დაბინძურებული ჰაერი ჭარბწონიანობის და დიაბეტის რისკსაც ზრდის — კვლევა
როდესაც ჰაერის დაბინძურებაზე და მის უარყოფით ეფექტებზე ვსაუბრობთ. ხშირად ხაზი მხოლოდ იმას ესმება, რომ დაბინძურებული ჰაერი ფილტვის პრობლემებს და სიკვდილიანობას უკავშირდება.
ამჟამად ჰაერის დაბინძურება უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე თამბაქოს მოხმარება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურებით განპირობებული სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილზეა.
ახალი კვლევის მიხედვით კი ჰაერის დაბინძურება ჭარბწონიანობას, დიაბეტს, კუჭის და სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებების უწყობს ხელს.
"წინა კვლევებიდან გამომდინარე ვიცით, რომ ჰაერის დამბინძურებლებს, ჯანმრთელობაზე მთელი რიგი უარყოფითი შედეგები აქვთ", — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ტანია ალდერეტი. "ამ კვლევის მთავარი მიზანია ანახოს, რომ დაბინძურება კუჭში გარკვეულ ცვლილებებს იწვევს".
კუჭის ფიზიოლოგიის და მიკროფლორის დარღვევა ხშირად უკავშირდება მეორე ტიპის დიაბეტს და რიგ ანთებით, ქრონიკულ დაავადებებს, რომლებიც სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებენ.
კვლევაში განხილულია ქალაქ დენვერის "ყავისფერი ღრუბელი", დაბინძურებული არეალი სადაც ოზონის განსაკუთრებულად მაღალი დონეა, ეს კი ადამიანებში ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მიკრობების მრავალფეროვნებას ამცირებს და უამრავ დაავადებას უკავშირდება.
"[ჩვენი ორგანიზმის] ბაქტერიული მრავალფეროვნების შემცირება, მეორე ტიპის დიაბეტთან მჭიდრო კავშირშია", — ამბობს ალდერეტი.
ალდერეტის გუნდმა, ადამიანის მომნელებელი სისტემის ბაქტერიებზე ჰაერის დაბინძურების გავლენის დასადგენად, გენომური სეკვენირების ახალი ტექნოლოგია გამოიყენა. მკვლევრებმა სამხრეთ კალიფონიის 101 მოქალაქე შეისწავლეს.
სუბიექტები, რომლებზეც ოზონის მაღალი დონე ყველაზე მეტად მოქმედებდა, ბაქტერია Bacteroides caecimuris-ის მაღალ დონეებს აჩვენებდნენ. ეს მნიშნველოვანია იმიტომ, რომ ბევრი კვლევის მიხედვით, ამ ბაქტერიის სიჭარბე ხშირად ჭარბწონიანობასთან არის დაკავშირებული.
ოზონის მაღალი დონე ბაქტერიების მრავალფეროვნების შემცირების გარდა, კონკრეტული ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. ბაქტერიული თანაფარდობის დარღვევა და კონკრეტული ბაქტერიების ჭარბი გამრავლებაა ის, რაც მკვლევრების აზრით ზემოხსენებულ დაავადებათ უმეტესობას განაპირობებს.
კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათ მიგნებებს მთავრობის წარმომადგენლები უყურადღებოდ არ დატოვებენ.
ალდერატის თქმით, ამჟამინდელი სამეცნიერო კვლევები ნათლად აჩვენებენ თუ რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ჰაერის დაბინძურება ორგანიზმისთვის.
კომენტარები