პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სტატუსის გადამოწმებისას არ შეუწყდებათ შემწეობა. ამის შესახებ ხუნდაძემ დღეს, 14 თებერვალს სპეციალური ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ინიციატივის განსახორციელებლად საჭიროა 5,4 მილიონი ლარი წელიწადში.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ კონსულტაციები უკვე გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ცვლილება ძალაში შევა მიმდინარე წლის აპრილიდან:

"დღეის მდგომარეობით, სტატუსის მატარებელ ოჯახებს დროებით უჩერდებათ დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ განაცდური უნაზღაურდებათ, მაინც მძიმეა მათთვის ეს პერიოდი... გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ გაგრძელდება ან შეუჩერდებათ დახმარების მიღება".