გერმანული მოდელი რომ კონსტიტუციურია, ეს ფრაზა "ქოფი ფეისთით" ამოგვიღონ — თეა წულუკიანი ოპოზიციას
იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნიდან ის ფრაზა "ქოფი ფეისთით" ამოიღონ, სადაც ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზეა საუბარი.
წულუკიანის თქმით, "სამარცხვინოა", რომ ოპოზიციამ "უცოდინრობა" აჩვენა და "ვერ გაიგო" პროექტის კონსტიტუციურობა სად შეემოწმებინათ.
ამ დასკვნაში, რომელიც ინგლისურ ენაზეა გამოცემული, რამდენადაც მე ამ ენას ვფლობ, არსად წერია ის, რომ მათ მიერ გაგზავნილი ე.წ. გერმანული მოდელი შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. თუ ეს სადმე წერია, მე მოვუწოდებ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს, რომ ე.წ "ქოფი ფეისთით" ეს ფრაზა ამოგვიღოს და წინ დაგვიდოს, ამგვარი არ არსებობს", — განაცხადა წულუკიანმა.
ეუთო/ოდირის დასკვნა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე გუშინ, 5 თებერვალს გამოქვეყნდა. ევროპული საქართველოს ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, დასკვნით ე.წ. გერმანული მოდელი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას:
"როგორც მოსალოდნელი იყო, ეუთო ამ დასკვნაში საუბრობს იმაზე, რომ ეს მოდელი არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, მას არ აქვს არანაირი წინააღმდეგობა არც საუკეთესო პრაქტიკასთან, რომელიც ევროპაში თუ სადმე სხვაგან არსებობს. ეუთო ამბობს, რომ ნებისმიერი მოდელი, რომელიც იქნება შეთავაზებული მხარეებს შორის და მასზე უნდა არსებობდეს კონსენსუსი. ანუ ამბობს სწორედ იმას, რაზეც ამდენი ხანია, საუბრობს ოპოზიცია და რაზეც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ წამოვიდეს დიალოგზე".
ეუთოს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის სუვერენული უფლებაა, თუმცა ასევე, წერია ისიც, რომ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა სასამართლოებმა უნდა მიიღონ.
დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ შემოთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელი აკმაყოფილებს უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე, პერიოდული არჩევნების პრინციპებს.
ეუთო აცხადებს, რომ ნებისმიერი საარჩევნო ცვლილება საგულდაგულოდ უნდა განიხილონ და პარტიებმა ფართო კონსესუსით მიიღონ.
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები