გაციება VS გრიპი — რა განსხვავებაა?
"გაცივდი თუ გრიპი გაქვს?" — სულ ცოტა ხანში ეს კითხვა ძალიან აქტუალური გახდება და ჩვენი მეგობრებთან ურთიერთობის სიახლოვე თუ სიმჭიდროვე სწორედ ამ შეკითხვის პასუხზე იქნება დამოკიდებული
გრიპისა და უბრალო გაციების სიმპტომები ერთმანეთს ზედმეტად ჰგავს და ამიტომაც, მათი გარჩევა საკმაოდ რთულია (ზოგჯერ საერთოდ შეუძლებელიც კი). ამ სტატიაში ვეცდებით მოკლედ და მარტივად განვმარტოთ რით განსხვავდება ერთმანეთისგან უბრალო გაციება და გრიპი.
რა არის გამომწვევი?
გაციება
უბრალო გაციების გამომწვევი სინამდვილეში ვირუსია — ყველაზე ხშირად ადენოვირუსები და რინოვირუსები. თუმცა, მათ გარდა გაციების გამომწვევი უამრავი ვირუსის ქვე-ტიპი შეიძლება იყოს. ზუსტი გამომწვევის დადგენა ზოგჯერ საკმაოდ რთული პროცესია. გაციება, როგორც წესი, ზამთრის პერიოდშია უფრო ხშირი.
გრიპი
გრიპის გამომწვევიც ვირუსია. მისი 4 სახეობა არსებობს: A, B, C და D. ადამიანის გრიპის ვირუსის A და B შტამები ყოველწლიურად ეპიდემიებსა და პანდემიებსაც კი იწვევენ. გრიპის C ტიპის ვირუსით დაავადებისას სასუნთქი გზების მსუბუქი ინფექცია ვითარდება და მას ეპიდემიის გამოწვევა არ შეუძლია. გრიპის D ტიპის ვირუსი მსხვილფეხა პირუტყვშია გავრცელებული. გრიპის სეზონი ნოემბრიდან იწყება და საშუალოდ მარტამდე გრძელდება.
რა სიმპტომები აქვს?
გაციებისა და გრიპის სიმპტომები თითქმის ერთნაირია, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან სიმწვავითა და ხანგრძლივობით განსხვავდებიან. გაციებაცა და გრიპიც საშუალოდ 7-10 დღის განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა გრიპის სიმპტომები უფრო დიდხანს, 3-4 კვირას შენარჩუნდეს. გაციებისას ჩივილები უფრო ნაკლებად მწვავეა, ვიდრე გრიპისას.
თვითშეგრძნების თვალსაზრისით, შეიძლება ამ ორი დაავადების ერთმანეთისგან განსხვავება გაგიჭირდეს და სიმპტომებიც ინდივიდუალური ხასიათით გამოგივლინდეს. ზემოთ მოყვანილ გრაფიკზე მოცემული სიმპტომები სტატისტიკურ ანალიზს ეყრდნობა.
რა გართულებებია მოსალოდნელი?
გაციება
გაციებისას რაიმე სახის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები მოსალოდნელი არ არის. ყველაზე ხშირად შეიძლება განვითარდეს სინუსიტი, გამწვავდეს ასთმა, აღინიშნოს მეორადი ინფექციები.
გრიპი
გრიპის დროს სიცოცხლისთვის საშიში გართულებებიც მოსალოდნელია. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია (ფილტვების ანთება), ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები (გონების დაკარგვა ან დაბინდვა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კუნთების მკვეთრი სისუსტე ან დამბლა), ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია), სხვა თანმხლები დაავადებების გართულება (მაგ: გულის შეგუბებითი უკმარისობა, ასთმა და დიაბეტი);
პრევენცია/მკურნალობა
გაციება
გაციების პრევენციისთვის რამდენიმე რეკომენდაცია არსებობს. ძალიან ეფექტურია ხელების ხშირი დაბანა (ხელის დეზინფექციის გარეშე!), დაინფიცირებულ ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტისთვის თავის არიდება და ინდივიდუალური ჭურჭლის გამოყენება სითხეებისთვის. რადგანაც გაციების გამომწვევი ვირუსის ძალზედ მრავალფეროვანია, მისი გამომწვევი საწინააღმდეგო ზუსტი მკურნალობა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. ამჟამინდელი თერაპია მხოლოდ სიმპტომების მკურნალობისკენ არის მიმართული.
გახსოვდეს: არა, ვიტამინების გადასხმა გაციებას არ შველის!
გრიპი
გრიპის პრევენციის ყველაზე ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალება ვაქცინაციაა.
საქართველოში გრიპის სეზონი ნოემბრიდან იწყება და შესაბამისად, აცრები, სავარაუდოდ, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღალ რისკ-ჯგუფებში მყოფი ადამიანებისთვის: ბავშვები, მოხუცები, იმუნოკომპრომეტირებული ადამიანები, ორსულები, სამედიცინო პერსონალი, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.
ამას გარდა, აუცილებელია, რომ მოერიდო მასობრივი თავშეყრის ადგილებს, შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანო ხელები საპნით და გამდინარე წყლით. ასევე რაც შეიძლება ხშირად გაანიავე საცხოვრებელი ადგილი და დაალაგეთ სველი წესით.
გრიპის მკურნალობა სპეცილური ანტივირუსული პრეპარატებით მიმდინარეობს.
გახსოვდეს: თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით თუ სხვა პრეპარატებით კატეგორიულად მიუღებელია! გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართე ექიმს!
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები