Victoria's Secret-ის შოუ 2019 წელს არ ჩატარდება
შემცირებული სატელევიზიო რეიტინგისა და გაზრდილი კრიტიკის ფონზე თეთრეულის ბრენდი Victoria's Secret თავის ყოველწლიურ მასშტაბურ შოუს აუქმებს. ამის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ ზაფხულში გავრცელდა, თუმცა ბრენდმა ახლა ეს ოფიციალურად დაადასტურა.
ბრენდმა შოუების გაკეთება 1995 წლიდან დაიწყო. ის პოპ-კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცა და ყოველწლიურად ტელევიზორებთან მილიონობით მაყურებელს აგროვებდა. წინა წლის შოუს ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა. მას ტელევიზიიით მხოლოდ 3,3 მილიონმა ადამიანმა უყურა. გარდა ამისა, კრიტიკოსებმა მას სექსისტური, მოძველებული და ერთფეროვანი უწოდეს.
ბრენდის მფლობელი კომპანია L Brands აცხადებს, რომ მარკეტინგულ სტრატეგიას გადახედავს და სამომავლოდ ბევრ სიახლეს შემოგვთავაზებს.
Victoria's Secret-ის შოუები გამოირჩეოდა თავისი პომპეზურობით, ბრჭყვიალა კოსტიუმებით, ფრთებითა და ანგელოზებით, რომლებიც ხშირად მსოფლიო დონის მოდელები იყვნენ.
თუმცა დროთა განმავლობაში შოუების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, რაც აისახა როგორც რეიტინგებში, ისე გაყიდვებში. L Brands-მა ამ წლის მესამე კვარტალში 252 მილიონი დოლარი დაკარგა.
ამასთანავე, ბრენდის ყოფილი გენერალური დირექტორი, ედ რაზეკი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა Vogue-ისთვის მიცემული ინტერვიუს გამო, რომელშიც განაცხადა, რომ შოუში ტრანსგენდერი მოდელები არ უნდა იყვნენ. მოგვიანებით მან კომენტარისთვის ბოდიში მოიხადა და წლის დასაწყისში კომპანია დატოვა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები