ლალი ფაფიაშვილი ამბობს, რომ გენდერულ კვოტირებას არ ემხრობა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პარლამენტი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ლალი ფაფიაშვილი ამბობს, რომ გენდერულ კვოტირებას არ ემხრობა. ამის შესახებ მან პარლამენტში მოსმენისას განაცხადა. ფაფიაშვილი ამბობს, რომ კვოტირება ქალების წარმოჩენას ხელს უწყობს, მაგრამ "სამართლებრივი გადმოსახედიდან" მხარს არ უჭერს.
"ჩემ დროსაც იყო ამაზე საუბარი და მე ღიად ვამბობდი, რომ თანაბარი უნდა იყოს შესაძლებლობა, მაგრამ ეს არ უნდა ხორციელდებოდეს კვოტირების... ზოგადად მიმაჩნია, რომ არაა სწორი,. თუკი შესაძლებლობა ორივეს თანაბარი აქვს, ამ შემთხვევაში კვოტირების საჭიროება არ არსებობს. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ევროსაბჭოს აქვს მიღებული რეზოლუცია, სადაც მაქვს ეს პრინციპი გატარებული", — თქვა ფაფიაშვილმა.
მოსამართლეობის კანდიდატის პასუხის შემდეგ დეპუტატმა ნინო წილოსანმა თქვა, რომ მას ფაფიაშვილის პასუხი არ მოეწონა. წილოსანმა იკითხა, როგორ შეუძლია ფაფიაშვილს ისაუბროს პოზიტიურ დისკრიმინაციაზე პოზიტიური შეღავათების გარეშე, რაზეც ფაფიაშვილმა უპასუხა:
"მიმაჩნია, რომ ამისი ჩაწერა არ უნდა იყოს საჭირო. ეს ისედაც უნდა იყოს ჩვეულებრივად, შერჩევა უნდა ხორციელდებოდეს არა სქესის მიხედვით ან იმის გამო, რომ კანონი ითვალისწინებდეს, რომ ამდენი ქალი უნდა მყავდეს, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქალებს სრულყოფილი რეალიზაციის შესაძლებლობა. ღია უნდა იყოს შესაბამისი სფეროები ქალებისთვისაც. მათთვისაც ისევე ადვილი უნდა იყოს პოლიტიკურ სფეროში შესვლა, როგორც ეს კაცებისთვისაა".
დღეს, 25 ოქტომბერს პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს, ლალი ფაფიაშვილს უსმენენ. 2007-2017 წლებში ლალი ფაფიაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, 2016-2017 წლებში კი ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 1996-2004 წლებში ლალი ფაფიაშვილი მუშაობდა საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა პოზიციაზე: იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი თანაშემწე, ასევე 2004-2007 წლებში — პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების პარტიული სიით.
ლალი ფაფიაშვილმა განიხილა საქმე "იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". მოსარჩელე იური ვაზაგაშვილი მიიჩნევდა, რომ მას არ შეეძლო სასამართლოში ედავა, მისი გარდაცვლილი შვილის პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გავრცელებაზე, რაც, მისი აზრით, ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელეს და სადავო ნორმები კონსტიტუციურად მიიჩნია.
2014 წელს ლალი ფაფიაშვილი მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღებაში, რითაც ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა და ქმედუუნარობის ინსტიტუტი შეიცვალა, ასევე, გაუმჯობესდა ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობა.
კანდიდატი მოსამართლე იყო ერთ-ერთი იმ კოლეგიაში, რომელმაც განიხილა საქმე: ჰომოსექსუალიზმი, როგორც სისხლის დონაციის აკრძალვის საფუძველის შესახებ. სასამართლომ რეგულაცია არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
კომენტარები