მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმების სერიის, ჰარი პოტერისა და ჯადოსნური სამყაროს შესახებ გადაღებული პირველი ფილმის - ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა - გამოსვლიდან 18 წელი გავიდა.

არ გჯერათ? ჩვენთვისაც რთული დასაჯერებელი აღმოჩნდა.

როგორც ჩანს, ამ ფაქტთან შეგუება ფილმის მსახიობებსაც უჭირთ: ცოტა ხნის წინ დრაკო მალფოის როლის შემსრულებელმა, ტომ ფელტონმა თავის ინსტაგრამის ანგარიშზე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "ასაკი თავისას შვრება".

View this post on Instagram

Agings a bitch

A post shared by Tom Felton (@t22felton) on

კი, ტომ, ჩვენ შენი გვესმის.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ აზრს არ იზიარებს ნევილ ლონგბოტომის როლის შემსრულებელი, მეთიუ ლუისი, რომელმაც მსახიობს ფოტოზე ასე დაუკომენტარა: "მხოლოდ საკუთარ თავზე ისაუბრე!".

ფოტო: instagram.com

ამის თქმა, ალბათ, მარტივია, როცა ასეთი იყავი

და მართლა რაღაც ჯადოსნობით უცებ ასეთად გადაიქეცი:

თავადაც ამხიარულებს ეს ფაქტი.

ასე რომ, გულს ნუ დაიწყვეტ, ტომ, ჰარი პოტერის ერთგულ ფანებს ორივე განსაკუთრებულად უყვარხართ, უბრალოდ, რას გავაწყობთ, ყველას არ შეგვიძლია ნევილ ლონგბოტომობა.