აშშ-მა ირანს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა. ინფორმაციას სააგენტო როიტერსი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც პომპეო აცხადებს, აშშ ირანს დახმარებას სთავაზობს, რადგან ეჭვი აქვთ, რომ ირანი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ რეალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.

"ჩვენ შევთავაზეთ ირანის ისლამურ სახელმწიფოს დახმარება. მათი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა ძლიერი არ არის და ასევე არ გვაწვდიან ინფორმაციას ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ... ირანში რთული მდგომარეობაა და მე ძალიან შეშფოთებული ვარ, რომ ისინი ინფორმაციას არ გვიზიარებენ", — განაცხადა პომპეომ.

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 34 ადამიანი დაიღუპა.