თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური პერსპექტივა თამარ კეკენაძის თვალთახედვით - ინტერვიუ
ვინ იქნებიან პარტიის ახალი სახეები და რა ახალი იდეებით აპირებენ თავის დამკვიდრებას თავისუფალი დემოკრატები არჩევნებში მარცხისა და პარტიიდან ლიდერების წასვლის შემდეგ. წაიკითხეთ On.ge-ს ინტერვიუ პარტიის აღმასრულებელ მდივანთან, თამარ კეკენაძესთან.
ფოტო: On.ge
თავისუფალმა დემოკრატებმა ხმების 4,63 პროცენტი მიიღეთ არჩევნებში და სულ ცოტა დაგაკლდათ ბარიერის გადასალახად. რა შეცდომები დაუშვა პარტიამ? რატომ ვერ გადალახეთ ბარიერი?
ჩვენ, სამწუხაროდ, დაგვაკლდა ზუსტად 6 557 ხმა იმისთვის, რომ გადაგველახა ბარიერი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი კვირა გავიდა, ეს მაინც არ არის საკმარისი იმისათვის, რათა სიღრმისეულად მოხდეს გაანალიზება, თუ რა მოხდა და რატომ ვერ გადავლახეთ ბარიერი. თუმცა, რა თქმა უნდა, პირველადი შეფასებები უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ. იმისთვის, რომ უფრო დეტალურად შეგვესწავლა რა მოხდა, შევქმენით სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც დღეის მდგომარეობითაც ამ საკითხებზე მუშაობს და სხვადასხვა მიმართულებით იკვლევს, თუ რა მოხდა, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის კუთხით, ასევე როგორი ეფექტიანი გზავნილები გვქონდა და მოვახერხეთ თუ არა სწორი კომუნიკაცია ამომრჩეველთან. დაახლოებით ნოემბრის ბოლოს უკვე სრული სურათი გვექნება. ამაზე დაყრდნობით ვაპირებთ, რომ დავგეგმოთ პარტიის შემდგომი განახლება, რეორგანიზაცია.
პირველადი შეფასებები რაც არის, ბევრი პრობლემა იყო საარჩევნო ადმინისტრაციის კუთხით, ანუ უბნებზე ჩვენი კომისიების და წარმომადგენლების მუშაობასთან დაკავშირებით გვაქვს ბევრი კითხვის ნიშანი. ამან გამოიწვია ის, რომ მეორე ტურის მზადებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ცოტა დრო იყო, ჩვენ არ დაველოდეთ მოკვლევის დასრულებას და სადაც კითხვის ნიშნები გვაქვს, იქ 21 ოლქიდან 385 კომისიის წევრი გამოვიწვიეთ. რეალურად, ეს იყო პრევენცია იმისთვის, რომ არ მივცეთ უფლება არავის, თავისუფალი დემოკრატების სახელით ბოროტად ისარგებლონ.
რა გააკეთა თავისუფალმა დემოკრატებმა იმისათვის, რომ საკუთარი იდეოლოგიური ღირებულებები უკეთესად აეხსნა საკუთარი ამომრჩევლისთვის? მაგალითად, ჩვენ გვახსოვს, რომ იგივე ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების შეტანას თავისუფალი დემოკრატები მხარს უჭერდნენ. თუნდაც ამ საკითხმა ხომ არ მოახდინა გავლენა პროდასავლური ამომრჩევლის მობილიზებაზე თქვენს სასარგებლოდ?
ვერ ვიტყოდი, რომ ამ საკითხმა მოახდინა გავლენა. რეალურად, კანონმდებლობაში ეს საკითხი ისედაც არის დარეგულირებული. ამიტომ ამის კონსტიტუციაში ჩაწერით შინაარსობრივად არაფერი არ იცვლება. მხარს ვუჭერთ იმ არგუმენტით, რომ ეს ისედაც არის დარეგულირებული. კონსტიტუციაში ჩაწერით, ის კითხვის ნიშნები, ნეგატიური რიტორიკა და ანტიდასავლური პროპაგანდა, რაც პრორუსული ძალების მიერ ხდება, დასრულდება.
არ ფიქრობთ, რომ ეს ცვლილება, პირიქით, გამოიწვევს ჰომოფობიური დამოკიდებულებების გამწვავებას?
არა, ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ ჩემზე საუბარი. ეს იყო პარტიის გადაწყვეტილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხზე სპეკულაციებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი იმიტომ, რომ ეს ისედაც არის დარეგულირებული და თუ კონსტიტუციაში ჩაწერით ამ საკითხზე დისკუსიას საბოლოო წერტილი დაესმება, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
ჩვენი საარჩევნო პლატფორმა და ყველა მიმართულება და შეთავაზებები იყო დაფუძნებული სწორედ ლიბერალურ ღირებულებებზე და კონკრეტული შეთავაზებებიც იყო გამომდინარე აქედან: როგორ ვხედავთ ჩვენ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, რა მექანიზმებია ამისთვის შესამუშავებელი, რა ნაბიჯებია გადასადგმელი და ა.შ. ეს იყო საკმაოდ ფართო სპექტრი შეთავაზებებისა, რასაც თავისუფალი დემოკრატები წინასაარჩევნოდ ვთავაზობდით მოსახლეობას.
წინასაარჩევნო პერიოდში მყარი პოზიცია გქონდათ, რომ დამოუკიდებლად უნდა მიგეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა ბარიერი ვერ გადალახეთ. არჩევნების შემდეგაც იმავე პოზიციაზე რჩებით. რატომ?
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა თავისუფალმა დემოკრატებმა დამოუკიდებლად მივიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. ეს იყო ძალიან გააზრებული გადაწყვეტილება. აქამდე, მთელი 8 წლის განმავლობაში, ჩვენ სხვადასხვა კოალიციების ფარგლებში ვმონაწილეობდით არჩევნებში. ამანაც შეუშალა ხელი იმას, რომ ამომრჩევლის თვალში პარტია აღქმულიყო როგორც დამოუკიდებელ, ძლიერ სუბიექტად. ამიტომ ეს იყო ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება. გვინდოდა ჩვენ თვითონ მოგვესინჯა ძალები. გვინდოდა გვენახა, ვინ არის ჩვენი რეალური ამომრჩეველი. მიუხედავად იმ შედეგისა, რაც დაგვიდგა, ვთვლით, რომ ეს იყო სერიოზული
ჩვენ ვთვლით, რომ იმაზე მეტი ამომრჩეველი გვყავს, ვიდრე მივიღეთ ხმები
გამოცდილება პარტიისთვის. დავინახეთ, რა იყო ის მცირე შეცდომები, თუ დიდი შეცდომები, რამაც ეს ყველაფერი განაპირობა. ვაპირებთ ამ კუთხით მივიღოთ გადაწყვეტილებები - შევცვალოთ მართვის მიმართულებით ბევრი რამ. კონკრეტული გზავნილების კუთხითაც გადავხედოთ, რატომ ვერ მოვახერხეთ ჩვენი ამომრჩევლის ორგანიზება. ჩვენ ვთვლით, რომ იმაზე მეტი ამომრჩეველი გვყავს, ვიდრე მივიღეთ ხმები. საუბარია იმაზეც, რომ ძალიან ბევრი მათგანი დარჩა სახლში. ეს არის მეორე მიმართულება რაზეც მოგვიწევს შემდეგი არჩევნებისთვის უფრო აქტიურად მუშაობა. იმდენად მცირეა ის ხმები რაც დაგვაკლდა, რაც ჩანს ზედაპირზე, ეს არ არის გლობალური პრობლემები, რისი გამოსწორებაც არ შეიძლება და რაც ჩვენ გვაიძულებდა, დაგვეწყო გაერთიანებებზე საუბარი სხვა პოლიტიკურ ძალებთან. გაერთიანებები ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ შენი და სხვა პოლიტიკური ძალის ე.წ. პროცენტული მაჩვენებელი იკრიბება და შენ იღებ რაღაც შედეგს. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. ეს არ არის პირდაპირი მათემატიკა, რომ ციფრები იკრიბებოდეს.
ალექსი პეტრიაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ონოფრიშვილი, ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე - ეს ლიდერები წავიდნენ. ირაკლი ალასანიაც დროებით ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას. ნინო გოგუაძის, მაია ფანჯიკიძისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის გარდა, პარტიაში ფაქტობრივად აღარ დარჩნენ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები. როგორ აპირებს განახლებას და ახალი სახეების მოზიდვას? როგორია თქვენი სამომავლო გეგმები კონკრეტულად?
ეს არის ერთ-ერთი საკითხი, სადაც, ალბათ, ჩვენ შეცდომები დავუშვით. მიუხედავად იმისა, რომ პარტიას ძალიან ბევრი პროფესიონალი წევრი ჰყავს, მათ შორის წინასაარჩევნოდ შემომატებული მაჟორიტარები და განახლებული გამგეობა, რომელიც ივლისში ავირჩიეთ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, საზოგადოებისთვის ეს ხალხი გაგვეცნო.
პარტიას ბოლო 8 წლის განმავლობაში ჰყავდა 4-5 სახე, რომელთა მიმართებითაც ხდებოდა ზოგადად პარტიის იდენტიფიცირება. ამ ადამიანების გასვლამ პარტიიდან და პოლიტიკური სივრციდან, გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი. რეალურად, პარტია რჩება იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც მუშაობდა. პირიქით, ძალიან ბევრი, კარგი, მაღალი დონის პროფესიონალი შემოგვიერთდა მას მერე, რაც პარტიამ კოალიცია ქართული ოცნება დატოვა. ახალი სახეები არიან, უბრალოდ არ ჩანან და ჩვენ ვაპირებთ, რომ მიზანმიმართულად ვიმუშაოთ, რათა ეს ადამიანები უკვე სხვა კუთხით გავაცნოთ საზოგადოებას.
პარტიას ძალიან ბევრი პროფესიონალი ჰყავს, მათ შორის წინასაარჩევნოდაც შემომატებული მაჟორიტარების სახით და ის განახლებული გამგეობა, რომელიც ივლისში ავირჩიეთ. ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ საზოგადოებისთვის ეს ხალხი გაგვეცნო ფართოდ.
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ჩვენ დაველოდებითამ სამუშაო ჯგუფის საბოლოო შედეგებს. თუმცა, უკვე გამოვაცხადეთ და დავიწყეთ პარტიული სტრუქტურების რეორგანიზაცია როგორც თბილისის რაიონული ორგანიზაციებში, ასევე ზოგადად, მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ პარტიის ოფისებში. გვინდა, რომ მაქსიმალურად გავხსნათ კარები ახალი ადამიანებისთვის და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვგეგმავთ უფრო განახლებული გუნდი შევთავაზოთ საზოგადოებას. განსაკუთრებით იმ რეალობაში, როდესაც ბევრი პროდასავლური ძალა აღმოჩნდა საპარლამენტო აქტივობების მიღმა, ძალიან მალე დადგება ახალი ადამიანების პოლიტიკაში შემოსვლის საჭიროება. ჩვენ ვიქნებით პლატფორმა, რომელიც ამ ადამიანებს მოიზიდავს.
როგორ აპირებთ დაფინანსების საკითხის მოგვარებას?
პარტია რჩება კვალიფიციურ სუბიექტად, ანუ ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებში 3 პროცენტს იღებს, იღებს სახელმწიფო დაფინანსებას. რაც მეტ ხმას იღებ, ეს დაფინანსება უფრო იზრდება. ჩვენ შემთხვევაში ამას ემატება ის თანხა, რომელიც გამოწვეულია იმ ფაქტორებიდან, როდესაც პარტიის სიაში გენდერული კვოტაა დაცული. ესეც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო განხილვების დროს კვოტირების სისტემა ჩავარდა, ჩვენ სიის ფორმულირების პროცესში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწესებინა თვითკვოტირება. ამიტომ პარტიას აქვს განახლების რესურსი და შესაძლებლობა, უკვე გაზაფხულიდან გადავიდეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების აქტიურ რეჟიმში.
რაც შეეხება შემოწირულობებს, საქართველოს რეალობაში ეს არის ძალიან რთული. ეს არის ის მიმართულება, რაც ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან სერიოზულ მიხედვას საჭიროებს. ძალიან რთულია დაარწმუნო ადამიანები. არის შიშის ფაქტორიც. ბევრი სამუშაოა არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან, არამედ ზოგადად პოლიტიკაში მონაწილე სუბიექტების მხრიდან. წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც დავრწმუნდით, თუ რამდენად რთულია თანხების მოზიდვა ამომრჩევლების მხრიდან. ბიზნესიც ფრთხილობს ამ კუთხით, მერე აქვთ შიში, რომ რამე არ დაემართოს მათ ბიზნესს. ეს არის ის რეალობა, რომელიც უნდა ვაღიაროთ.
სამომავლოდ რა სახის იდეებით აპირებთ თავის დამკვიდრებას და მხარდამჭერების შემოკრებას? რა იქნება ის პრიორიტეტული საკითხები, რომელთაც დღის წესრიგში დააყენებთ?
ვაპირებთ ძალიან აქტიურად ვიმუშავოთ იმ მიმართულებით, რაც გვქონდა პროგრამულ შეთავაზებაში. მიუხედავად იმისა, რომ ბარიერი ვერ გადავლახეთ, ეს არის ის კონკრეტული პროგრესული ხედვა და ყველა კონკრეტული მიმართულების, რეფორმების შეთავაზება: თავდაცვა, უსაფრთხოება, საერთაშორისო მიმართულებით ქვეყნის განვითარება, ეკონომიკის განვითარების კუთხით რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
კონკრეტული, მოკლე, მარტივად გასაგები მესიჯები გაქვთ რაიმე?
ეს არის ის მესიჯები, რაც გვქონდა წინასაარჩევნოდ, თვითმმართველობის არჩევნები სპეციფიური არჩევნებია. ამიტომ ჯერ ადრეა ამ საკითხზე საუბარი. გაზაფხულიდან დავიწყებთ კონკრეტულ მესიჯებზე მუშაობას. თვითმმართველობის არჩევნებზე კონკრეტულ სოფელს, კონკრეტულ ოლქში უნდა იყოს სპეციფიური შეთავაზება.
კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულება არ გაქვთ არჩეული?
ესე ერთი და ორი არ არის. ეს არის ის ხედვა, რა ხედვაც პარტიას აქვს, როგორი უნდა იყოს ქვეყნის განვითარება, როგორც ეკონომუკური, ასევე ქვეყნის სისტემური მოწყობა როგორი უნდა იყოს. გვექნება ძალიან კონკრეტული შეთავაზებები თვითმმართველობის რეფორმების კუთხით. ჩვენ ასე ამოგლეჯილად არ ვუყურებთ ამას. ეს არის ერთიანი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და ქვეყანას ჰქონდეს რეალურად ევროპული პერსპექტივა.
ვის მოიაზრებთ პარტიის ლიდერად? არის ვინმე კანდიდატი?
ამ ეტაპისთივს მე, როგორც აღმასრულებელ მდივანს, მაკისრია ეს უფლება-მოვალეობა, გამგეობა არის ახალი არჩეული. ჩვენ მერე ერთად გადავწყვიტავთ, დგება თუ არა საჭიროება შემდეგი ყრილობის და როდის დადგება ეს საჭიროება.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს

კომენტარები