8 ახალი წიგნი, რომელიც თბილისის წიგნის დღეებზე უნდა შეიძინოთ
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობ
ბოლო პერიოდში ქართველი მკითხველები განსაკუთრებულად განებივრებულები ვართ ახალ-ახალი გამოცემებითა და ლიტერატურული სიახლეებით. ამას ემატება ისიც, რომ უკვე წელიწადში რამდენჯერმე იმართება წიგნის სხვადასხვა ფესტივალი, სადაც მკითხველებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთ სივრცეში თავმოყრილი ყველა ქართული გამომცემლობის სტენდზე სასურველი წიგნი ფასდაკლებით შეიძინონ.
ამჯერად 28 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით ექსპო ჯორჯიის მეთერთმეტე პავილიონი ტრადიციულად კიდევ ერთ ლიტერატურულ დღესასწაულს უმასპინძლებს, სადაც გამომცემლობები მკითხველებს წიგნების მრავალფეროვანი არჩევანითა და განსაკუთრებული ფასდაკლებებით უმასპინძლებენ.
უკვე ლამის ტრადიციად დამკვიდრდა, რომ სწორედ წიგნის ფესტივალზე უნდა ველოდოთ განსაკუთრებულ სიახლეებს. გამონაკლისი არც თბილისის წიგნის დღეებია და ამ სტატიაში სწორედ იმ მნიშვნელოვანი ახალი გამოცემების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ლიტერატურის მოყვარულებს უყურადღებოდ არ უნდა დაგრჩეთ.
1. ამბოხის გზა — რიჩარდ იეიტსი
მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ცნობილი ამერიკელი მწერალი, რიჩარდ იეიტსი 2016 წელს უკვე გაიცნო ქართველმა მკითხველმა მისი რომანის სააღდგომო ჩვენება პირველი თარგმანით (და თუ ჯერ არ წაგიკითხავთ ორი დის ეს საოცრად ამაღელვებელი ისტორია, გამომცემლობა დიოგენეს სტენდიდან აუცილებლად უნდა გამოაყოლოთ ხელს). იეიტსის შემოქმედებიდან განსაკუთრებულად პოპულარული მწერლის პირველი, 1961 წელს გამოქვეყნებული სადებიუტო რომანი ამბოხის გზაა, რომელმაც თავიდანვე გაუთქვა სახელი მას. იშვიათია, მწერალს პირველი წიგნი (თანაც, არც ისე თხელტანიანი) ასე ოსტატურად შესრულებული იყოს — 2005 წელს ჟურნალმა TIME-მა ის 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანს შორის დაასახელა.
წიგნი განსაკუთრებულად ნაცნობი იქნება კინომანებისთვის: 2008 წელს გამოვიდა ეკრანებზე ამავე სახელწოდების მქონე ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო, ქეით უინსლეტი და კეტი ბეიტსი ასრულებენ. 1950-იან წლებში განვითარებული ახალგაზრდა წყვილის, ფრენკისა და ეიპრილის ისტორია რეჟისორმა სემ მენდესმა იდეალურად გააცოცხლა კამერის წინ, რის გამოც არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოც დაიმსახურა.
2. შავი პრინცი - აირის მერდოკი
მთარგმნელი: თამარ ლომიძე
ფოტო: გამომცემლობა დიოგენე
აქტიური მკითხველები უკვე შეამჩნევდით, რომ გამომცემლობა დიოგენე შედარებით იშვიათად, თუმცა ყოველთვის გამორჩეული ხარისხის ლიტერატურით გვამარაგებს. თანაც ამ გამომცემლობას საუკეთესოდ გამოსდის ახალი, უფრო სწორად, ქართველი მკითხველებისთვის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ამავდროულად უაღრესად მნიშვნელოვანი ავტორების საკადრისად გაცნობა. მაგალითად, ბრიტანული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ავტორს, აირის მერდოკს ქართულენოვანი მკითხველები სათანადოდ არ ვიცნობთ, არადა ის ათეულობით რომანის ავტორია და მთელს მსოფლიოში უკვე კლასიკოს მწერლადაა აღიარებული.
თუმცა, უკვე შესაძლებლობა გვაქვს მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები, შავი პრინცი მშობლიურ ენაზე წავიკითხოთ და უამრავი ალუზიით დახუნძლული ამ საოცარი სასიყვარულო ისტორიით დავტკბეთ.
3. კონტრაპუნქტი — ოლდოს ჰაქსლი
მთარგმნელი: გია ბერაძე
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
აი, აირის მერდოკის თანამემამულეს, ოლდოს ჰაქსლის კი ქართველი მკითხველი კარგად იცნობენ: აქამდე უკვე ითარგმნა მისი ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, როგორებიცაა საოცარი ახალი სამყარო, კუნძული და დრო უნდა ჩერდებოდეს. სულ ახლახანს კი მისი კიდევ ერთი გამორჩეული რომანი, კონტრაპუნქტი გამოიცა, რომელსაც ამ ლეგენდარული მწერლის ადრეული შემოქმედების პირველ სერიოზულ ნაწარმოებად მიიჩნევენ. მოდერნისტული ლიტერატურის ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რომელშიც მწერალი ლონდონელი ინტელექტუალების ცხოვრებას მისთვის დამახასიათებელი ირონიით აღწერს, ოლდოს ჰაქსლის შემოქმედებაში ყველაზე ვრცელი ნაწარმოებია.
4. სპილოს მოგზაურობა — ჟოზე სარამაგუ
მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ჟოზე სარამაგუს შემოქმედება არა მარტო პორტუგალიური, არამედ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ნამდვილი საგანძურია, რომელიც ქართველმა მკითხველებმა სათანადოდ შეიყვარეს და დააფასეს — მისი ისეთი ცნობილი რომანები, როგორებიცაა იესოს სახარება და კაენი, ნამდვილი ეროვნული ბესტსელერებია. ამჯერად საშუალება გვეძლევა მისი კიდევ ერთი წიგნი, სპილოს მოგზაურობა დავაგემოვნოთ მშობლიურ ენაზე, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატმა მწერალმა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაწერა. სარამაგუ სპილო სოლომონის გოადან პორტუგალიაში მოგზაურობას ტრადიციულად ლიტერატურული ალუზიებითა და დახვეწილი ირონიით აღწერს, რაც კითხვის პროცესს განსაკუთრებულად სასიამოვნოს ხდის.
5. ალმა — ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო
მთარგმნელი: თამარ ლომიძე
ფოტო: გამომცემლობა დიოგენე
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კიდევ ერთი ლაურეატის წიგნი ითარგმნა ქართულ ენაზე: ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს ალმა. ეს ცნობილი ფრანგი მწერალი ერთ-ერთ გავლენიან თანამედროვე ავტორად ითვლება, რომელსაც განსაკუთრებით აინტერესებს არადასვლური კულტურები, რადგან ბავშვობა ნიგერიაში გაატარა, მოგვიანებით კი ცენტრალურ ამერიკაში ცხოვრობდა.
ალმა მისი ჯერჯერობით ბოლო, 2017 წელს გამოქვეყნებული რომანია, რომელიც ორი კაცის, განსხვავებული კულტურების შვილების მღელვარე თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს: ჟერემი ფელსენი საფრანგეთიდან მავრიკის კუნძულზე მიემგზავრება წინაპრების ისტორიის შესასწავლად, დომინიკ ფელსენი კი პირიქით, მავრიკიდან პარიზისკენ მიეშურება იმავე მიზნით.
6. მიწისქვეშა რკინიგზა — კოლსონ უაითჰედი
მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე
ფოტო: გამომცემლობა პალიტრა L
28 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით ფესტივალზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ამერიკელი მწერლის, კოლსონ უაითჰედის ქართულ ენაზე ნათარგმნ პირველ წიგნსაც ვიხილავთ. უაითჰედი ლიტერატურულ წრეებში 1999 წელს გაიცნეს თავისი სადებიუტო რომანით The Intuitionist და მას შემდეგ ის არაერთი გავლენიანი ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული გახდა, მათ შორის 2017 წელს მას ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკული ლიტერატურული პრიზი, პულიცერი გადაეცა წიგნისთვის მიწისქვეშა რკინიგზა. სწორედ ამ რომანის წაკითხვა შეგვეძლება ქართულ ენაზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ამერიკაში ორი შავკანიანი მონის სულისშემძვრელ ისტორიას ალტერნატიული დეტალებით გვიამბობს.
7. ქარის ჩრდილი — კარლოს რუის საფონი
მთარგმნელი: მაია მარჯანიშვილი
ფოტო: გამომცემლობა არეტე
ლიტერატურული თავგადასავლები ვისაც უყვარს, ეს სიახლე განსაკუთრებით მათთვის იქნება საინტერესო: ესპანელი მწერალი, კარლოს რუის საფონი მკითხველს ერთგვარ თამაშში იწვევს და დაუვიწყარო დროის ტარებას ჰპირდება. 2001 წელს გამოქვეყნებული მისი რომანი ქარის სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაყიდვადი წიგნია — მისი 15 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. თუმცა, ბესტსელერის სტატუსი ნუ შეგაშინებთ, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ნამდვილად ღირებული ლიტერატურა მართლაც სათანადოდ დაფასდა და მრავალმა მკითხველმა შეიყვარა. ახლა კი სწორედ ის დროა, რომ კარლოს რუის საფონი ქართველმა მკითხველებმაც გაიცნონ.
8. ოლგა — ბერნჰარდ შლინკი
მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე
ფოტო: გამომცემლობა ინტელექტი
გიუნტერ გრასთან ერთად ბერჰარდ შლინკს თანამედროვე გერმანული ლიტერატურის დიდოსტატად მიიჩნევენ, რომელმაც თავისი ბესტსელერით წამკითხველი გერმანული ლიტერატურა კვლავ საყოველთაო ყურადღების ქვეშ მოაქცია. ამჯერად შესაძლებლობა გვეძლევა მისი 2018 წელს გამოქვეყნებული უახლესი რომანი, ოლგა წავიკითხოთ მშობლიურ ენაზე, რომელშიც მწერალი ორიგინალური ფორმით მოგვითხრობს ჰერბერტისა და ოლგას წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობის შესახებ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის

კომენტარები