10 საყვარელი საჩუქარი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც შინაური ცხოველები ჰყავთ
ვინ თქვა, რომ დღესასწაულებზე საჩუქრები მხოლოდ ჩვენ გვიხარია? სულაც არ არის გამორიცხული, რომ ჩვენს საყვარელ შინაურ ცხოველებსაც ძალიან აბედნიერებს მათთვის საჭირო და სახალისო ნივთები, რომელთაც დღესასწაულებზე ვჩუქნით.
ახლა სწორედ იმ 10 საჩუქრის შესახებ გიამბობთ, რომლებიც, როგორც შინაური ცხოველების მეპატრონეებს შეუძლიათ შეიძინონ თავიანთი ერთგული მეგობრებისთვის, ასევე მათ, ვისაც საჩუქრის შერჩევა უნდა იმ ადამიანისთვის, ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს — ამ შემთხვევაში ცხოველსა და პატრონს ერთდროულად გაახარებთ.
1. ნაძვის ხის ფორმის მყუდრო სახლი პრეტენზიული ფისოებისთვის
ეს საჩუქარი იდეალური გამოსავალია იმ ოჯახისთვის, სადაც საახალწლო ნაძვის ხეს თავნება ფისოს გამო ვერ დგამენ: ეს უნიკალური ნივთი ერთდროულად გაახარებს, როგორც პატრონს, ისე ოთხფეხა მეგობარს.
ფასი: $16.77
2. ფუმფულა სათამაშო ძაღლებისთვის
საახალწლო დეკორაციები როგორც ჩვენ გვაბედნიერებს, ისე ახარებს ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც ახალი, ჭრელი და ფუმფულა სათამაშოები. მაგალითად ეს უსაყვარლესი სტაფილო, რომელშიც მსუნაგი კურდღლები არიან დამალული, ძაღლებისთვის საყვარელი თავშესაქცევი გახდება.
ფასი: $9.59
3. დახვეწილი ჩანთა ცხოველების უსაფრთხოდ გადაყვანისთვის
შინაური ცხოველების პატრონებს ხშირად აწუხებთ, თუ რა საშუალებით წაიყვანონ თავიანთი ცხოველები სამოგზაუროდ, ან ექიმთან გეგმიურ შემოწმებაზე. ეს ულამაზესი ჩანთა კი გარდა იმისა, რომ კატებისა თუ ძაღლებისთვის კომფორტული საშუალება იქნება გადაადგილების დროს, მათ პატრონებსაც დაამშვენებს, როგორც მოხდენილი სუვენირი.
ფასი: $10.96
4. საახალწლო კოსტიუმი ოთხფეხა მეგობრებისთვის
თუ გინდათ, რომ ახალი წელი ლაპლანდიიდან ჩამოფრენილ ირემთან ერთად გაატაროთ, მაშინ ეს საოცრად სახალისო და საყვარელი კოსტიუმი სწორედ თქვენთვისაა.
ფასი: $6.10
5. სათამაშოების ნაკრები მოუსვენარი ფისოებისთვის
მოწყენილობა ადამიანებზე მეტად კატებს უფრო აწუხებთ ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლში ხშირად უწევთ მარტო ყოფნა. ეს 12 განსხვავებული სათამაშოსგან შემდგარი ნაკრები კი მათ დაეხმარება დრო მარტო დარჩენილებმაც შესანიშნავად გაატარონ.
ფასი: $11.89
6. პიჟამები მთელი ოჯახისთვის
დიახ, ეს თბილი და კომფორტული პიჟამები მთელი ოჯახისთვისაა — მათ შორის, დამჯერი ცუგებისთვისაც.
7. კოხტა ქოთანი მასში გასაზრდელი ბალახით კატების ჯანმრთელობისთვის
შეიძლება, თქვენს ფისოს ხშირად ვარცხნით და შესაბამისი საკვებითაც ამარაგებთ, მაგრამ ხანდახან მას მაინც ესაჭიროება დამატებითი საშუალებები, რათა ბეწვი მოინელოს. ამ საჩუქარში კი დახვეწილ ქოთანთან ერთად, რომელიც თქვენს სახლსაც დაამშვენებს, სპეციალური მცენარის თესლიც მოყვება, რომელსაც სულ მარტივად გაზრდით და ფისოს გაახარებთ.
ფასი: $15.97
8. სანტას ქუდი ზაზუნებისთვისა და ზღვის გოჭებისთვის
განა ადამიანები მხოლოდ ძაღლებთან და კატებთან მეგობრობენ? შესაბამისად, თქვენი ზაზუნები ან ზღვის გოჭებიც შეგიძლით გამოაწყოთ ახალი წლის განწყობის შესაფერისად.
ფასი: $8.99
9. თბილი საწოლი ძაღლებისა და კატებისთვის
ეს საწოლი იდეალური გარანტი იქნება, რომ თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა ეს ზამთრის ცივი დღეები თბილად გაატაროს.
ფასი: $29.80
10. ეს კოხტა აკვარიუმი დაგეხმარებათ, რომ საკუთარი ზღვისქვეშა სამყარო მოაწყოთ
თუ აქამდე პატარა ლამაზი თევზების მოვლაზე არ გიფიქრიათ, ეს ულამაზესი აკვარიუმი აზრს შეგაცვლევინებთ: ყველა საჭირო აღჭურვილობით დატვირთული ეს აკვარიუმი არა მარტო თევზებისთვის იქნება იდეალური საცხოვრებელი, არამედ თქვენს სახლის გარემოსაც დაამშვენებს.
ფასი: $32.89
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები