პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მაღალი რანგის სამეფო სტატუსს ტოვებენ
ბუკინგემის სასახლის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი აცხადებენ, რომ "აპირებენ სამეფო ოჯახის "წოდებით ზემდგომ" წევრობაზე უარი თქვან და იმუშაონ, რათა ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ".
ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ მათ სურთ "ამ ინსტიტუციის შიგნით ახალი პროგრესული როლი შექმნან".
მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება "მრავალთვიანი დაფიქრებისა და შიდა განხილვების შემდეგ მიიღეს".
"ჩვენ გვინდა უარი ვთქვათ სამეფო ოჯახის "წოდებით ზემდგომ" წევრობაზე და ვიმუშაოთ, რათა დამოუკიდებლები გავხდეთ, ამავდროულად კი გავაგრძელებთ მისი უდიდებულესობის, დედოფლის მხარდაჭერას", — წერია განცხადებაში.
"ბოლო წლებში თქვენი მხარდაჭერის დამსახურებაა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მოვახერხეთ", - აცხადებენ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი.
მათი თქმით, ისინი გეგმავენ, რომ დრო თანაბრად გაატარონ დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ამასთანავე კი გააგრძელებენ "დედოფლისა და ინგლისის სახელმწიფოს პატივისცემას".
"ეს გეოგრაფიული წონასწორობა საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ვაჟი სამეფო ტრადიციებით ღირსეულად აღვზარდოთ და ამავდროულად უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ოჯახს მივცეთ სათანადო სივრცე, რათა შევძლოთ კონცენტრაცია ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე, რომელშიც ქველმოქმედება მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს".
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი გასულ შობას სამეფო ოჯახთან ერთად არ შეხვედრია, მოგვიანებით კი წყვილი ვალდებულებისგან მცირე ხნით გათავისუფლდა და რამდენიმე დღე შვილთან ერთად კანადაში გაატარა. ეს განცხადება სწორედ მათი კანადიდან დაბრუნების შემდეგ გავრცელდა.
რაზე თქვა უარი ამ გადაწყვეტილებით სამეფო წყვილმა?
სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მიერ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ ამიერიდან ისინი აღარ მიიღებენ დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან ფინანსურ მხარდაჭერას. აქამდე მათი ხარჯების 5%-ს ბრიტანეთის მთავრობა აფინანსებდა, დანარჩენ 95%-ს კი პრინც ჰარის მამა, პრინცი ჩარლზი პირადი ქონებიდან.
ეს გადაწყვეტილება ჰარის და მეგანს საშუალებას მისცეს, რომ ანაზღაურებადი სამსახურით გამოიმუშავონ ფული, რაც მანამდე არ შეეძლოთ.
"მათთვის ძვირფასია შესაძლებლობა, რომ პროფესიული უნარებით შემოსავლების მიღება შეძლონ, რაც ამჟამინდელი სამეფო სტრუქტურით აკრძალული ჰქონდათ. ამის გამო მათ გადაწყვიტეს გახდნენ სამეფო ოჯახის ისეთი წევრები, რომლებიც ფინანსურად დამოუკიდებლები იქნებიან", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ამბობენ თუ არა ამით ისინი სამეფო ოჯახის წევრობაზე უარს?
არა — როგორც მათ განცხადებაში ვკითხულობთ, ისინი კვლავ გააგრძელებენ სამეფო ვალდებულებების შესრულებასა და დედოფლის მხარდაჭერას:
"სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ღრმად სწამთ მონარქიის მნიშვნელობისა და მათი ერთგულება დედოფლის მიმართ შეურყეველია".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები