ცნობილმა ფრანგმა ქართველოლოგმა, ბერნარ უტიემ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმსა და წიგნის მუზეუმს ასობით უნიკალური გამოცემა გადასცა. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

"დიდი და მნიშვნელოვანი ამბავი: ეს ორი დღე ბურგუნდიაში ძალიან ნაყოფიერი და დიდი თანამშრომლობის დასაწყისი გამოდგა. უღრმესი მადლობა ჩვენს მეგობრებს, ისტორიკოს ლაშა ოთხმეზურს და ყოფილ ელჩს საქართველოში ეკა სირაძე-დელონეს ამ მოლაპარაკებაში ფასდაუდებელი დამხარებისთვის", — წერს გიორგი კეკელიძე.

ფოტო: გიორგი კეკელიძე / ფეისბუქი