანაზღაურება ავტომატურად აესახებათ Wizz Credit-ზე, რომლითაც 24 თვის განმავლობაში შეძლებენ ისარგებლონ Wizz Air-ის პროდუქტებითა და სერვისებით. მათ, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა მოითხოვონ ფულადი ანაზღაურება. ამ შემთხვევაში, მათ ელ.ფოსტის საშუალებით ეცნობება ყველა აუცილებელი საბანკო პროცედურისა თუ საბარათე ოპერაციის შესახებ", — წერია განცხადებაში.

კომპანიაში ამბობენ, რომ ფრენების შეზღუდვის მიზანი ახალი COVID-19-ის, იგივე კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემცირებაა.

2020 წლის 15 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეზღუდებათ პოლონეთში შესვლის უფლება, ხოლო პოლონეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან ქვეყანაში დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნებიან კარანტინში.