ქართული მარშის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ And Then We Danced-ის ჩვენების გასაპროტესტებლად მიმსვლელ თანამოაზრეებს ფილმის ჩვენების შემდეგ მოსალოდნელი სცენარი გააცნო. მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ ის, რაც არ ხდება ფილმში, მოხდება ფილმის დასრულების შემდეგ.

მისი ვერსიით, გაიმართება პერფორმანსი, სადაც ერთი ბიჭი მეორეს მუხლებზე დაჩოქილი "ცოლობას სთხოვს". ბრეგაძე ირწმუნება, რომ ასე დაკანონდება პირველი ერთნაირსქესიანი სამოქალაქო ქორწინება.

"ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ფილმის ჩვენება არ შედგება", — აცხადებს ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი.