საპატრიარქო არქიმანდრიტ ბართლომეს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ანიტა რაჭველიშვილს "ყელის კიბო უშველის". მათი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია, სასულიერო პირი იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი.

საპატრიარქოში ამბობენ, რომ სურთ პატივისცემა გამოხატონ ანიტა რაჭველიშვილის მიმართ. რაც შეეხება არქიმანდრიტს, მის საკითხს კომისია განიხილავს და "შესაბამისი რეაგირება მოყვება".

თავად არქიმანდრიტი თავს იმართლებს და ამბობს, რომ რაჭველიშვილი არ დაუწყევლია. მისი თქმით, ბოდიშს მაშინ მოიხდის, თუ რაჭველიშვილიც მოიბოდიშებს იმ სტატუსის გამო, რომელშიც ბერა ივანიშვილი გალანძღა.

ამავე თემაზე: