ინვესტ ჯგუფი ანანოვების სასახლის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
ინვესტ ჯგუფმა ანანოვების სასახლის პროექტი წარადგინა. პროექტის მიხედვით, სასახლეს სრულიად შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე, რეაბილიტირდება და შენობაში 6 ნომრიანი სასტუმრო, მიმდებარე ტერიტორიაზე კი ტურისტული ცენტრი, ალკოჰოლური სასმელების საგამოფენო/სადეგუსტაციო სივრცე, სპორტული მოედანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ანანოვების სასახლის საინვესტიციო პოტენციალი Cushman & Wakefield Georgia-მ შეისწავლა. კვლევის შედეგების მიხედვით, შემუშავდა განვითარების კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი, განსხვავებული ტიპის ტურისტული ზონა.
"პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმერეთის რეგიონის განვითარებისთვის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტერიტორია იყო აუთვისებელი და უფუნქციო, ამიტომაც დიდი ენთუზიაზმით ჩავერთეთ განვითარების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანანოვების სასახლეს შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება სამუშაო ადგილები და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა", — აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი, Cushman & Wakefield Georgia-ს პარტნიორი გიორგი ჯაფარიძე.
ინვესტ ჯგუფის დირექტორი, დავით კობახიძე აღნიშნავს, რომ ეკონომიკის სამინისტროს პროექტი "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ქართული ტურისტული ბაზრის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს და დაინტერესებულ ინვესტორებს საშუალებას მისცემს აქამდე მიტოვებული შენობები გამოაცოცხლონ, ახალი სიცოცხლე შესძინონ, ხალხი დაასაქმონ, მოიზიდონ ახალი ტურისტები და ინვესტიციები ისევ საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისკენ მიმართონ.
"ახალი ტურისტული ცენტრის, სასტუმროსა და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ვალდებულებით განსაზღვრულ 4 მილიონ ლარზე ბევრად მეტი თანხის დახარჯვა იგეგმება. არსებული გეგმით, სასტუმროსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე ადამიანი დასაქმდება. რაც შეეხება სხვა დამატებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღნიშნულ ტერიტორიაზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროსთან და ჩვენი ინტერესების საბოლოო თანხვედრის შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ, რომ ახალ პროექტებზე მუშაობა სწორედ რომელიმე საერთაშორისო ბრენდთან დავიწყოთ. დღეს წარმოდგენილი პროექტით ძალიან ვამაყობთ, არქიტექტორთა და დიზაინერთა ჯგუფმა მართლა კოლოსალური სამუშაო გასწია ასეთ მოკლე დროში. შედეგი, ვფიქრობ, ყველასთვის შთამბეჭდავია!“
ანანოვების სასახლის სასტუმროსა და მიმდებარე ლანდშაფტის მოწყობის პროექტზე MUA – Multiverse Architecture არქიტექტორებისა და დიზაინერების გუნდმა იმუშავა.
"ჩვენთვის მსგავსი ისტორიის მქონე შენობის რეკონსტრუქციაზე მუშაობა, თანაც ისე, რომ ისტორიული იერსახე და კულტურული იდენტობა შეგვენარჩუნებინა, ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო. ვფიქრობ, პროექტი ძალიან წარმატებული იქნება და გვიხარია, რომ ამაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ", — აცხადებს პროექტის ავტორი, დევი ქიტუაშვილი.
ანანოვების სასახლეში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები