საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ განმარატვს, რომ ქართული ენაზე საუბრის დროს "არც ჯარი გვაქვს და არც გვექნებას" თქმა რიტორიკის ნაწილი იყო.

"არანაირად არ ეხებოდა ეს ჯარს. იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა და ფიგურა, რომელიც იხმარება რიტორიკაში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ", — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

10 დეკემბერს ერთ-ერთ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი". აღნიშნულ განცხადებას კრიტიკულად შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავარსარდლისაგან მსგავსი განცხადება მიუღებელია. პარლამენტარმა სოფო კილაძემ კი აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი სხვა რამეს გულისხმობდა, თუმცა "პრეზიდენტმა სათქმელი ვერ გადმოსცა, რადგან საქართველოში გაზრდილი არაა".

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მამუკა მდინარაძის თქმითვე, ადამიანს შეიძლება სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ მსგავს განცხადებებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით კი ზურაბიშვილის ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო.