ვინ არიან მეცხრე მოწვევის პარლამენტში შესული ქალები
ფოტო: On.ge
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში 150 დეპუტატინად, პარტიების პროპორციული სიით, 19 ქალი დეპუტატი შევა.
გაიგეთ, რას საქმიანობენ და ვინ არიან ისინი:
ქართული ოცნება
1. თამარ ჩუგოშვილი
ფოტო: ქართული ოცნება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე 2010-2012 წლებში, 2013-2015 წლებში ის იყო პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. 2015-2016 წლებში ის მუშაობდა აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტში საკანონმდებლო და პოლიტიკის რეფორმის პროგრამის ხელმძღვანელად.
2. თამარ ხულორდავა
თამარ ხულორდავა
პროფესიით იურისტი, 2005-2015 წლებში ის იყო კანონის უზენაესობის პროგრამების მენეჯერი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში. 2015-2016 წლებში ხულორდავა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე მუშაობდა.
3. სოფიო ქაცარავა
სოფიო ქაცარავა
ფოტო: Faceboook/სოფიო ქაცარავა
ის 2005 წლიდან 2016 წლამდე საქართველოში ბრიტანეთის საელჩოში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. 2011 წლამდე ქაცარავა პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი იყო საელჩოში. 2011 წლიდან 2016-მდე კი ის ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივნის პოზიციას იკავებდა.
4. ირინე ფრუიძე
ფოტო: ქართული ოცნება
ირინა ფრუიძე 2010-2012 წლებში პარტია ახალი მემარჯვენეების საერთაშორისო მდივანი იყო. ის წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციაში. ამავე ორგანიზაციაში 2015 წლიდან დღემდე იყო ფონდების მოძიების მენეჯერი.
5. მანანა კობახიძე
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
მანანა კობახიძემ კარიერა ჟურნალისტად მუშაობით დაიწყო 1990-1991 წლებში საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში, 1991 წლიდან 2001 წლამდე კი სკოლის პედაგოგი იყო. 2003 წლიდან მან მუშაობა გააგრძელა არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლში და 2009-2011 წლებში იქვე ეკავა აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია. პარალელურად, ის ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, 2012 წელს კი გახდა პარლამენტის დეპუტატი ქართული ოცნების სიით.
6. ეკა ბესელია
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
ბესელია 1998-2012 წლებში იყო საადვოკატო ფირმა ეკა და კომპანიას დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, 2010-2012 წლებში კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. 2012 წელს ის გახდა პარლამენტის წევრი ქართული ოცნების სიით.
7. სვეტლანა კუდბა
სვეტლანა კუდბა
ფოტო: გაზეთი აჭარა
სვეტლანა კუდბა 1990-1993 წლებში იყო მერაბ კოსტავას სახელობის აჭარის რეგიონული საზოგადოების თავმჯდომარე, 1993 წლიდან 2012 წლამდე კი წმ. ნინოს და წმ. ფრანჩესკოს სახელობის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე. 2005-დან 2012-მდე კუდბა კიდევ ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობდა. ის საერთაშორისო საქველმოქმედო საზოგადოება კეთილი სამარიელი საქართველოში აჭარის რეგიონის კოორდინატორი იყო. 2012 წლის 28 ოქტომბრიდან ქართული ოცნების სიით გახდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი.
8. ენძელა მაჭავარიანი
ენძელა მაჭავარიანი
ფოტო: Facebook/ენძელა მაჭავარიანი
ენძელა მაჭავარიანი პროფესიით ჟურნალისტია. ის წლების განმავლობაში სამების ტაძრის პრესსამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის ქართული ოცნების პროპორციული სიის 43-ე ნომერი იყო.
9. ნინო გოგუაძე
ნინო გოგუაძე
ფოტო: Facebook/ნინო გოგოუაძე
2007-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრად, იმავდროულად იყო გენდერული თანასწორობის კომისიის თავმჯდომარე. ნინო გოგუაძე 2012 წლიდან დღემდე კონსერვატიული პარტიის საერთაშორისო მდივანია; არის ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანსის საბჭოს წევრი. ქართული ოცნების პროპორციულ სიაში ის 59-ე ნომერია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
10. სანდრა ელისაბედ რულოვსი
ფოტო: თამო ლიპარტელიანი/on.ge
სანდრა რულოვსის ნიდერლანდების სამეფოში დაიბადა. 1993 წელს მან სტრასბურგში გაიცნო მიხეილ სააკაშვილი, რომელთან ერთადაც ის ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. ისინი საქართველოში 1996 წელს დაბრუნდნენ. სანდრა რულოვსმა დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია სოკო. 2004-2013 წლებში ის იყო საქართველოს პირველი ლედი. თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინანსებით და სანდრა რულოვსის პატრონაჟით 2008 წლიდან საქართველოშიც ამოქმედდა სკრინინგის – ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის – პროგრამა.
11. ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია
ფოტო: ნაციონალური მოძრაობა
ელენე ხოშტარია 2004 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორად, შემდეგ კი ამავე სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად. 2004 წელს დაინიშნა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უფროსის მოადგილედ. 2004-2006 წლებში მუშაობდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსად ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ხოლო 2007 წლიდან ევროპულ და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ. ის არის საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებელი. ბოლო პერიოდამდე ის სწორედ ამ ორგანიზაციაში საქმიანობდა.
12. სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი
ფოტო: Facebook/სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი 2005-2007 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში; საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი; მან 2013-2014 წლებში მუშაობა გააგრძელა ვილფრედ მარტენსის ევროპული კვლევების ცენტრის საპატიო მოწვეული მკვლევარის პოსტზე ბრიუსელში, ბელგიაში. 2015 წელს სამადაშვილს ეკავა ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ლიბიის მმართველობის პროგრამის დირექტორის პოზიცია (მალტა-ტრიპოლი); 2016 წელს მან დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია სტრატეგიული კომუნიკაციისა და დემოკრატიის ცენტრი და საკონსულტაციო ფირმა Samadashvili International Consultants. პარალელურად, ის ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში.
13. ლელა ქებურია
ლელა ქებურია
ფოტო: კადრი ვიდეოდან/რუსთავი 2
1998 წლიდან 2012 წლამდე ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად . 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ის იყო ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 2015 წლიდან გახდა ენმ-ს ზუგდიდის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.
14. ირმა ნადირაშვილი
ირმა ნადირაშვილმა კარიერა 1994 წელს დაიწყო რუსთავი 2-ში კორესპონდენტად მუშაობით და 2005 წლამდე ამ პოზიციაზე იმუშავა. 2005-2007 წლებში მას ეკავა ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსის მოადგილის პოსტი, 2008 წელს კი გახდა ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.
ირმა ნადირაშვილი 2008 წელს კვლავ დაუბრუნდა რუსთავი 2-ს, ამჯერად გადაცემა პოსტსკიპტუმის პროდიუსერის პოსტზე, 2009 წელს კი ამავე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსიც გახდა და 2010 წლამდე იმუშავა. 2010-2012 წლებში ის იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. 2012 წელს კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით პარლამენტში შევიდა.
15. თინათინ ბოკუჩავა
თინათინ ბოკუჩავა
ფოტო: კადრი რუსთავი 2-ის ვიდეოდან
თინათინ ბოკუჩავა 2009-2011 წლებში მუშაობდა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში, 2011 წელს მან მუშაობა განაგრძო საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 2012 წელს ის იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე. 2012 წლის ოქტომბერში ბოკუჩავა პარლამენტის წევრი გახდა ენმ-ს სიით.
16. ხათუნა გოგორიშვილი
ხათუნა გოგორიშვილი
ფოტო: კადრი ვიდეოდან/ტაბულა
ხათუნა გოგორიშვილი 2003-2004 წლებში იყო პოლიტიკური გაერთიანება გაერთიანებული დემოკრატების (ზურაბ ჟვანიას პარტია) სამსახურის უფროსი. ის 2004 წლიდან ნაციონალური მოძრაობის წევრია, ასევე საქართველოს მე-6, მე-7, მე-8 მოწვევის პარლამენტარი. გოგორიშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უკვე მეოთხედ გახდა პარლამენტის წევრი.
პატრიოტთა ალიანსი
17. ირმა ინაშვილი
ფოტო: ირმა ინაშვილი / Facebook
ირმა ინაშვილი პროფესიით ჟურნალისტია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე. ის არის მედიაკავშირ ობიექტივის დამფუძნებელი და პოლიტიკური პარტია პატრიოტთა ალიანსის ლიდერი და სიის პირველი ნომერი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
18. ადა მარშანია
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მედია-კავშირი ობიექტივი
ადა მარშანიამ 1983 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1983-1987 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს კონსულტანტი; 1987 წლიდან სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი.
მარშანია აქამდე ოთხჯერ იყო პარლამენტის წევრი საქართველოს მე-3, მე-4, მე-5, მე-6 მოწვევის პარლამენტში. 2016 წელს ის უკვე მეხუთედ შევა საკანონმდებლო ორგანოში. ადა მარშანია ასევე იყო საქართველოს სახალხო ფრონტის გამგეობის წევრი და ფრაქცია ლეიბორისტების თავმჯდომარის მოადგილე.
19. ნატო ჩხეიძე
ნატო ჩხეიძე
ფოტო: კადრი ვიდეოდან/იბერია
ნატო ჩხეიძე.ტელეკომპანია იბერიას ერთ-ერთი დამფუძნებელი და მფლობელია. ის ერთხელ უკვე იყო პარლამენტის წევრი ბლოკ საქართველოს აღორძინების პარტიული სიით.
შენიშვნა: პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს მარიამ ჯაშს, რომელიც არის ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამგორის #12 მაჟორიტარულ ოლქში. მან პირველ ტურში ხმების 42,58% დააგროვა და თუ მეორე ტურში გაიმარჯვებს, პარლამენტის მე-20 ქალი წევრი გახდება.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები